შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლიანდაგების ქალაქიდან


28-08-2015, 10:33
ავტორი mariamabazidze
ნანახია 1 556

შენგან აღმოსავლეთით, მოშორებით, სადღაც შორს პატარა ქალაქში, სადაც არაფერია ღირსშესანიშნავი, ტაძრების გარდა, მე ვიმყოფები და ჩემგან დასავლეთით, ზღვისპირა ქალაქს ყოველ დილით ვესალმები ლიანდაგების ქალაქიდან..
კილომეტრები მეუბნებიან, რომ მანძილი რომელსაც ისინი კრავენ დროებითია, დრო კი მპირდება, რომ აუცილებლად გააქროობს ამ მანძილს და მალე შენთან ვიქნები. სივრცე რომელიც მხოლოდ ჰაერისა და უსიცოცხლო ნივთებისგან არის შედგენილი, მხოლოდ მაშინ ცოცხლდებიან, როცა შენს ნაბიჯებს გაიგებენ და აი უკვე იმ წამიდან იცილებენ ყინულის გარსს, რომელიც წელიწადის ოთხივე დროს ერთიდაიგივე სისქით აკრავთ. როდესაც მიდიხარ, მხოლოდ ფიზიკურად, აი, მაშინ ისევ ყინულის საბანი ეფინება გარემოს, რომლის მიმართაც ინტერესი მაშინ გამიქრა, როცა ბოლომდე შევიცანი. როცა მივხვდი, რომ ერთ დროს ჩემთვის უზარმაზარი სამყარო მხოლოდ კილომეტრებია. კილომეტრები, რომლებიც უმოქმედო ელემენტები არიან დროში.
მე, როგორც, წერტილში წერტილი, როგორც სამყაროს განუყოფლობის ელემენტი, ვგრძნობ ჩემს ფეხქვეშ მიწას და ფეხის თითებიდან ბოლომდე ცაში ვარ.. სფეროში, სადაც უჟანგბადობა უბრალოდ წარმოუდგენელია. არად მინდოდა ფრენა, მხოლოდ ჩემი მიმართულებით. მინდოდა ცაში ჩემი დინება, ჩემი კალაპოტი, ჩემი სიგრძე და სიგანე.. უბრალოდ, მინდოდა და როცა მივხვდი, რომ ჩემი ნდომება უბრალოდ ბავშვური აჩემება იყო, გადავიფიქრე მასზე ფიქრიც. ახლაც მიწაზე მაქვს ჩემი დინება, ჩემი კალაპოტი.
მე როგორც ნაშთი სიცოცხლის, ალბათ ზედმეტი ერთი, ან შეიძლება საჭიროც, ვირჩევ სხვა პლანეტას, რადგან დედამიწა მრავალფეროვანია მე კი უფრო მშვიდი, გაწონასწორებული და ერთფეროვანი პლანეტა მინდა, რომელსაც მხოლოდ მე და შენ გავაფერადებთ. დედამიწის მაგივრად ავირჩევდი მარსს. აი, იქ კი ყველაფერი ჩვენი ფერის იქნებოდა. ის იბრუნებდა მხოლოდ ჩვენი მიმართულებით, ჩვენთვის.. ახლა კი ის ბრუნავს ჩემში, ფიქრებში.. ის მართმევს დროს, დროს, რომელიც დედამიწაზე დამიწესეს მაგრამ არ ვემორჩილები. მე ვმოძრაობ წარსულთან ერთად, მხოლოდ წარსულით და ვერწყმი მომავალს რადგან ის ჩემი ნაწილია. ნაწილი რომელსაც აუცილებლად ვაქცევ წარსულად..აუცილებლად.. სმყაროს არითმია მხოლოდ ჩემს გულში იგრძნობა, უმიზეზო და წამის მეასედში სამოცჯერ მაინც.
