შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და მაინც,როგორ ავუხსნა იქაც ვსუნთქავთქო?


29-08-2015, 00:19
ავტორი Marria
ნანახია 2 350

არ ვიცი,უბრალოდ ძალა არ შემწევს სიტყვებით გადმოვცე რას ვგრძნობ,რას განვიცდი... თითებზე რომ მკოცნის,ნაზად რომ მეხება,მაჟრჟოლებს,გამალებით ფეთქავს გული...
სახეზე რომ სუნთქვას შემატოვებს ხოლმე,მაშინ მეცლება ფეხქვეშ მიწა... ჯანდაბასაც წაუღია თქვენი სიამაყე,ცხოვრებად მიღირს მისი ყოველი შეხება,არ მყოფნის,ნარკოტიკივით დადის ძარღვებში.მგონი მიყვარს,არვიცი,უბრალოდ ვგრძნობ,ვგრძნობ,რომ ყველაფრის აზრია,ცხოვრების,მომავლის,მის გამო ღირს ერთი ამოსუნთქვა.
და თქვენ ფიქრობთ რომ სასწაულები არხდება?! მისი ღიმილი უნდა ნახოთ და თქვენც იწამებთ სასწაულების არსებობას.
არ მაკოცოთქო,ვთხოვე,მაგრამ...მაგრამ! მისი შეხება...
კოცნა? წამიერი...აბსტრაქცია,უსასრულობა...გასცდენიხართ ოდესმე დედამიწას?მთვარე გინახავთ? გალაქტიკის ყველა პლანეტა ნანახი მაქვს,ერთი კოცნით,წამებში ვნახე მთელი სამყარო..საოცრებაა..ის პლანეტებიც ზედმიწევნით ვიცი,რომლის არსებობაც თქვენთვის ნულს ჰგავს.ყოველი დღის დასასრული მეხამუშება,მის ხმას რომ ვერ გავიგებ,რომ გინდა სულ უსმინო და უსმინო,დაუღალავად.აი ხედავთ რა ლამაზია დედამიწა,აქედან სულ სხვანაირი ჩანს,უფრო თბილი და ამაღელვებელი.გალქტიკაში ვარ,აბსტრაქციაში დავფრინავ,სამუდამოდ,უსასრულოდ...
ის რომ მეხება გალაქტიკაში სუნთქვაც არ მიჭირს! სიგიჟეა თქვენ ვერ ხედავდეთ რასაც ჩემი თვალები ხედავს.მერკურიც ლამაზია,მარსიც,პლუტონიც,სასწაულია მზესაც ვეხები და არ მწვავს,დავფრინავ,ნამდვილად დავფრინავ,ფრთების გარეშე დავფრინავ.ვხედავ ყველა საათის ისარი როგორ იყინება,აქედან ვხედავ ყველაფერს,ხალხი ქრება,უბრალოდ ის გეხება და შენ..შენ ამ ყველაფერს გრძნობ,და მაინც,როგორ გადმოვცე რას განვიცდი? მეცოტავება,ყველა სიტყვა,ასო..თქვენ არ იცით როგორი არაფრის მთქმელად მეჩვენება ყველა სიტყვა,იმასთან შედარებით რასაც ვგრძნობ.
მისი თვალები,არაფრით,არანაირად,არავის თვალებს არ გავს.უგზო-უკვლოდ ვიკარგები.სიგარეტი რომ იწვება,იფერფლება..და მაინც როგორ უყვარს სიგარეტი,მე ხომ ვიცი მის გარეშე არ შეუძლია,და მაინც ჯიუტად ვსაყვედურობ,არც ერთ ღერს არ ვპატიობ,სიგარეტივით მწვავს მისი ყოველი შეხება.
ის ფიქრობს რომ ვერაფერს განვიცდი,საერთოდ.როგორ ავუხსნა ის რასაც გვრძნობ?როგორ ვუთხრა შენს კოცნს,შენს შეხებას დედამიწის იქეთ გავყავართქო..და მაინც,როგორ ავუხსნა იქაც,პლანეტებს შორისაც ვსუნთქავთქო?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent