მეტროს სადგურიდან უნივერსიტეტის შენობამდე,ანუ პასუხგაუცემელი წერილები.
ვდგავარ,საათი აჩვენებს წუთებს და ორს, ხმაური მესმის,ვეღარ ვარჩევ ახლოს თუ შორს, ვიაზრებ მანძილს,ვხვდები არ მრჩება დრო, სახლში მისვლისთვის,მოვწესრიგდე,დამეტყოს,რომ არ ვარ უბრალო.გადავწყვიტე დავბრუნდე უკან, ხალხში ვეხები სუსტ,საშუალო ან მსუქან-მსუქან, ადამიანებს,ვისაც არ აქვს ზრდილობა,შნო, და მერე უცებ ამდენ ხალხში,რატომღაც გცნობ. ასე დაიწყო ამ დღეების ფერებში ხედვა, რომელთა დათვლა ოთხი წლისამ უკვე იცოდი, როცა გკითხავდნენ ,,რამდენის ხარ?“,ხომ უნდა გეთქვა, ასე,რომ მაშინ ამაზე ხომ ვერ იფიქრებდი, რა იყო ოთხი. ოთხი ეს იყო რაოდენობა იმ შეხვედრების, ორ დღეში რომ მოხდა, და შემთხვევბის, შენი სრულყოფა თვალში ასე ზუსტად რომ მომხვდა. ასე გრძელდებოდა სახლიდან გაჩერებამდე,გაჩერებიდან უნივერსიტეტამდე,უნივერსიტეტიდან მეტროს სადგურამდე,მეტროს ბაქანიდან ვაგონამდე და ვაგონში შენ შემოსვლამდე.მერე აღარაფერი მახსოვს.დილით რომ გავიღვიძე,უკვე ჩემი მეგობრების სიის თავში იყავი.შეტყობინებები გადავათვალიერე და გემოვნება დაემთხვა.ამის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ასეთი მარშრუტი შეადგინა განვლილმა დღემ: სახლიდან შენს უნივერსიტეტამდე,უნივერსიტეტიდან მის კიბეებამდე (მაშინ,როცა სახლში გეგონე), და კიბეებიდან მეტრომდე,შენთან ერთად.ამას ის გაჩერებაც მიემატა,სადაც ,,ბელიაშვილის“ ქუჩისკენ მიმავალ ავტობუსში ჯდები და შემდეგ პირიქით,უკან ვბრუნდები.ცოტა ხნის შემდეგ ეს მანძილი მინიმუმ 225 კილომეტრით უნდა გაზრდილიყო,მაგრამ შენ უეცრად იქ აღმოჩნდი,სადაც ყველაზე ნაკლებად წარმომედგინა.უშენოდ დავბრუნდი მშობლიურ სახლში,უშენოდ დადგა 2015 წელი,უშენოდ გათენდა 7 იანვარი და ასე გაგრძელდებოდა უსასრულოდ,რომ არა მსოფლიოში ყველაზე მაგარი გამოგონება - მეტრო. 11 იანვარი,მე,ბაქანი,ვაგონი,ღია კარი,კიბეები,შავი შარვალი, ,,Louis Vuitton”-ის პიჯაკი და შენ.ახლა ვაგონშიც აღარ იგრძნობოდა სიცარიელე,მიუხედავად იმისა,რომ ყველა ადგილი დაკავებული იყო.ასე გაგრძელდა 15წუთი.შემდეგ კიბეები,დამშვიდობება, გაჩერება, ავტობუსი და სახლი. უკვე 72-ე საათია ვცდილობ ჩემს გამოგზავნუილ შეტყობინებებზე პასუხი მივიღო,თუმცა ამაოდ.მარშრუტიც შეიცვალა: სახლი,შენი უნივერსიტეტი,გაჩერება, ავტობუსი,მეტრო (ყველა სადგური,იმ იმედით რომ ისევ შეგხვდები),სახლი. ახლა 23 საათი და 51 წუთია,2015 წლის 14 იანვარი.ალბათ ძილის დროა. ხვალიდან კი ისევ შეიცვლება მიმართულება,მაგრამ საფოსტო ყუთი ისევ პასუხგაუცემელი წერილებით იქნება სავსე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.