შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერი ვარ...


2-03-2015, 19:37
ავტორი Anna)))
ნანახია 7 207

ბედნიერი ვარ ! არ მადარდებს მთელი სამყარო,
მხოლოდ შენ მყავხარ,ესეც მყოფნის,სხვა რა ვინატრო,
მსურს შენს თვალებში სიხარულის ცრემლი დავთვალო
და შენთან ერთად ამ ცხოვრების გზები გავკვალო...

ბედნიერი ვარ! და არ ვჯავრობ ქვეყნად არაფერს,
ქვეყნად არაფერს აღარ ვეტრფი შენს თვალების მეტს,
მიგისაკუთრე და უშენოდ ვიცი გავაფრენ,
ვიცი გავაფრენ და ამიტომ არ გიშვებ ხელს.

ბედნიერი ვარ! არ მადარდებს ხალხის აზრები ,
ამ სიყვარულით სიგიჟის ყველა საღვარს გაცდები,
სადაც დავდივარ სულ თან დამსდევენ შენი თვალები,
მე სამუდამოდ შენი ვარ და შენად დავრჩები...

ბედნიერი ვარ!არ მადარდებს სხვა მე შენს გარდა,
სხვა კი შენს გარდა არასოდეს მე არ მჭირდება,
ვიცი ამ გრძნობებს არასოდეს გაუვათ ვადა ,
მე შენით ვსუნთქავ და სხვაგვარად ვეღარ იქნება ...

ბედნიერი ვარ! არ მადარდებს მთელი სამყარო,
მთელი სამყარო წაშლილია როცა გვერდით ხარ
მსურს შენს თვალებში სიხარულის ცრემლი დავთვალო,
ბედნიერი ვარ რადგან ვიცი მარტო ჩემი ხარ.

ბედნიერი ვარ! არ მადარდებს სხვისი აზრები
ბედნიერი ვარ რადგან ვიცი როგორ გიყვარვარ,
ბედნიერი ვარ ! და ყოველთვის შენთან დავრჩები,
ბედნიერი ვარ! და უბრალოდ : მე შენ მიყვარხარ

ანნა ...



№1  offline წევრი CooLPlaYeR

ვაიმეეე რა კარგი ლექსიაა <3 ძალიან ნიჭიერი ხარ ანაა <3 <3 <3 ბედნიერი ვარ რადგან არ მადარდებს სხვისი აზრებიი!!!

 


№2  offline წევრი Anna)))

[quote=CooLPlaYeR] დიდი მადლობა <3
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№3  offline ადმინი შამანი

კარგი ლექსია ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№4 სტუმარი Mariami

Magariaa zaan

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent