შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დიალოგი შენთან (ადრე და 50 წლის შემდეგ)


29-08-2015, 13:24
ნანახია 2 274

-მიყვარხარ...
-რა?
-მიყვარხარ თქო.
-ხუმრობ ალბათ.
-ღმერთო,როგორ შემიძლია ახლა ვხუმრობდე.
-არა,ვერ გეყვარები.
-რატომ?
-მე ხომ შეყვარებული მყავს.
-მერე რა,მაინც მიყვარხარ.
-ნუ სულელობ.
-სიყვარული სისულელე ნამდვილად არ არის.
-სიყვარული კი არა, შენ ხარ სულელი.
-არა,რატომ?
-იმიტომ,რომ გიყვარვარ.ჯერ ძალიან პატარა ხარ.
-შენ შენი თავი დიდი გგონია?
-ბიჭისთვის ნაკოცნიც კი არ გაქვს.
-აქამდე არ მყვარებია და მაგიტომ.
-ახლა,რომ გიყვარს ეს რას ცვლის?
-ბევრ რამეს.
-არა ეს არაფერს ცვლის.მე შყვარებული მყავს,შენ კი არავინ.
-ასე ნუ ამბობ.მე შენ მყავხარ.
-არა,შენ მარტო ხარ.მე დღეს მივდივარ და აღარასოდეს დავბრუნდები.
-სად მიდიხარ?
-იქ სადაც შენ ვერასოდეს იქნები.
-გულს მტკენ.
-არ მადარდებს.
-ასეთი გულქვა რატომ ხარ?
-არა გულქვა არ ვარ,სიმართლეს ვამბობ. სიმართლე კი ყოველთვის მწარეა.
-არ მომწონს ეს სიმართლე.უბრალოდ მინდა ცოტა თბილად მომექცე.
-რატომ?ჩემთვის ვინ ხარ?
-არავინ.მაგრამ არც არაფერი დამიშავებია ისეთი,რომ ცუდად მომექცე.
-გიმეორებ ცუდად არ გექცევი,უბრალოდ სიმართლეს ვამბობ.მიეჩვიე იმას,რომ ცხოვრება ისეთი არ არის შენ როგორიც გინდა.ცხოვრება დაუნდობელია.
-ისევ მტკენ.
მომისმინე...მივდივარ,დამივიწყებ.მალე აღარც კი გემახსოვრები და შენც ჩვეულებრივად იცხოვრებ.
-პირველი სიყვარულის დავიწყება ასეთი ადვილი გგონია?
-არა ადვილი არ არის,მაგრამ არც შეუძლებელია.
-შეუძლებელია შენი თვალების დავიწყება.
-ჩემს თვალებს სხვისი თვალები შეცვლიან.
-რა ადვილად ლაპარაკობ.
-უნდა წავიდე.
-დამივიწყებ?
-აუცილებლად.
-მე კი მგონია,რომ ამას ვერ შეძლებ .
-ვითომ რატომ?
-იმიტომ,რომ შენს მეხსიერებაში ჩემი ჩაწითლებული თვალები სამუდამოდ ჩაიბეჭდება.
-ასეთი დარწმუნებულიც ნუ იქნები.
-დამიჯერე ოდესმე ისევ შევხვდებით.
-ხომ გითხარი,მე არ დავბრუნდები.
-ვიცი.
-ძალიან გაუგებრად საუბრობ.შენი მოსმენით დავიღალე.
-არაუშავს,დაღლა მალე გაგივლის .
-ახლა მართლა უნდა წავიდე.
-ცოტახნით კიდევ დარჩი.
-აზრი არ აქვს.თანაც უკვე საღამოა.
-კარგი წადი.
-ნახვამდის...













სადღაც 50 წლის შემდეგ:

-შენ ისევ აქ ხარ.
-მე ისევ ვარ.
-რატომ დაბრუნდი?
-ცხოვრებამ მოიტანა.
-მაგრამ მახსოვს ამას არ აპირებდი.
-ჰო,მე ბევრ რამეს არ ვაპირებდი.
-რას გულისხმობ?
-არა,არაფერს.
-გახსოვს 50 წლის წინ რა იყო?
-ჰო,მახსოვს.მაშინ აქ ყველაფერი სხვანაირი იყო.
-მართალია.შენც სხვანაირი იყავი.
-ესეც დროის ბრალია.მან ბევრ რამეზე დამაფიქრა.
-მერე გვიანი არ იყო?
-საკმაოდ,მაგრამ „ჯობს გვიან,ვიდრე არასდროს“
-საკმაოდ დიდი ხანი გამოდგა.
მთელი 50 წელი.
-დიდად არ შეცვლილხარ.
-შენ კი შეიცვალე.
-ეს კარგია ვითომ?
-ალბათ კარგია,არ ვიცი.
-არ იცი.
-ახლა რა ხდება?
-ახლა არაფერი.იცი მე გავთხოვდი.
-ამაში დარწმუნებულიც კი ვიყავი.
-შენ ფიქრობდი ჩემზე?
-გიკვირს?მხოლოდ იმ საღამოს,მეტი მგონი არა.უფრო სწორედ არ მახსოვს.მეზსიერება მღალატობს.
-შენ ალბათ ბერდები.
-მეხუმრები?ჯერ 68-ის ვარ.ცხოვრებას მხოლოდ ახლა ვიწყებ.
-სასაცილოა.მინდა მეც მასე ვფიქრობდე.
-და ხელს რა გიშლია?
-ქმარი,შვილები და შვილიშვილები.მათი შემხედვარე ჩემი ასაკი არ მავიწყდება.
-ჰო ეს ალბათ ძნელია.
-ალბათ?
-ალბათ.
-და შენი ოჯახი?
-ოჯახი არ მაქვს.არც მოსიყვარულე მეუღლე,არც შვილები და შვილიშვილები.
-მაგრამ შენ ხომ ის გყავდა?
-მყავდა,მაგრამ ხომ გითხარი დრომ ბევრი რამე შეცვალა.
-ეს მაშინ იყო არა?50 წლის წინ.ზუსტად ამ ადგილას.
-დიახ,ზუსტად ამ ადგილას.
-დიალოგი გახსოვს?
-მახსოვს.
-მიუხედავად იმისა,რომ მითხარი დავივიწყებო.
-აქაურობა იმოქმედა,მეტი არაფერი.თორემ არ მახსოვდა.
-და ისევ გაქრება?
-ისევ გაქრება.
-უნდა წახვიდე?
-ალბათ.
-შენ ისევ მიდიხარ.
-მე ყოველთვის მივდივარ.
-და თან ყოველთვის ბრუნდები.
-ეს ჩემი ქვეყანაა,ჩემი სახლი.
-50 წლის წინ ასე სულაც არ ფიქრობდი.
-მაშინ მე საერთოდ არ ვფიქრობდი.
-შეიცვალა რამე?
-ბევრი,ძალიან ბევრი რამ.
-და ოჯახი?
-ხომ ვთქვი არ მყავსთქო.
-მაგრა მ არ გითქვამს რატომ.
-ისევ ისეთი მომაბეზრებელი ხარ.
-კანი დამინაოჭდა,გონება და ხასიათი კი არა.
-მაშ მე დამნაოჭებია.
-შესაძლოა.
-თითქოს არაფერი შეცვლილა.
-არ მიპასუხებ?
-გიპასუხებ: უბრალოდ არ აეწყო.უბრალოდ ის ,ის არ იყო.
-მანამდე თუ იყო?მერე რა შეიცვალა?
-ძალიან,ძალიან ბევრი რამ.
-სულ ერთი და იმავეს იმეორებ.
-სათქმელი არაფერია და იმიტომ.
-50 წელი გავიდა.ეს არაა ცოტა დრო.სათქმელიც ბევრი დაგროვდა.
-მე არ მსურს რამის თქმა.
-მხოლოდ ერთი კითხვაც და წადი.
-მკითხე.
-რა შეიცვალა ზუსტან 50 წლის წინ,ზუსტად ამ დროს,ამ ადგილას,ჩვენი დიალოგის შემდეგ?დღეს,როდესაც შენ მიდიოდი.
-არ გინდა კარგი?
-მაშინ რა შეიცვალა?
მერე ძირს დახრილი თავი ასწია და ჩუმად,მაგრამ ჩემთვის გასაგებად დაიჩურჩულა:
-შენი თვალები ვერ დავივიწყე.



№1  offline წევრი coco girl

შენი თვალები ვერ დავივიწყე <3

 


№2  offline წევრი Ignifex

როგორ მომეწონა! ყოჩაღ <3
"შენი თვალები ვერ დავივიწყე" <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent