ქალური ბედნიერება...?!
ცხოვრებაზე და საკუთარ თავზე გაბრაზებულმა აღარ იცი რა გააკეთო. სახლში ვერ ისვენებ. ყელში ამოგივიდა მომწვანო-მოცისფრო კედლები,ტელევიზორის დამტვერილი მაგიდა,კარადები სადაც დედაშენის მზითვებია გამოფენილი,ცხიმის შხეფებიანი გაზქურა და ცრცილის დახრული წიგნების დიდი მწკრივი რომლებსაც ობის და გამოუყენებლობის სუნი ასდით. პროტესტის გრზნობას ვეღარაფერს უხერხებ.ვერავის შესჩივლებ რომ მარტო ხარ,რომ გინდა ვინმე გყავდეს გვერდით...არადა როგორ გინდა სეირნობდეთ ხოლმე მისი მანქანით ან ფეხით ერთად.გჩუქნიდეს ვარდებს და დათუნიებს... გულის გადასაყოლებლად გადიხარ გარეთ და მისეირნობ ქუჩაში,მერე რა რომ ცოტა გვიანია,სამაგიეროდ განათებაა ქუჩაში და ხალხიც მოძრაობს,რაა საშიში. მიდიხარ,უყურებ სივრცეს და აღიქვამ მხოლოდ მოძრაობას,დეტალებზე ვერ კონცენტრირდები.მიაპობ ტროტუარს და აზრზე მხოლოდ მაშინ მოდიხარ როცა ვიღაც "თავხედი" მანქანას აჩერებს,ფანჯრიდან თავს ყოფს და მხიარული სახით გეუბნება: -გამარჯობა -რა გინდა?-ძალიან გინდა მალე მოიშორო თავიდან. -არ ვიკბინები-აგრძელებს "თავხედი"-უბრალოდ დაგინახე და გავიფიქრე რა ლამაზი გოგოა მეთქი... -მისმინე არ ვაპირებ გაგეცნო და მერე გეზასაო ან რამე ეგეტი,მოკლედ არ მქვს შენი თავი რა-თვალების ბრიალზე გადადიხარ უკვე,მალე შეიძლება აყვირდე მაგრამ თავს იმშვიდებ "დამშვიდდი,ქაჯივით არ ავარდე". -გაბრაზებაც გიხდება იცი?!-არ ნებდება-მოდი სახლში მაინც მიგიყვან,გვიანია უკვე თან გზაში დამშვიდდები. -კარგი-აღებ მანქანის კარებს,ისე რატომაც არა?არ ჩანს ცუდი ბიჭი ან რამე ისეთი რო უნდოდეს რაღა შენ მოგადგებოდა?დაილია გოგოები?...ფიქრობ და პარალელურად იკრავ ღვედს,თვალებს მისკენ აპარებ,ის გიღიმის და მისამართს გეკითხება. .... შენს სახლთან ხართ უკვე,წასვლას არც ის აპირებს და არც შენ.დაახლოებით 45 წუთი საუბრობთ,მერე ნომრებს ცვლით. საღამოს ვაიბერში მოგწერს "ჭკუით და ძილინების" შენ გიხარია .... გაკითხავს უნივერსიტეტში,დაჰყავხარ "სმარტში",გჩუქნის ვარდებს.როცა ერთად სეირნობთ,არ აქვს მნიშვნელობა მანქანას ატარებს თუ ფეხით დადიხართ შენს მარცხენას თავის მარჯვენა ხელის თითებში ახლართავს და დრო და დრო ოდნავ გიჭერს,შენ მის მხარზე დებ თავს და ბედნიერი ხარ. კარგი მანქანა ყავს,სამსახურიც კარგი აქვს და ძალიან,ძალიან თბილად გექცევა. საუბრის დროს მატულობს კუტვნილებითი ნაცვალსახელი "ჩემი" და მისი ეჭვიანობის პატარ-პატარა სცენები,რომლებიც გისწორდება. გაცნობს ახლობლებს და მშობლებს.ურთიერთობა ცოტა უფრო სერიოზულ სახეს იღებს,მაგრამ უცდით როდის დაამთავრებ სწავლას. .... მისი ძმაკაცის დაბადების დღეზე თვრებით. ვეღარ უძლებთ ჰორმონების შემოტევას...და მისი BMW-ს უკანა სავარძელზე იხევა შენი აპკი.მერე რა რომ შენს "პირველ ღამეს" ღვინის,მწვადის,სიგარეტის და ცოტა ბენზინის სუნი ასდიოდა.მთავარია რომ ერთმანეთი გიყვართ. რამდენიმე კვირაში ცოლად მიყვები,აბა ასე ხომ არ დაგტოვებდა?ქორწილს გადაიხდით მალე. ყველაფერი კარგად მიდის,ერთად მშვენივრად ატარებთ დროს.მალე პატარაც ჩნდება,მისი პატარა ვაჟკაცი. ძალიან ბედნიერი ხარ. უვლი ქმარს და ბავშვს,ალაგებ სახლს,უყვები შენს ოჯახურ ბედნიერებაზე დაქალებს და ეკითხები ხოლმე სხვებს "როდის თხოვდები გოგო?უკვე დროა" ის? ის თითქმის ყოველ საღამოს,ზუსტად იმ ქუჩაზე სენ რომ გაიცანი ეძებს ახალ სისხლს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.