შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეხვედრის ადგილი კვლავ სასაფლაო...


28-06-2015, 16:12
ავტორი anukash
ნანახია 2 080

აი ისიც... მძიმედ გააღო სასაფლაოს ,,ჭიშკარი" ღრმად ამოისუნთქა და საფლავის ქვას კოცნა უწილადა, მერე იქვე ჩამოჯდა და მისცა ფიქრებს გზა ფართო. არა, არა შევცდი, რა დროს ფიქრებია როგორც ყოველთვის ლაპარაკი დაიწყო... ისე ამ გოგოს, რომ ვუყურებ გული სიბრალულით მევსება... როგორ უყვარდა.. დღემდე როგორ უყვარს და როგორ ენატრება. არადა რაა არა ცხოვრება? 4წლის იყო მარტო რომ დარჩა... მარტო დარჩა და ობლობის ტვირთი დედასთან ერთად თითქოსდა გადალახა, მაგრამ უკვე მე-14 წელია თვალები სევდით სავსე აქვს და გული დაცარიელებული. რომ ვუყურებ როგორ მოდის ხოლმე საფლავზე მარტო და მამამის ისე ელაპარაკება თითქოს ცოცხალი იყოს გული მიკვდება... იცით როგორი კარგია? ნეტა დაგანახათ, ნეტა ხედავდეთ როგორი თვალებით უმზერს ამ გაყინულ ლოდს, რომელზეც მისი ცხოვრების დიდი ნაწილია დახატული. უყურებს ლოდს და ხვდება მისი ცხოვრებაც ისეთივე შავ-თეთრია მამის დაკარგვის შემდეგ როგორიც ეს ქვა. ვიღაც მწარედ გაეხუმრა მაშინ ის ვარდისფერი სათვალე რომ მოხსნა და გაუტეხა. თან როგორ?! ვეღარც კი გაამთელა... არა ვინ სთხოვა ეგ სათვალე დაუფშვენიი და მონაცრისფრო, მოღუშული გაუკეთეო? ნეტა ვიცოდე რას ერჩოდნენ ამ პატარა არსებას... არა რა, გული მიკვდება მის თვალებს რომ ვხედავ... მოიცა, მგონი რაღაცას ამბობს...
-მაა ! მამიკო, ჩემო საყვარელო. რამდენი წელი გავიდა არა უშენოდ? რამდენჯერ მომნატრებიხარ. რამდენჯერ მქონია სურვილი ჩემი გაყინული სხეული გაგეთბო. რამდენჯერ მინდოდა სკოლის კარებთან დამხვედროდი. რამდენჯერ მსურდა შენს გვერდით თაავაწეულს მევლო. ხომ იცი არა? 14წლის მანძილზე რამდენჯერ მომნატრებიხარ იმდენი წუთი ერთად რომ გაგვეტარებინა მაა, ახლა ყველაზე ამაყი ვიქნებოდი, ამაყი შენით, ასეთი კაარგი რომ იყავი.. ახლა ორმაგად ამაყი ვარ... რამდენმა ვინმემ მითხრა შენ საამაყო მამის შვილი ხარო იცი? ქუჩაში თავაწეული რომ გადავადგამ ნაბიჯს სულს ის მაახსენდება შენმა მეგობარმა რომ მითხრა: ,,-თავაწეულმა შეგიძლია იარო ! შენ საამაყო მამის საამააყო შვილი ხარ!.." შენ ხომ ყველაფერს უყურებ?... ის ლექსი ხომ გახსოვს, ბოლოს რომ მოგიძღვენი? სულ ის სიტყვები მიტრიალებს თავში: ,,ბაღის კარებთან თუკი მიცდიდი, სკოლას ვაამთავრებ მაა. ახალ ცხოვრებას უნდა შევუდგე შენ კი აქ არ ხარ მაა!.." ასე როგორ გამიმეტე? ამხელა ტკივილისთვის როგორ გამწირე? მოდი ერთხელაც სიზმარში მოდი და დავასრულოთ მაა... ოღონდ ვიცოდე, რომ მელოდები, გაღმა ხარ, მაგრამ კვლავ მელოდები... ერთადერთს მხოლოდ იმას გთხოვ, რომ არ დამტოვო მააა და შევეცდები შენი სახელი არ შევარცხვინო მააა..როგორ მინდა, რომ ვინმე ხვდებოდეს ჩემს გულისტკივილს, როგორ მინდა რომ ერთხელ:,,-შენ რა გენაღვლება, ყველაზე მხიარული ხარ" ამის მთქმელს ერთადერთხელ ვუთხრა: -მოდი თვალებში ჩამხედე და იქნებ მიხვდე როგორ მიჭირს სიცილი როცა არავარ კარგად... მინდა ვინმეს ესმოდეს, უბრალოდ იცოდეს რომ... რომ შენ მაკლიხარ მაა.
აარა გესმით?! ვინმეს გესმით ამ გოგოსი? მინდა მივიდე გულში ჩავიკრა და ვუთხრა: - მასე ნუ ეუბნები. მამაშენს ესმის! გულს ნუ უკლავ ! არადა მე ხომ ვიცი არა, მამამისი რას გრძნობს... იცით როგორ უნდა მისი ერთადერთი გოგო გულში ჩაიკრას?! პატარა ბავშვივით უფლის კალთაში ტავი აქვს ჩარგული და ტირის.. ღმერთო ჩემო ! ამხელა კაცი ისე გულამომჯდარი ტირის გული მიკვდება. რომ შემეძლოს ჩემს სიცოცხლეს დავთმობდი და ამ ორ სულს სულ ერთად ვამყოფებდი, მაგრამ მეც ხომ უბრალოდ სული ვარ გვერდით სასაფლაოდან....

P.S გოგოებო მამებს გაუფრთხილდით ყველაზე მეტად !.. დამიჯერეთ მამააზე ტკბილი არაფერია.. ნეტა შემეძლოს მის გვერდით ყოფნა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent