შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღმერთი თუ ბედისწერა?


6-07-2015, 08:57
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 637

სიკვდილი ეს ისაა,რისიც ყველას ეშინია...ვის არ უფიქრია,რომ დადგება აღსასრულის დრო..დადგება დღე,როცა ამქვეყნიურს განვეყრებით,როცა დედამიწური ყველაფერი წავა და,როცა წარვდგებით რაღაც უხილავის წინაშე...ბევრი ადამიანი ფიქრობს იმაზე,თუ რა იქნება ამის შემდეგ,არსებობს თუ არა ამის გარდა,არსებობს თუ არა მარადიული ცხოვრება და სატანჯველი..
ბევრს სჯერა მომავლის ანუ იმის,რაც შემდეგში ელის,ბევრსაც არაფრის სჯერა...ისინი ხომ ფიქრობენ,რომ მხოლოდ ისაა სარწმუნო,რასაც თვალით ხედავენ და ვერ აღიქვამენ,რომ ხშირად ის უფრო დასაჯერებელია,რასაც ვერ ვხედავთ..აი,მაგალითად,ჰაერი...მას ვერ ვხედავთ,მაგრამ ვგრძნობთ...აი,ალბათ,ეს არის ყველაზე ელემენტარული შედარება იმასთან,რასაც მარადისობა ჰქვია..მარადისობა კი ხომ ღმერთია.
არის,მომენტები,როცა ფიქრობ,რომ არაფერი არსებობს ამის გარდა..ზოგჯერ ისეთი იმედგაცრუებული ხარ,რომ აღარაფრის გჯერა და ღმერთის არსებობაშიც კი გეპარება ეჭვი.“არ მომეხმარა“,“ის ამისთვის არ გამიმეტებდა“-ხშირად გვესმის ეს ფრაზები და ყველაფერს ვუარყობთ..ვუარყოფთ,რომ არსებობს მეორე ცხოვრება ,მეორე და სამარადისო..ვუარყობთ,რომ ღმერთმა შექმნა ადამი და შემდეგ მისი ნეკნისგან ევა..ვუარყოფთ,რომ ადამიანი იმიტომ გვქვია,რომ ჩვენი პირველი წინაპარი ადამი იყო და არა ვიღაც თუ რაღაც ჰომოსაპიენსი...ვუარყობთ,რომ ცხოვრება გრძელდება და ეს ღმერთის დამსახურებაა..
ხშირად გვჯერა ბედისწერის..ამ უკანასკნელის,რომელიც ღვთის არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს...გვჯერა,რადგან ჩვენი ცხოვრება ვერ მიდის ისე,როგორც დავგეგმეთ...ჩვენ ხომ ოცნებები არ გვისრულდება..ეს უკანასკნელი ხშირად ხომ მხოლოდ საოცნებო რამედ რჩება..ვწუხვართ,ვტირივართ და სულ გავვიწყდება,რომ არსებობს ღმერთი,რომელსაც ჩვენი დახმარება შეუძლია..
ზოგჯერ ცხოვრება ისეთ ჩიხში გვამწყვდევს,რომ ეს ყველაზე ძლიერი რამ გვგონია,რომელსაც ღმერთიც კი ვერ გაუმკლავდება...
აი,რატომ ვკარგავთ ხშირად ყველაფრის რწმენას...რწმენას,რომლის გარეშეც ცხოვრება შეუძლებელია..იცხოვრო ადამიანად და იყო ადამიანი,ეს ხომ მისი დახმარების გარეშე შეუძლებელია...
გიყვარდეს და უყვარდეს,განა ეს არაა ცხოვრება? ეს ხომ შეუძებელია,თუ არ გაქვს რწმენა..რწმენა იმ სიყვარულისა,რომელსაც ღმერთი ჰქვია..
ღმერთი,ღმერთი...ეს სიტყვა ისაა,რომელიც ხშირად ჩაგვესმის...ღმერთი ეს ის ერთადერთია,რომელსაც ვადანაშაულებთ ჩვენს უბედობაში და არ ვფიქრობთ,რომ ჩვენს თითოეულ სიხარულს ის ქმნის...არ ვფიქრობთ,რომ ღმერთი არის ყველაფრის საწყისი და ის დაასრულებს ყველაფერს...არ ვფიქრობთ,რომ მან გვაჩუქა ეს დღეები,რომელიც ქმნის ჩვენს ცხოვრებას,რომელსაც მშვენიერს ვუწოდებთ..დიახ,მშვენიერს...არ ვიცი,რამდენად მშვენიერია ის,მაგრამ არსებობს რაღაც,რის გამოც ღირს მისი გაგრძელება და ეს ღმერთია...ეს არის რწმენა იმისა,რომ ამ ცხოვრების გარდა არსებობს რაღაც სამყარო,რომელიც არაა დამძიმებული ადამიანთა ცოდვებით და,რომელსაც,შესაძლოა,მშვენიერი ვუწოდოთ...
საბოლოოდ ვერ ვიტვი,რომ ბედისწერის მჯერა...არ ვიცი,მაგრამ რაღაც მხრივ მჯერა..ამას ხომ ხშირად მიმტკიცებს ცხოვრება...
არ ვიცი,როგორ უნდა არსებობდეს ერთნაირად ბედისწერაც და ღმერთიც..იქნებ მან დაწერა ჩვენი ცხოვრება სწორედ ისე,როგორც ჩვენ ვწერთ ჩვენი პერსონაჟების ცხოვრებას...იქნებ ის არის ამ სამყაროს მწერალი...



№1 სტუმარი nino

ყველაფერში გეთანხმები აბსოლუტურად.ეკლესია არ აღიარებს ბედისწერას და ქადაგებს რომ ადამიანი თავის ბედს თავისი ხელით იქმნის მაგრამ მიუხედავად იმისა რომ მეც მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ ჯიუტად მჯერა ბედისწერის არსებობის.მჯერა რომ ჩვენი ბედი ზემოთ წყდება.რომ ჩვენო ყოველი ნაბიჯი დაწერილია.

 


№2 სტუმარი სტუმარი Kaxa

Araferi arari dawerili adamiani tviton iqmnis beds sad zemotari dawerili

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent