შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აგვისტოს მოგონებები


9-08-2015, 12:09
ავტორი ხარხელი
ნანახია 1 957

7 წლის წინ ამ დღეს მე საკუთარი სახლიდან გავიქეცი და საკუტარ სამშობლოში დევნილად ვიქეცი. არა მხოლოდ მე,ჩემთან ერთად ასობით და ათასობით ჩემი თანაქალაქელი და თანამემამულე ამ დღეში აღმოჩდნენ.ჩვენი ქალაქი დაიბომბა,მე საკუთარი თვალით ვნახე პირველი ბომბის ჩამოვარდნა, ვიგრძენი როგორ შეირყა ჩემს ფეხქვეშ მიწა,აყვირდა ხალხი,ყველანი გავრბოდით,მაგრამ სად ღმერთმა იცოდა მხოლოდ. რუსული აგრესიის მსხვერპლნი ჩვენნაირი უბრალო მოქალაქეები აღმოჩდნენ.მახსოვს მამაჩემს ხელიდან გაუვარდა პარკი ,რომელშიც ჩემტვის ნაყიდი ფენოვანი ხაჭაპური იდო,რომელიც მის შვილიშვილს მოუნდა,რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ ჩემს სხეულშჰი იზრდებოდა.მახსოვს დათოს ყვირილი,დამეხმარეთ,კომბინატში გადამიყვანეთ ვინმემ,ბავშვები უნდა ვიპოვოო.მაგრამ ამ დროს ყველა მხოლოდ საკუთარ ტავზე ფიქრობდა ყველა სამალავს და გასაქცევს ეძებდა.დედაქალაქმა უამრავი ჩემნაირი მიიღო,მაგრამ თბილისელტა უმრავლესობა თანაგღძნობის ნაცვლად უკმაყოფილებას გამოხატავდა იმის გამო,რომ ჩემნაირმა ჩამოთრეულებმა ქალაქი გადაავსეს და რა ვალდებულები იყვნენ,ჩვენტვის თავშესაფარი მოეცათ და დახმარება გაეწიათ.ერთერთ ასეთ სნობ ქალბატონს ჩემგან საჩუქრად მიეძღვნა ახალი ვარცხნილობა ადგილ-ადგილ ამოგლეჯილი თმებით,ახლა მეცინება ამას რომ ვიხსენებ მაგრამ მაშინ გაგიჟებული ვიყავი,მე გორში მშობლები და ქმარი დავტოვე,რომელთა შესახებ 6 დღე არაფერი ვიცოდი, კარენოი თბილისის წარმომადგენელი კი თავზე დამჩხაოდა,რომ ჯობდა შენს პროვინციაში დატეულიყავი ,აქ რას მოეთრეოდიო.ამ დროს 6თვის ორსული ვიყავი.....როცა დევნილების დარეგისტრირება დაიწყო,მეც მივედი,მაგრამ უკან წამოსასვლელი გზა ვერარ გამოვიგნე.ამ დროს მხოლოდ 17 წლის ვიყავი...22 აგვისტოს ქალაქში დაბრუნება შევძელი,ქალაქში რომელიც ჩემს ქალაქს აღარ გავდა.ყველაფერი მკვდარი იყო,არსად ჩანდა ხალხი,არ ისმოდა ხმაური,ისეთი სიჩუმე იდგა,როგორც სასაფლაოზე..ქალაქშჰი სიარულისას ყოველთვის დამქონდა პირადობა,რათა რუს სამხედროებს რაიმე შარი არ მოედოთ......საღამოს 8ზე კომენდანტის საათი იწყებოდა,გარეთ გასვლა არ შეიძლებოდა,თუ ხასიათზე არ იქნებობდნენ,შეიძლებოდა გაუფრთხილებლადაც ესროლათ ....ამდენი წლის შემდეგაც,მე ისევ მახსოვს ეს ყველაფერი,მე მუდამ მემახსოვრება აგვისტო,რომელმაც შემცვალა და ბევრი რამ სხვა თვალით დამანახვა.მე მახსოვს ჩვენი გმირები,მე მახსოვს აგვისტოს ომი



№1  offline წევრი zoi

Mec maxsovs agvistos omi....omi romelic darcha tkivilad amdeni wlis merec ki darcha dakarguli teritoriebis siyvaruli da imedi rom davbrundebit

 


№2  offline მოდერი sopiko

ეს არ იყო მხოლოდ გორის ტკივილი, ეს იყო მთელი საქართველოს ტკივილი და სამწუხაროა რომ ზოგი ამას ვერ ხვდება. მშვენიერი ჩანახატი იყო...

 


№3  offline წევრი ხარხელი

ეს მართლაც მთელი საქართველოს ტკივილია,უფალმა ნათელი დაუმკვიდროს დაღუპულებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent