შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსათაურო


4-08-2015, 07:10
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 1 879

მხოლოდ იმიტომ ავდექი ჩემი საწოლიდან და გავხსენი ვორდის ფაილი, რომ დილის შვიდსააძეც ვერ ვიძინებ. სასიამოვნო ცა, დილა, სიგარეტის კვამლით გატენილი ოთახი, მუსიკა, რომელიც განაპირობებს ჩემს ხასიათს, დეპრესია, რომელიც ჩნდება მუსიკის გაგონებისას, ნერვოზი, შიზოფრენია, გულის ბიძგების ჩვეული რითმის დაკარგვა, ყოფილი ცოლის მონახულების სურვილ და გოგონას სიყვარული, რომლის ქცევების მეშინია. სრულყოფილი ბიჭი ვარ, მეტს ვერც ვიოცნებებდი, მაგრამ არის რაღაც, რაც მაუბედურებს. აგიხსნით ერთია, მაგრამ გაიგებთ თუ არა, მეორე. ელექტრონული მუსიკის ფონზე პროზის ჩამოყალიბება მიჭირს, ამიტომ იფიქრეთ, რომ გესაუბრებით მე თქვენ, და არა გიწერთ. უყურეთ ცას და დაფიქრდით უსასრულობაზე. უსასრულობის ფონზე, რა პატარები და უსუსურები ვართ არა ? მითხარით, რატომ მეშინია მთვარისა და მზის, რატომ მეშინია ოკეანეების მღელვარების და ქანების დაცურების, რომელიც ჩვენს მიწის ქვეშაა. ტერენტი გრანელივით მეც რაღაც სხვა მსურს, რაღაც სხვა... უსახელო. ჩვენ ორს გვესმის ჩემი მდგომარეობა, მე და მეს. მე ძალიან კარგი ბიჭია, უკონფლიქტო და მეგობრული, მაგრამ აი მე, არა პროგნოზირებადია ფეთქებადი ხასიათით. მოკლედ, მე და მე, ერთმანეთს კარგად ვეწყობით, მაგრამ მინდა, რომ მე გამოჩნდეს და აღარ იყოს ჩემს შიგნით, გონებაში, ქვე ცნობიერში. რა ვართ ჩვენ ? ადამიანები, მაგრამ მე ისეთი სახელი მჭირდება, რომლის ფუძე მდებლად ადამიანი არ ითვლება. კარგი, ღმერთი ვარ მე, მაგრამ მე არაფრისთვის დამირქმევია სახელი და არც ეს სამყარო შემიქმნია, თუ შევქმენი ? ამნეზია ? ამპარტავნობა ? ვეღარაფერს ვიგებ... კოსმოსური კანონის შვილები ვართ ? ჯანდაბაში გაამგზავრეთ თეორიული მტკიცება, მე პრაკტიკა მჭირდება. ფეისბუქი, იუთუბი, ვაიბერი, ინტერნეტი, კომპიუტერი, ტელევიზორი, აიფონი, სონი... მორჩა, სხვა რაღაც მინდა, მაგრამ არაფერი ვარ ამ ყველაფრის გარეშე. დღეს, ამ დილას, ცა მართლაც მშვენერია, მაგრამ მეშინია თავზე არ დამენგრეს. ა, მგონი მძინავს არა ? სიზმარი ? ილუზია ? კოსმოსში უმნიშვნელო ენერგიის გაელვება, რომელიც ცნობიერებას ქმნის ? უცხო პლანეტელების ექსპერიმენტი ? იქნებ თქვენ იცით რა მჭირს მე ? ჩემშია პრობლემა, მე ეს ვიცი. მოიცა, გამუდმებით სახლში ყოფნამ, არა სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობამ ხომ არ გამაგიჟა ? საუბარი მჭირდება, ბევრი საუბარი. ჰო, მეს მოვბეზრდი. ათასში ერთხელ თუ ვსაუბრობთ. კიდევ კარგი მუსიკაში ერთი გემოვნება გვაქვს, თორემ რა გამაძლებინებდა. ჰო, მართლა, მე მწერალია, ესეც მომწონს. მე ერთ რომანზე ვმუშაობ, რომელსაც ვეღარ განვაგრძობ, მე კიდე ჩანახატებს აკეთებს. დღეს ქალაქს ვცილდები. ვფიქრობ, დავიძინო და ისე მოვშორდე აქაურობას, თუ გათენებულზე, მკვდარ ცოცხალი. საუბარი მომწონს, ოღონდ იმ თემაზე, რაც მე მსურს. სხვისი მოსმენა არ შემიძლია, მაგრამ ვსახიობობ, ვითომდა ვუსმენ სხვას, ისინი კი აღარ ჩერდებიან, ლაპარაკობენ და ლაპარაკობენ თავის მოგვარებად პრობლემებზე, იქნებ მეც მაცალონ რამის თქმა. მე ერთი გოგო მომწონს, მეს უკვე შეუყვარდა, სულ ვეუბნები, მოიცა, არ გინდა, ჩვენ გვჭირდება ახლა სიყვარულისგან გამოწვეული პრობლემები–მეთქი ? – ვეუბნები, მონატრება არ გინდა, ცუდი გრძნობაა–მეთქი. ნუთუ მინდა, მორიგი გოგო ჩემს ცხოვრებაში, რომელიც დარწმუნებული ვარ, ცუდის მეტს არაფერს მომიტანს. ანუ, მინდა მორიგი გოგო, რომელიც ვერავის დაინახავს ჩემს გარდა, მაგრამ კარგით რა, ადამიანობაა და ადამიანური ბუნება, და დამიჯერეთ, ადამიანი ყოველთვის ისწრაფვის ღალატისკენ, და ღალატი მხოლოდ ფიზიკურ სიახლოვეში არ მდგომარეობს. მეს ეძინება, მე არა. ახლა მე ვწერ, მეს წერის თავი არ აქვს. იქნებ გამოვიდეს ოდესთაც ის ჩემგან და დამენახოს. მომცილდეს. ვორდის ფაილს ვხურავ და ისევ საწოლისკენ მივდივარ, მიუხედავად იმისა, ვიცი არ დამეძინება.



№1  offline წევრი KGB

Shen da shen me da me megone:)))

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

რა უტიფარია შენი მე, რამდენ შეცდომას უშვებს, მაგრამ მაინც როგორ დამაჰიპნოზა :დ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent