შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სათაური


30-07-2015, 05:02
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 1 828

საკუთარ თავს პირობას ვაძლევ, რომ აღარ ამოვხევ აღარცერთ ფურცელს.

. . .
მოდიხარ ჩემთან და მეკითხები, რას კითხულობო ?
საღმრთო ისტორიას–მეთქი, – ვამბობ და თავს ისევ წიგნში ვრგავ. სადღაც მიდიხარ. ლამაზი ხარ. გკიდივარ, .
. . .

ხასიათი: ცუდი.
ამინდი: კარგი.
ზღვა: მღელვარე.
სიგარეტი: თექვსმეტი ღერი.

მეგობრებს არაყი მოაქვთ. გკიდივარ, . ზღვასთან ახლოს ვართ. მე შენ და სხვები, ბულვარში ვზივართ. ჩემი მეგობრები , შენ შენი არა. ვერ მამჩნევ, ვერ გამჩნევ, მაგრამ ლამაზი ხარ. მე უამრავ მეგობრებში მარტო ვარ, შენ არა, თუმცა რა ვიცი, იქნებ კი. მუსიკა ყველა მხრიდან ისმის და თავს ვიტყუებ ვითომდა კარგ ხასიათზე ვარ. ვიღიმი. არყის ბოთლი იხსნება.
ერთი ჭიქა... არაფერი.
ორი ჭიქა... არაფერი.
სამი ჭიქა... თითქოს ყველა მიყვარდება. შენ ჩემი ძმაკაცი და ვიღაც გოგო, ზღვისკენ მიდიხართ არყის ბოთლით ხელში. კიდევ გკიდივარ და კიდე . სიცარიელე ხარ, არ მადარდებ. ის ქერა სადღაც მიდის და ჩემი ძმაკაცის ამარედ რჩები. შუაში არყის ბოთლი გიდევთ და საუბრობთ. აღარ ჩერდებით. მბეზრდება გიტარის ჩხაკუნი და ჯიუტად მოვიწევ თქვენსკენ. გაწყვეტინებთ საუბარს.
არაყი დამისხი–მეთქი, ვეუბნები ძმაკაცს. ცოტას მისხავს გამჭირვალე ჭიქაში. იცის, რომ ცოტა უნდა დამისხას. ვსვამ. მეუბნები, კაი მაიკა გაცვიაო.
ვიცი–მეთქი. – ვიღიმი. ჩემს სვირინგს ამჩნევ და ვიცი, რომ მოგწონს. მეც. გშორდებით და უდარდელად აგრძელებთ საუბარს. გკიდივარ, . ვბრუნდები მეგობრებთან. ცუდ თემაზე საუბრობენ. არაყი მოქმედებს. მზე წითლდება და ღრუბლები ფერის ცვლას შენელებულად განაგრძობენ. ღამდება, მაგრამ ქალაქი არ კვდება, პირიქით, ცოცხლდება. მთვრალი ვარ, რადგან ბევჯერ გაგაწყვეტინეთ საუბარი და ბევრჯერ დამისხით პლასტმასის ჭიქაში ცოტა არაყი. ზღვას სცილდებით და გვიბრუნდებით. ჩემი ძმაკაცი ქერა გოგოსთან ერთად ქრება. რაღაცას გეუბნები, რაღაცას მეუბნები. ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ხელს მკიდებ და ხმაურს მაცილებ. მეუბნები რაღაცას, გეუბნები რაღაცას. კიდევ გეუბნები რაღაცას და კვლავ მეუბნები რაღაცას. რაღაც მაგარზე ვსაუბრობთ. გეუბნები, ჩემი მდგომარეობა ტერენტი გრანელის სიტყვებმა ამიხსნა–მეთქი. მეკითხები:
– რომელ სიტყვებში, „არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა „ – მიკვირს. აღფრთოვანებული ვრჩები. აღარ . მგონი არც შენ გკიდივარ. ჩვენ მთვრალები ვართ. ზღვის პირას მივდივართ. ვჯდებით ქვებზე და ვსაუბრობთ. აღფრთოვანებული ვარ შენით. შენ მარტობაას განიცდი, ისევე, როგორც მე. მიყვები შენს ცხოვრებაზე და ტირილი გინდება, მაგრამ არ ტირი. ბევრ რაღაცას გეუბნები და ბევრ რაღაცას მეუბნები. შენი ინიციატივით ისევ მეგობრებს ვუბრუნდებით და უმნიშვნელო მოვლენებით გრძელდება ღამე.

. . .

შენ სხვის კარავში ახელ თვალს. ჩემი ძმაკაცის კარავში. მე მარტო ვარ ორი კაცის ადგილას. ყურადღებას არ გაქცევ, არ მაქცევ. არ , შენ მგონი კი. გარე–უბანში მივდივართ ყველანი და ვჯდებით სკამზე. ყველა სადღაც მიდისს და ჩვენ ორნი ვრჩებით. შენ სკამის პირველ ნაწილზე ზიხარ, მე მეორეზე. საღმრთო ისტორიის კითხვას განვაგრძობ და უგულოდ ვკითხულობ გარითმული სიტყვების რახარუხს, რომელიც ხსნის საქართველოს გაქრისტიანებას. შენც რაღაცას კითხულობ, მგონი ტორესა მოსის „ შენ ხარ ქრისტე“ ისე ვიქცევი, თითქოს არ მაინტერებ. კითხვას მაწყვეტინებ. რაღაცას მეკითხები ახალი აღთქმის შესახებ, რომელზედაც პასუხი არ მაქვს. ასე ვიწყებთ საუბარს და თემიდან თემაზე შეუმჩნევლად ვხტუნაობთ. რაღაცას ამბობ, რაღაცას ვამბობ, მაგრამ რამდენიც არ უნდა თქვა, მაინც მიჭირს შენი გამოკვლევა. ჩვენს მარტოობაში და მყუდროებაში ვიღაც გოგო იჭრება და მაკდონალდში გვპატიჟებს. შენ მართლა, მე ზრდილობის გამო. შენ მიდიხარ, მე ვრჩები. წუხელ რომ მითხარი, ბედნიერი ხარ, ცოლი გყავსო, – დამავიწყდა, რომ მეთქვა, არ ვარ ბედნიერი–მეთქი. – მოკლედ შენ წახვედი და უგულოდ განვაგრძე კითხვა.

. . .

ამ შუა დღის დამთრგუნველობასთან, შენი უყურადღებობაც კი მთრგუნავს. ვიღაც მოგწონს ჩემი მეგობრებიდან. ვაკვირდები ვის უყურებ, როდესაც საუბრობ. ყველას ჩემს გარდა. ვღიზიანდები. ცის სიბნელე დედამიწის იმ ნაწილს, იმ ზღვის პირეთს ვერ აბნელებს სადაც ფეხი მიდგას ქლექტრონული სამყაროს გამო. არა ცუდი ხასიათი ჩემში, არა კარგი ხასიათი ჩემში, არამედ რაღაც შუალედული მდგომარეობა. ვსვამთ. მგონი შენ არა. კარგად ვერ გამჩნევ. გარშემო ყველაფერი ბუნდოვანი ხდება. არაყი ისე მოქმედებს, როგორც არასდროს. ბევრს ვსვამ და ბევრს სვამ. ყურადღებას იჩენ ჩემს მიმართ და ეს ფაქტი შუალედული მდგომარეობიდან მათრევს. კარგ ხასიათზე ვარ. ცუდად ხდები. დგები და კვლავ ზღვისკენ მიმიძღვი. ვჯდებით შედარებით ბნელ ადგილას და კომფორტულად ვთავსდებით ქვებზე. გულს ირევ. მაგარია. ვინტერესდები იმით, კვლავ ცუდად ხარ თუ არა მიუხედავად იმისა, რომ გეტყობა, შენი მდგომარეობა საშინელია. მაგარია. ვწვებით და ცას ვუყურებთ. ლამაზი ხარ. რაღაცას მეუბნები, რაღაცას გეუბნები. ის ვარსკვლავი დადისო, მეუბნები ყველაზე კაშკაშა ციურ სხეულზე, რომელიც ადგილიდან არ იძვრის.
ჩემთან ორად იყოფა–მეთქი. – ვაანალიზებ, რომ ძალიან მთვრალები ვართ. ძალიან. ირმის ნახტომზე მიწყებ საუბარს, მე კი გიყურებ. ძალიან ლამაზი ხარ. ვდგები და გავდივარ. გპირდები, რომ მალე დავბრუნდები. შენი ცუდი მდგომარეობა მავიწყდება და სწორად ამიტომ გტოვებ მარტოს. ჯერ არ გავსულვარ დაბრუნება ისე მინდა. შენი ჩუმი ხმა აღწევს ჩემამდე და ჩამესმის სიტყვები: „ არ დამივიწყო „ ფრაზა ჩემს ქვეცნობიერში ლურჯ ლაქად რჩება. გასვლიდან ორ წუთში, ჩვეულებრივზე მეტად მენატრები. ჩემი საყვარელი სახელი ანაბელი არის, შენ კი ანაბელი ხარ. მე თვითონ ლექსი მიყვარს „ ანაბელ ლი „ ანაბელ ლიზე რომ არის, ისევე, როგორც შენ. ეს მომწონს. უკანა გზაზე ვარ. შენსკენ მოვდივარ. ვბრუნდები. ვხედავ შენს გვერდზე ჩვენ საერთო მეგობარს. ვჯდები თქვენთან. მას ლუდს ვთხოვ. კასრს მაწვდის და ერთ ყლუპს ვსვამ. უხერხულობის გამო, ვდგები და მივდივარ. თქვენ ზღვის პირას რჩებით და იმაზე მეტ დროს ატარებთ ერთად, ვიდრე ჩვენ.

. . .

დილით არავის კარავში ახელ თვალს. სახლში ხარ. ჩვენი საერთო მეგობრის სახლში. ვიკრიბებით ყველა და შენც იღვიძებ. გახსენებ იმ მომენტს, გამვლელებს ღიმილს რომ ვთხოვდით, და ვაღიმებდით კიდეც. გუშინ სამი ბიჭი გავიცანით. შენ შუაში მდგარ ბიჭს ბევრს ელაპარაკებოდი და თვალს ვერ აშორებდი. ვიეჭვიანე. კარგ ხასიათს პროფესიონალი მსახიობივით ვინარჩუნებდი.
გვერდზე გიჯდები და ლექსებს ვუსმენთ. ჩვენი მეგობრები, საქმით არიან გართულნი. შენს ფეხებს, ჩემი ფეხების ქვეშ ათავსებ. მე ეს მომწონს. პოეზია ორივეს გვიყვარს, შენ უფრო. ვფიქრობ, რომ ყველა ცდილობს სიმყუდროვე დაგვირღვიოს. სახლში ვიღაც გოგო, ჩემი ძმაკაცი და ჩვენ ვრჩებით. დანარჩენები ქრებიან, თუ სად, ნაკლებად მაინტერესებს. ჩემი ძაკაცი და ვიღაც გოგო მეორე სართულზე არიან. მათი საუბრის ხმა არა კომფორტულობას განმაცდევინებს. დაწოლას მთავაზობ შენს გვერდით. ვწვები. მხარს თავზე მადებ. კლასიკას ვუსმენთ. კარგად ვარ. მდუმარების სიღრმიდ ვსაუბრობთ და პლიუს, ამით ვტკბებით. ვტკბებით რა, უეჭველია, რომ მე ვტკბები. გეძინება და იძინებ კიდეც. ხელი ჩემზე გიდევს. „მეხუტებისავით“ ვერ ვისვენებ. მაგიდაზე დადებულ წიგნს, ფეხით ჩემსკენ ვწევ. არ მინდა შეგაწუხო. არ მინდა გაგაღვიძო, მაგრამ მინდა გაიღვიძო. შენს მარცხენა ფეხს, ჩემს მარხენა ფეხზე დებ. მინდა ყველამ დაგვინახოს. აი, ყველა ერთდროულად იკრიბება ჩვენს წინ. ჩვენ ყველა გვხედავს. შენ წამიერად გაფხიზლებს ხმაური და მცილდები. თითქოს არ გინდა ჩემთან ერთად გიხილონ. ჩემს სხეულზე გადმოდებულ ფეხს, ხელს და თავს სწრაფად მაშორებ და სწორდები. იღვიძებ. ყურადღებას არ მაქცევ. დრო სწრაფად გადის და მზე ილტვის ჰორიზონტის ქვეშ, სადღაც ამერიკის კონტინენტზე. თუ არ ვცდები მადაგასკარსაც სცილდება მზე და ჩვენ თუ დაგვშორდა დიდი ამბავი. ჩვენ და სხვები კვლავ ბულვარში დავეხეტებით. შენ დიდ ტუჩება ადგილობრივი ბიჭი გხიბლავს. მაღალი და მშვენიერი გარეგნობის. ხუმრობ შენ, ვითომდა ისაა შენი ქმარი და ხუმრობს ის, ვითომდა შენ ხარ მისი ცოლი. ვღიზიანდები, მაგრამ არაყი ნაწილობრივ მკურნავს. უაზროდ გადის დრო. რაღაცას მეუბნები, რაღაცას გეუბნები. აღარაფერი მახსოვს.
მზე კარავს ახურებს და ეს საშინელი სიმხურვალე მაღვიძებს. შენ ჩემს გვერდზე გძინავს. ამ სიცხეში გახვეულხარ თბილ საძილე ტომარაში. გაცინების თავი არ მქონდა, თორემ გავიცინებდი. არ დაგცინებდი, გავიცინებდი. კარვიდან გავდივარ და ხის ქვეშ ვწვები ჩრდილის გამო. ჩრდილში ტემპერატურა სადღაც ოცდახუთ გრადუსამდე აღწევს. მაგარია. ძილს ვაგრძელებ. რამოდენიმე საათის შემდეგ, თვალს ვახელ. გარეთ ჩემი ძმაკაცის გვერდით წევხარ. არა ჩემს გვერდით, არამედ ჩემი ძმაკაცის. შეგეძლო ჩემს გვერდით დაწოლილიყავი. ბევრი რამ მწინს, მაგრამ არ ვამბობ, ან რატომ უნდა ვთქვა ? დღეებს ვურევ თხრობისას, ისევე, როგორც ფაქტებს, ვინაიდან მინდა, რომ რაიმე ღირებული შეითხზას ყველაზე იდიოტისთვის მაინც. ადგილობრივი ბიჭის მოწონების შემდეგ, შენ მაგის ძმასთან ერთად წახვედი სადღაც და მე გელოდი.
არ ავიწყდება უსასრულო სივრცის მიღმა მყოფ უმაღლეს ჭკუა გონებას, რომ ბნელით უნდა მოიცვას ნათელი ცა, და ასეც ხდება.
ჩემი ძმაკაცი მეუბნება შენზე მომწონსო.
მეც–მეთქი.
შენ ცოლი გყავსო.
შენ სხვა გიყვარს –მეთქი. – ორივე ვხვდებით, რომ ნაბიჭვები ვართ და წამიერი დუმილი გვაყოვნებს. ურცხვად განაგრძნობს:
მე შეიძლება ხვალ შემიყვარდესო. – ამბობს შენზე. ურცხვად განვაგრძობ:
მე შეიძლება თხუთმეტისა და თექვსმეტი წამის შუალედში–მეთქი. – თუმცა უკვე მიყვარხარ. რა დროს, რა წამს შემიყვარდი არ ვიცი.
მახსენდება ის ფაქტი, სურათებს ყველასთან რომ იღებდი. ყველასთან, ჩემთან არა. ერთხელ უხერხულობაც ვიგრძენი, როდესაც კამერა ისე მოათავსე შენს თავზე, რომ მე არ გამოვჩენილიყავი. ცუდი სურათი გამოვიდა, სინამდვილეში კარგი.
მოკლედ მე და ჩემი ძაკაცი ერთმანეთს უგულოდ ვუხსნით, რომ ძმები ვართ. შენს თავს მითმობს, მაგრამ არა გულით. მითმობს რა... ხომ ხვდები?! განცალკევებული ნაკლებად ნათელ ადგილას ზიხარ. მოვდივარ და შენს გვერდზე ვკალათდები. არა კომფორტულად, მაგრამ კომფორტულად. რაღაცას გეუბნები, რაღაცას მეუბნები.
მომწონხარ–მეთქი. – უფრო უხერხულად განვაგრძე, არ გინდა ერთად ვიყოთ–მეთქი? – მგონი იბნევი, მაგრამ ეს ფრაზა მოულოდნელი არ იყო შენთვის. გიხსნი იმას, რასაც ვგრძნობ შენს მიმართ, მაგრამ არ ვამბობ იმას, რომ მიყვარხარ. მე კარავს და სხვა სალაშქრო აღჭურვილობას მპარავენ, მაგრამ , მე ხომ შენ გესაუბრები და შენ მე. საუბარს ვწყვეტ უპატიებელი მიზეზის გამო.

. . .

მომეწონა, რომ გავიგე მხატვარი ხარ იმიტომ, რომ მე ვარ მწერალი. დიდი ხანია გამაგიჟებელ, სრულყოფილ წყვილად ვთვლი ვინმე არარსებულ მწერალსა და მხატვარს. მე მწერალი, შენ მხატვარი.
კარავში ვართ და ვსაუბრობთ. რაღაცას მეუბნები, რაღაცას გეუბნები. მინდება, რომ გაკოცო, მაგრამ არა, არ მინდა ჩვენი ურთიერთობები ხორციელ სიამოვნებაზე აეწყოს. კოცნას არ ვთვლი ხორციელ სიამოვნებას, მაგრამ მე არ ვიცი შენ რას რად თვლი. არ მინდა დრო გადიოდეს და თენება ილტვიდეს ჩვენს თავზე, რათა გაანათოს ხმელეთი. უაზრო თემებზე არ ვსაუბრობთ. წუთიერი დუმილის შემდგომ, ჩუმად და სასიამოვნოდ მთხოვ, რომ ჩაგეხუტო. გეხუტები, თუმცა ისე არა, როგორც მე მინდა.
დღეს ვიღაც პანკის სტილში ჩაცმული ბიჭი მოგეწონა თმებიც პანკივით რომ ჰქონდა. ზურგის შუა ნაწილში ის სვირინგი ეხატა, რაც მე მარჯვენა ხელის შუა ნაწილში მახატია. ყველაზე მეტად მასზე ვიეჭვიანე.
კოსმოსური კანონები მეწინააღმდეგება და თენდება. შენს ყურებაში ღამე გავათენე. ყველანი ვდგებით. წუხელ ისე მესაუბრე, მეგონა სამარადისოდ არ მომცილდებოდი, მაგრამ შევმცდარვარ ჩემო მწყობრიდან გამოსულო მაგნიტო. რომელიღაც დღეს მე ჭურჭელს ვრეცხავდი, შენ კი ჩემს გვერდზე იდექი და კარტოფილს ფრცქვნიდი. ვსაუბრობდით. არ მინდოდა ჩვენი სიახლოვე დასრულებულიყო. არ ვიცი შეამჩნიე თუ არა, მაგრამ ერთი ცხიმიანი ტაფა ხუთჯერ გავრეცხე და მეექვსეჯერაც დავაპირე, მაგრამ შენ წახვედი. ისიც მეწყინა, რომ გაპრიალებული ტაფა არავინ შემიქო.
ბულვარში დავსეირნობთ. შუა დღის მიწურულია. ჩემს ორ ძმაკაცს დაყვები, მე კი ყურადღებას საერთოდ არ მაქცევ. განცალკევებული ვარ. ხან თქვენს უკან დავდივარ, ხან წინ. ვბრაზდები. იმედები მიცრუვდება. ჩემს ძმაკაცს ხელს ვკიდებ, თქვენ კი გზას განაგრძობთ. ვეუბნები მას, რომ აზრი არ აქვს არაფერს. მოკლედ, შენს თავს ვუთმობ, ვუთმობ რა... ხომ ხვდები. ისევ განცალკევებული ვარ და ზღვის ყურებით ვტკბები, დატკბობა თუა ეს.
ვთვრები და თავს ვიტყუებ ვითომდა მკკიდიხარ. ცუდად ვხდები. მუცელი მტკივდება და ამას ვამბობ. სკამზე ვჯდები. მუცელზე ხელს ვიჭერ. ამ ცუდ მომენტში მახსენდება, რომ შენ გამაცანი სიყვარულით დამწვარი მაიმასკო. წამოდი, ზღვის პირას გავიდეთო. – მეუბნები შენ.
არა–მეთქი, შენ კი თითქოს დაჟინებით მთხოვ. დაჟინები ? არა, უბრალოდ მე მინდა, რომ ეს ასე იყოს. ცა იღრუბლება, ასეთ მომენტებში განსაკუთრებული ვხდები მე, მესთვის. გავდივართ ზღვის პირას და კვლავ ქვეზე ვჯდებით არა კომფორტულად, მაგრამ კომფორტულად. რაღაცას მეუბნები, რაღაცას გეუბნები.
მე ჩემს ძმაკაცს, შენი თავი დავუთმე–მეთქი. – განვაგრძობ მკაცრად, და ოდნავ ხმა მაღლა, ყურადღებას საერთოდ არ მაქცევ და მხოლოდ ღამე წყვეტს ჩვენს საუბარს–მეთქი. – განვაგრძობ, ჰო, მთვრალი ხარ, ესაა უდიდესიმიზეზი –მეთქი.– რომ მითხარი, არ ვარ მთვრალიო, მესიამოვნა. შენ ცვალებად ხასიათს ავლენ და ტონს ოდნავ უწევ:
– შენთვითონ არ მაქცევ ყურადღებას. – ღრუბელი ცას ავსებს. შორი ახლოდან ელვის ნათება სიმყუდროვეს მირღვევს. წვიმის პირველი წვეთი, ალაქავებს თოვლივით თეთრ ქვას.
შენს სურნელს ისე შევიგრძნობდი, რომ ვერ ხვდებოდი.
წვიმა წამოვიდა. ყველა დაიშალა, ყველა. არითმიები წარსულს ბარდება და გულის ცემა ჩვეულ რითმს უბრუნდება. მადლობა. მადლობა ჩემი გამოჯანმრთელებისათვის. შენამდე შიზოფრენიის მეორე ფაზას ვავლენდი, ახლა არა. მადლობა. მე მწერალს, წერა მასწავლე. მადლობა. ყველა გვეძახის შორიდან, რომ რამეს შევეფაროთ წვიმისას. გვკიდია. სიამოვნებაა შენი ყურება. შენი სევდიანი თვალები. შენი გალაქტიკა.
გახსოვს, ერთ ღამეს კარავში ჩვენ სამნი ვიყავით. მე, შენ და კოღო, რომელიც სისხლს გვიშრობდა ამის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. მე ის კოღოც შემიყვარდა, ვინაიდან ჩვენი, და ჩემი მოგონების ნაწილი გახდა, მაგრამ მაინც ვცდილობდი მის მოკვლას.
ჩვენი საუბრიდან ორი–სამი საათის შემდეგ, მარტო გადიხარ და ჩემსავით განცალკევებული ხდები. შენთან ჩემი მეგობარი მოდის. რაღაცას გეუბნება, რაღაცას ეუბნები. ისე ბრუნდება ის, როგორც მოვიდა. ამბობს, რომ მარტო ყოფნა გინდა. მე ჯიუტად მოვდივარ შენსკენ. გვერდზე გიჯდები. მე არ მეუბნები, რომ მარტო ყოფნა გინდა. მომწონს. რაღაცას ამბობ შენს მდგომარეობაზე, რაღაცას ჩემსაზე. გვინდა, რომ კარავში მხოლოდ მე და შენ დავიძინოთ. შენ ხვალ მიდიხარ. კარავი მომპარეს, ჰოდა სხვას უნდა ვთხოვო. ყველა უარით მისტუმრებს, მაგრამ არ ვნებდები. დაჟინებით მოვითხოვ. ვჯიუტდები. კიდევ მოვითხოვ. კიდევ მოვითხოვ. კიდევ... მიზანს საკუთარი სიჯიუტის წყალობით ვაღწევ, და დღეს ჩვენ ერთად ვიძინებთ, ან იძინებ, მე კი კვალ ვათენებ.
ბევრს ვსაუბრობთ. კარგ თემებს ვეხებით. თითქოს ძალიან მოგვწონს ერთმანეთი. მე ბევრს გიყურებ, შენ ცოტას. გეძინება. აღწერა მიჭირს მე იმ გრძნობების, რასაც განვიცდი შენს მიმართ და ასე უსიტყვოდ დარჩენა მიმჯობს.


. . .

შენ დღეს მიდიხარ. შენ დღეს უჩემოდ მიდიხარ. არ მინდა უშენოდ ყოფნა, ჰოდა მარტივი აზრი მომდის. შენთან ერთად წამოვალ. მეგობრები გვთხოვენ, რომ დავრჩეთ, შენ მართლა, მე ზრდილობის გამო. სადგურში მივდივართ. შენ “winston”ს ეწევი, მე “camal“ ს. გარეთ ვჯდებით და ვეწევით. ბევრს ვეწევით. ერთ–ერთ მატარებელს ცხვირზე წარწერა აქვს: „ეს–006“ – მაგარია, ვამბობ მე. რატომღაც „ეს“ შენ ხარ, „006“ კი .

. . .

მატარებელში პირველ რიგში ის მწყინს, რომ ვიღაც ბიჭი გვიჯდება გვერდზე და მე, არა კომფორტულობას განმაცდევინებს თავისი ამერიკული ქუდით, და ლურჯი ფეხსაცმელით. ისე ვთავსდები, რომ მხოლოდ შენ გხედავდე. თმებზე ხელს გისმევ. ვიღიმი. გიყურებ, გიყურებ და კვლავ გიყურებ. ფეხებს ფეხებზე მალაგებ და შენი ყოველი შეხება არა ამ ქვეყნიურ სიამოვნებას მომანიჭებდა, მსუბუქ უხერხულობას რომ არ შევეწუხებინე. გეძინება შენ, და მე კვლავ გიყურებ მუსიკის თანმხლებით და უფრო და უფრო მიყვარდები. ზღვარს სცდება ეს გრძობა, არა, ზღვარი არც ჰქონია. მატარებელი მიდის და მე ვწუხვარ, რომ სახლისაკენ გვაქვს გეზი. მალევე იღვიძებ. მაგარია. მუსიკის მოსმენას ვამთავრებ. სიგარეტი მოსაწევად რომ გავდივარ ორი ვაგონის შუა ნაწილში, ძალიან მენატრები. მაქსიმალურად ვცდილობ შენთან სიახლოვეს. შენი მიმიკები მიყვარდება. თვალებს ქვემოთ ხაზები რომ გიჩნდება ღიმილის დროს, ვგიჟდები. ამბავი რომ მომიყევი, ადრე, მეტროში ვიღაც ბიჭმა გამაჩერა და მითხრა, რომ სევდიანი თვალები გაქვსო, იმ ბიჭზეც ვიეჭვიანე. მატარებელი სწრაფად მოდის ქალაქისკენ. არ მინდა. მინდა გაფუჭდეს, ან ვინმე თვით მკლელი შეგვეჩეხოს ლიანდაგზე წამოწოლილი. კარგ საქმეს მაინც გააკეთებდა და ისე არ მოკვდებოდა. შეგვაყოვნებდა და მეტ დროს გავატარებდით ერთად.

. . .

ჩავდივართ მატარებლიდან და ცხადია, რომ მოგვენატრა ჩვენი ქალაქი. ჩვენი ბინძური ქალაქი. მე მხოლოდ ჩემს ბინძურ ქალაქში მძალიმძს წერა. შენ ალბათ ხატვა. მატარებლის ბილეთებს ჩანთაში მიტენი. მომწონს. ფეხით მივდივართ შენს სახლამდე. გეხუტები, მეხუტები. მალე გცილდები, რომ უხერხულობა არ იგრძნო შენს ქუჩაზე. მეუბნები:
– ოდესმემდე, ბექა. – გეუბნები:
– ოდესმემდე, ანაბელ. – შენამდე შიზოფრენიის მეორე ფაზას ვავლდენდი. ყველაზე მწვავე ფაზას. ახლა არა. მადლობა. წერტილი
( შენი ნასწავლი წერტილი )



№1 სტუმარი okay

სიტყვები არ მყოფნის!
ეს... ეს, რაღაც სხვანაირი იყო.
რაღაც ძალიან მაგარი.
ისეთი გრძნობით იყო დაწერილი, ისეთი საოცრება იყო!
მართლა არ ვიცი რა გითხრა... ზუსტად ვიცი, ადრეც უთქვამთ ბევრი რამ შენს ნიჭზე. ჰოდა, მე გეტყვი რომ ნიჭიერი და სხვანაირი ხარ.
ეს ძალიან მომეწონა.
ძალიან არა, ძალიან, ძალიან.
ხარვეზები იყო. ცოტა გაურკვევლობაც მაგრამ.. მაინტერესებდა ხომ არ ექნებოდა, ბანალური დასასრული. გამიხარდა... არ ყოფილა ბანალური.
კიდევ გიმეორებ ძალიან მაგარი იყო. შენის ტილი გაქ და ასე გააგრძელე.
შენს ნიკს დავიმახსოვრებ. თუ შემხვდება, აუცილებლად წავიკითხავ.
ყოჩაღ !

 


№2  offline წევრი ფორთოხალი

ოდესმემდე :)
კარგი ვინმე ხარ. მე შენი საკონკურსო ჩანახატიც მახსოვს. ისიც მომეწონა.
კიდევ წერე ხოლმე
ბევრი წერე
სუუულ წერე როცა მოგინდება და რაზეც მოგინდება, წერე.

 


№3  offline წევრი beqaloxishvili

okay
სიტყვები არ მყოფნის!
ეს... ეს, რაღაც სხვანაირი იყო.
რაღაც ძალიან მაგარი.
ისეთი გრძნობით იყო დაწერილი, ისეთი საოცრება იყო!
მართლა არ ვიცი რა გითხრა... ზუსტად ვიცი, ადრეც უთქვამთ ბევრი რამ შენს ნიჭზე. ჰოდა, მე გეტყვი რომ ნიჭიერი და სხვანაირი ხარ.
ეს ძალიან მომეწონა.
ძალიან არა, ძალიან, ძალიან.
ხარვეზები იყო. ცოტა გაურკვევლობაც მაგრამ.. მაინტერესებდა ხომ არ ექნებოდა, ბანალური დასასრული. გამიხარდა... არ ყოფილა ბანალური.
კიდევ გიმეორებ ძალიან მაგარი იყო. შენის ტილი გაქ და ასე გააგრძელე.
შენს ნიკს დავიმახსოვრებ. თუ შემხვდება, აუცილებლად წავიკითხავ.
ყოჩაღ !

გამახარე. მადლობა. მეგობარო.

ფორთოხალი
ოდესმემდე :)
კარგი ვინმე ხარ. მე შენი საკონკურსო ჩანახატიც მახსოვს. ისიც მომეწონა.
კიდევ წერე ხოლმე
ბევრი წერე
სუუულ წერე როცა მოგინდება და რაზეც მოგინდება, წერე.

ფორთოხალო შენც კაი ვინმე ხარ და მადლობა :D
--------------------
არა სიცოცხლე...
არა სიკვდილი...
არამედ რაღაც სხვა.

 


№4  offline წევრი Ugly

ბრავოო :-) სიტვები არ მყოფნის იმის გადმოსაცემად თუ როგორ მომეწონა, არა კი არა მომეწონაა გავგიჟდი ამ ჩანახატზე. არ ვიცი, აი რაღაც საოცრება იყო. ძალიან, ძალიან მაგარიი იყო

 


№5  offline წევრი beqaloxishvili

Ugly
ბრავოო :-) სიტვები არ მყოფნის იმის გადმოსაცემად თუ როგორ მომეწონა, არა კი არა მომეწონაა გავგიჟდი ამ ჩანახატზე. არ ვიცი, აი რაღაც საოცრება იყო. ძალიან, ძალიან მაგარიი იყო

მადლობა, მეგობარო
--------------------
არა სიცოცხლე...
არა სიკვდილი...
არამედ რაღაც სხვა.

 


№6 სტუმარი არავინ

მეამაყები.წერტილი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent