გამოგონილი ტყუილი რომელმაც შეიძლება გაგათბოს ანუ ფანტაზიის წყურვილი...
გამოგონილი ტყუილი რომელმაც შეიძლება გაგათბოს , წარმოსახვითი ტრიოლეტი... -მარტო ვარ... მხოლოდ მთვარე... და რა? ისაც გაფითრებული, გადახუნებული სინათლით მიცქერს, ზოგჯერ ვხედავ ისაც მოწყენილია... და მარტოა... ფიქრები მიდიან... გარეთ თბილა, მე მცივა, მთვარე კი ისევ მოწყენილია... ქუჩაში ბნელა, სიცარიელეა მხოლოდმე... გაფოთქილი ნუშის და ტყემლის რტოების გამაბრუებელი სურნელი... ტკბილი და რაღაც ახალი. მზერა მთვარს მოწყდა... დავინახე სარკე, ჩემი ანარეკლი და ამავე დროს აჩრდილი, გაფერმკრთალებული, დაღლილი სხეული ძლივს სუნთქავდა... თითქოს ეშინოდა, ზოგჯერ წამწამებს დახრიდა და ჩაფიქრდებოდა... სული კბილებით მეჭირა და მთელი ძალით ვებღაუჭებოდი, ერთხანს სუნთქვა შეწყდა, მერე როგორციქნა დამძიმებული ჰაერი ფილტვებში შეიჭრა და გაბატონდა... ვიყურებოდი სარკეში და ჩემ თავს ვეკითხებოდი ეს ვინ არის? კანკალი დამეწყო, არ მციოდა მაგრამ სამაგიეროდ მეშინოდა... არ ვიცი რატომ?ვისი? ან რისი? უბრალოდ მეშინოდა... ალბათ სიმარტოვის... სიცივე გულს მითოშავდა, თავბრუ მეხვეოდა,თვალებიდან ძლივს ვიყურებოდი, ონკანი მოუშვი და ცივი წყალი შევისხი, ვიფიქრე გამოვფხიზლდებოდი,თუმცა ამან არ გაამართლა, გულისრევის შეგრძნებამამიტანა, შეჩერება არ შემეძლო, შიგნიდან რაღაც მავიწროებდა, რაღაც ჩემიდან გამოსვლასჩდილობდა, თვალთ დამიბნელდა და პირიდან სისხლდენა დამეწყო, ალაბთ ამის მეშინოდა... გავიფიქრე... ხელები საფეთქელთან მივიახლოვე, მაშინ ვიგრძენი რომ სიცივემ აქამდეც მოაღწია... რამდენიმე ნაბიჯი უკან გადავდგი, კედელს მივებჯინე, ძირს დავჯექი, მეშინოდა...ძალინ მეშინოდა, არა სიმარტოვის... არა , ახლა უფრო სიცივის... ხელებით თმას ვეჭიდებოდი, თითქოს სულის ნაწილს მართმევდნენ, მხოლოდ ცრემლებიმათბობდა, ისაც წამწამებამდე, ლოყამდე და ბაგემდე, მერე კი ის უბრალოდ ქრებოდა... ვერაფერზე ვფიქრობდი... ვერეფერზე ვოცნებობდი, გარდა ერთისა მციოდა... სიზმარი რომელიც რეალობას ჰგავდა... შენ წახვედი და ახლა მე სულ მარტოვარ... ცხოვრება ხანმოკლეა ერთ წამს ცოცხალიხარ, უყურებ მზეს... მთვარეს... ვარსკვლავებს და ამით ბედნიერი ხარ, მეორე წუთას თვალის გახელას ვერ მოასწრებ ისე აღმოჩნდები მკვდართა საუფლოში... ან უბრალოდ მეორე მხარეს აღმოჩნდები... ცხოვრება ხანმოკლეა... ქვეყანაზე არაფერიგრძელდება სამუდამოდ... შენ იქ ხარ მე აქ... მე ისევ მარტო ვარ... ვუყურებ მზეს... მთვარეს... ვარსკვლავებს და სევდა ვიპყრობს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.