ზღვის ტკივილი
ო, როგორ მიყვარს ზღვასთან საუბარი. წამდაუწუმ რაღაცაზე საუბრობს, ცის დასალიერიდან მოტანილ ამბებს მიყვება, ბევრ ისეთ რამეს გაიგებ თან ზოგჯერ ისე ლამაზად და ხატოვნად გადმოცემულს, გაგიკვირდება, ჩაგაფიქრებს და მიხვდები რაოდენ მდაბიონი, დაბლამდგომნი და უსუსურნი არიან ჩვენი მწერლები. მაგრამ მასთან ძალიან ვფრთხილობ. ფიცხი ხასიათი აქვს. ვერ იტანს, რომ არ უსმენენ, ყურადღებას საერთოდ არ აქცევენ, ის ხომ მთელი გრძნობით, ემოციათა სისრულითა და საუცხოო ტონალობით ცდილობს ჩვენს ყურს აამოს, როცა კი ამას არ ვაფასებთ ძალიან ბრაზდება, სახე უფითრდება - ფერს იცვლის, გმინვას იწყებს, აიზვირთება და ბობოქარ მორევში ცდილობს საკუთარი წყენის ჩახრჩობას. როცა მოახერხებს მშვიდდება კიდეც. ამაყია კი... ძალიან ამაყი... თუმცა როგორ გინდა მეფეს თავმდაბლობა მოსთხთოვო?! დასაწყისიდანვე მბრძანებლობასაა მიჩვეული, უშიშართა მიმართ კი მკაცრ მოპყრობას. თუმცა არ ვამბობ, რომ იგი ცუდია, პირიქით ძალიან კარგია, კეთილია გამცემია, უბრალოდ ძალზედ თავისებურია და მასაც სჭირდება გაგება, თანაგრძნობა, შებრალება, ისევე როგორც თითოეულ ჩვენგანს. მერყეობის გამო აკრიტიკებენ, მართლაც უცანურია მისი ცვალებადი რეაქციები, ერთი შეხედვით რთულია მიუხვდე უმიზეზობის კორიანტელიდან ლავასავით ამოხეთქილ ქცევებს, რომელიც დიდ ცოდვად ექცევა ხოლმე და ბევრსაც უსწრაფებს სიცოცხლეს... გამიგია სიყვარულმა იცისო... ო, როგორ მებრალება იგი... მის ტრფობა ხომ პირუთვნელად უდიდესი ტრაგიციზმის განსახიერებაა. სწორედ ამაშია მისი მომხიბლაობაც და უბედურებაც. "ოდითგანვე ეტფრის კლდემამოსილ დედამიწის გულის სიღრმეს, რომლის ფესვად გადმოღერილ კლდე-კონცხებში ჰპოვებს სიტკბეს" ამ გრძნობების მოზღვავებას თურმე ეს ზღვაც ვეღარ უძლებს. მას აშმაგებს საკუთარი სიყვარულით, რომ თავისავე ტრფობას უთხრის ძირს, მისი გამოვლენილი სითბო/ალერსი შეიძლება საამოდ ელამუნება გამედიდურებულს, თმცა უსულმდგმულო არსების კიდეს, თუმცა ეს ყველაფერი მას ფიტავს და ანგრევს. ვფიქრობ ხშირად სწორედ ამის გამო ანთხევს ბრაზს ჩვენი უმხედრო რაინდი. "ვერცა ტოვებს, ვერცა მიდის ერთგულია სიკვდილამდის" თუმცა სიკვდილს ვინ აღირსებს, ღვთისგან ბოძებული ეს საოცნებო ძღვენი ბნედად ექცა, უკვდავს მოკვდავი შეუყვარდა, მარადიულს წუთიერს ეტრფის... ღმერთო, ჩემო! ამაზე დიდი რომანტიზმი თვით წიგნებშიაც კი არ აღწერილა! იცის, ყველაფერი ესმის, მაგრამ მან საბოლოოდ დაიდგა მონობის უღელი, რომელსაც სიყვარული თავის მოხვდურთ ადგამს, თუმცა მის ახსნას თვით უსასრულობაშიც კი არ აპირებს. "უგულო ქანს სიყვარულის არა ესმის, ვერა ხედავს!" სწორედ ამ ცალმხრიობის ფონზე იძენს ეს ტრფობა ციურ აღმაფრენას... ვფიქრობ, გავცქეი და ვხვდები, რომ ჩვენმა შემოქმედმა სწორედ ზღვის სახით გვახილვინა სიყვარულის ჭეშმარიტი ბუენბა და არსი... ასე შემაყვარ თავი... დაუგდეთ ყური, თქვენც მოისმინეთ, იქნებ თავადაც გადაწყვიტოს გულის გადაშლა, ეს ერთადერთი რაამაა, რითაც შეგვიძლია თანავუგრძნოთ: |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.