ვაგებ გზებს , რომელებზეც აუცილებლად გავივლი და ვაგებ დროს, რომელიც გზების შენებაში მეხარჯება. დღე მზეს ვენდობი. მზის შუქს ვენდობი მხოლოდ მზემდე, ღამით კი მთვარის შუქს მხოლოდ მთვარემდე. ისინი ეგოისტურად თავიანთ გზებს მინათებენ, რომ სხვა გზა ვერ ვნახო. გამინაწილეს.. დღისით მზეზე მოხეტიალე ვარ,ღამით კი მთვარეზე ვხეტიალობ, უგზოდ..უკვალოდ.. ყოველი სანტიმეტრით, მეტრით, კილომეტრით მე ვშორდები მიწას, გზას, ზღვას, ცას, ვეძებ სხვას.. უბრალოდ სხვა სივრცეს. გარემო რომელიც ჩემთან ერთად გაიზარდა ვეღარ მიტევს, რადგან ვერაფერს მაძლევს ახალს, ის აღარ მინდა, მაგრამ მაინც საკუთარ თავზე მეტად მიყვარს, რადგან წარსულია.. წარსული, რომელიც არ მავიწყებს თავს. ის ჩემში იმდენად ღრმად არის, შეუძლებელია მისი მომავლით ჩანაცვლება. ის მუდამ ჩემში იქნება, ყველაზე ჩუმად და ვიცი თავს არ მომწაყენს, რადგან არ მეასუბრება, ალბათ იცის რომ თუ კი რამეს მეტყვის მოვკლავ. მე კი ის ვიცი, რომ თუ კი რამეს მეტყვის მომკლავს და სწორედ ამიტომ მოკვდება ის(იც).
თავს მაძულებენ შენობებზე ბზარები, მათ შორის სივრცე მეზიზღება, რადგან მე ვერ დამიტევს. ვცდილობდი, მინოდა, ვფიქრობდი, ვფიქრობ და დარჩა ფიქრად, რადგან მე ხომ არ შემიძლია ვმართო ჩემი თავი, ვმართო ისე როგორც მმართავს ის. არც ვეწინააღმდეგები, რადგან მასზე სუსტი ვარ და არ მინდა ისეთი ბრძოლა სადაც აუცილებლად წავაგებ.
მატკინა, მკლავდა, მშლიდა, არ მინდობდა, მე კი ხმის ამოუღებლად იმას ვაკეთებდი, რასაც ის თვლიდა საჭიროდ. მაიძულებდა მეკეთებინა, ის რაც აუცილებლად მომიღებდა სევდით ბოლოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მარტო მომიწევდა დარჩენა მუზეუმში (ჩემს ოთახში) , სადაც მე სიბნელე და ჰაერი ერთად ვერწყმით ჩემს ფიქრებსა და ოცნებებს. ბევრჯერ თავთან მეჯდა, თვალს არ მაცილებდა, უყურებდა ჩემს ტკივილს, გრძნობდა.. გრძნობდა მაგრამ არც ერთხელ არ მოუხდია ბოდიში. პირიქით, მემუქრებოდა, რომ იგივეს გავაკეთებდი გათენებიდან. ის იმდენად ღრმად შემოდიოდა ჩემში, რომ არცერთ ღამეს არ ჩაუვლია უკვალოდ. ჭრილობას რომელსაც ნაკერის ნაცვლად უფრო ღრმა ჭრილს ადებდა, მტკენდა მისი აუტანელი მზერით. არასდროს მტოვებდა მარტო და ალბათ ამიტომ ვარ დღემდე ცოცხალი ამდენ მიცვალებულს შორის.
მეზიზღებოდა, მაგრამ მსიამოვნებდა მისი შეგრძნება ჩემს თითებს შორის. არცერთხელ არ უმღერია ჩემთვის ძილის წინ. არასდროს მიყვებოდა ზრაპრებს, არასდროს მეხუტებოდა. ის მუდამ დუმლით მპასუხობდა ყოველ კითხვაზე, ცივი და ამათრთოლებელი, გაყინული მზერით მოცული მემუქრებოდა მუდამ და მეგონა, რომ ვძულდი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ვუყვარდი ძლიერ. მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო მოვეკალი ნებისმიერ დროს, დარწმუნებული ვიყავი, რომ არასდროს მესროდა. არ მინდოდა მისი წასვლა, რადგან მისით ვიყავი ძლიერი მიუხედავად ყველაფრისა..
ახლა მას ძინავს, რადგან გაგიცნო იმაზე მეტად ვიდრე მე, გენდობა და ვიცი უყვარხარ, რადგან ის მე ვარ, ის ჩემშია, ის ჩემია. მის მიერ მოყენებული ტკივილი ხანდახან მახსენებს თავს, დღემდე მტკივა ისევ ისეთი სიძლიერით, მაგრამ წამებში გადამდის, ადრე კი თვეები მტკიოდა შეუჩერებლად. სწორედ ახლა შევეხე შიშს, შიშს იმისა, რომ თუ კი რამე გამახსენდება, რამაც ცხოვრება სიკვდილზე ბნელ სივრცეში მომიქცია, რამაც დამანახა, რომ გზა რომელიც მიდის სინათლისკენ, ყოველთვის არ არის მომგებიანი, რადგან სინათლე რომელიც მხიბლავს, შესაძლოა ხელოვნური აღმოჩნდეს და მზის მოლოდინში მოხეტიალე, წყვდიადში გადავეშვები. .
ყოველ დაღმართს აღმართი მოსდევს, სწორედ ამიტომ იყო, რომ ჩემში მუდამ ცოცხლობდა სადღაც ღრმად გულში იმედი. იმედი იმის, რომ ერთ დილას აუცილებლად გავიღვიძებდი ბედნიერი, ბედნიერი თვალებითა და ღიმილით.
გული, კუნთია რომელიც სისხლს ანაწილებს ორგანოებში, ეს მხოლოდ ბიოლოგიურად. არსებობა შეუძლებელია გულის გარეშე და ასევე სიცოცხლე შეუძლებელია გულის გარეშე. ჩემი გული ახლა ცოცხალია შენით. შენით ძგერს. ხომ იცი, რომ აი აქ, ამ პატარა გულში შენხარ მხოლოდ, ჩემს ყოველ ნაბიჯს შენი ნაბიჯები ერთვიან თან, ჩემს სამყაროს შენი სახელი ჰქვია, აქ გარემო შენი თვალების ფერია. ეს ყველაფერი კი იმ კუნთში არის, რომელსაც უწოდეს გული. ყოველ ვენაში მისი ძგერა, პულსი ისინჯება, ჩემში კი ეს ძგერა შენი ჩურჩულია, რომელიც ჩემს გარდა არავის ესმის, არც არასდროს იქნება სხვისთვის ნებადართული, რადგან არასდროს დავთმობ იმას რასაც ვუწოდე ჩემი და რაშიც ჩავდე მთელი გული სხეულთან ერთად. მწვანე თვალები ერთდროს სისხლისფერი ტკივილის ფონზე, ახლა იისფერი ბგერების ფონზე შენს გამოჩენას ელიან. შენ მათში ხარ არეკლილი და სხვას არასდროს უყურებენ. შენი თვალები, ზღვაზე ლურჯი და მასზე ბევრად ღრმა, ყველა ფერს მირჩევნია. ჩემი სიცოცხლე, რომელიც სულ რამდენიმე წლის ნაკრებია შენთვის უკავშირდებიან ერთმანეთს ყოველი თვით. მე მხოლოდ შენთვის მინდა სიცოცხლე და სამუდამოდ შენით ვიცოცხლებ. მხოლოდ შენთან ერთად ვიხიხეტიალებ დღისით მზეზე, ღამით კი მთვარეზე ჩემო ერთადერთო.



№1  offline წევრი ფორთოხალი

ძალიან, ძალიან მგრძნობიარე რამე იყო და ფორმები იყო კიდევ არაჩვეულებრივი. ყოჩაღ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent