შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადამიანის ხელის გულზე ვარსკვლავები არ ირეკლება.


29-08-2015, 22:43
ავტორი BvBArMy
ნანახია 3 057

ბათინკები არასდროს მცმია.
მთაში ვაპირებდით წასვლას
და
ფეხსაცმელებს ვეძებდით მთისთვის
და
მეგობარმა იშოვა სადღაც,
ძალიან ძველი,
მაღალყელიანი,
მძიმე,
მაგრად დაღრეცილი,
შავი ბათინკები,
მე
კიდევ მქონდა,
რაღაცნაირად
თბილი
და
რბილი,
სულ
სულ ახალი,
ბათინკის მსგავსი ფეხსაცმელები,
შევხედე
და
შემიყვარდა,
მოვიზომე,
მომერგო ფეხზე,
უბრალოდ
ძირი სიძველისგან შეჭმული ჰქონდა,
ერთი შეხედვით ეტყობოდა, გამაწვალებდა.
მეგობარს ვთხოვე,
რომ
ამითი მე წავიდოდი
და
თვითონ ჩემით წამოვიდოდა
და
როცა
მთიდან დავბრუნდით სახლში,
ფეხი იმდენად მატკინა,
რომ
სისხლი მდიოდა
და
როცა
უკვე გავიხადეთ,
მეგობარმა ღიმილით მითხრა,
ხომ
დაინახე,
არ ყოფილა უკეთესიო.
მე
გამეცინა,
განა იმისთვის ავირჩიე,
რომ
უკეთესად მევლო ხრამებში,
უბრალოდ
ისე
შემიყვარდა,
სხვანაირად აღარ შემეძლო.

ადამიანის ხელის გულზე ვარსკვლავები არ ირეკლება.


რა
უცნაურია სიყვარული,
მიყურებ რამდენს ვეწევი
და
მაინც,
მყიდულობ სიგარეტს,
თან
მეუბნები თავი დავანებო.
რა აზრი აქვს,
ჩემს კარგად ყოფნას,
თუ
შენ აღარ ინერვიულებ ჩემზე.

ადამიანის ხელის გულზე ვარსკვლავები არ ირეკლება.


აქეთ არაფერი იცვლება,
არა აქვს მნიშვნელობა რამდენი ხნით მიდიხარ,
ბრუნდები
და
იმის მაგივრად,
რომ
გინდოდეს
ვინმემ ხმამაღლა იყვიროს შენი სახელი,
ნატრობ
ვერავინ გიცნოს.

ადამიანის ხელის გულზე ვარსკვლავები არ ირეკლება.


ვფიქრობ შენს სიმშვიდეზე
და
თავად მერევა გონება.
შენ არ უნდა გქონდეს
ასე
უიმედოდ ჩამოყრილი ხელები,
როცა შენს თვალებში
ფიქრის ქარიშხლები ქრიან...
კარზე დააჭედე შენი ლექსები
სახელურის ნაცვლად..
და შენს ოთახში მხოლოდ ერთი ადამიანი შემოვა..
მხოლოდ ერთი.
ღმერთი.

გალაკტიონს თავი არ მოუკლავს.
ის ერთ-ერთი იმ თვითმკვლელთაგანია,
რომლებიც დედის მუცლიდან კი არა-
ასფალტიდან, ყულფიდან, რევოლვერიდან დაიბადნენ.

იშვიათად ლაპარაკობ
და
კიდევ უფრო იშვიათად იღიმი.
დუმხარ და ვიცი ,
ახლა ხეოფსის პირამიდიდან
უყურებ ყველა ჰორიზონტს,
სუნთქავ სიცხეს
გრძნობ ჰაერს..
ოთახში უიმედოდ ჩამოყრილ ხელებს
უდაბნოს ცას აწვდენ და ამბობ
შემოდი .

დიახ,
ამ დროს შენს ოთახში მხოლოდ ერთი ადამიანი შემოვა..
მხოლოდ ერთი..
და ის იქნება შენი ღმერთი...

მივხვდი შენი ხელების უიმედობას
და
მათ წრიულ ტრაექტორიებს..
მიაბიჯებ უდაბნოში და ნაკვალევს კი არა
ელიფსებს ტოვებ..
უკან არ იყურები..
რადგან იცი, რომ
იქ არაფერი დაგიტოვებია..
შენ ყველა ჰორიზონტს ხედავ და
მე ვიცი, რომ
შენ იცი -
გალაკტიონს თავი არ მოუკლავს...

ადამიანის ხელის გულზე ვარსკვლავები არ ირეკლება.


მე რაც მიყვარს,
სიცოცხლეზე მეტად მიყვარს
და
რაც მძულს,
ისიც სიცოცხლეზე მეტად.

ვფიქრობ
და
ახლაც არ ვიცი,
როგორ
შეიძლება,
გიყვარდეს
და
არ უყვარდე,
უყვარდე
და
არ გიყვარდეს.

არ ვიცი,
მე საერთოდ არაფერი ვიცი,
არც ის მინდა რომ ყველაფერი ვიცოდე,
მითუმეტეს სიყვარულზე.

მიყვარს შეშლილებთან საუბარი,
ამიტომ ველაპარაკები საკუთარ თავს საათობით.

მქონია ღამეები რომლებმაც გამათენეს.

მაზოხისტი არ ვარ,
არც გეგონო,
ღმერთმა დამიფაროს,
უბრალოდ
როცა
არაფერი მტკივა,
მინდა ხელისგულზე
ლურსმანი დავიჭედო მთელი ძალით
და
ტკივილისგან ცრემლები წამომივიდეს.

ჩემი სული ღრიალებს,
ჩემი სული ყვირის,
გამხადეთ სხეული!
შემომაფლითეთ ტანი!
მინდა ეს ყვირილი ვარსკვლავებს გავაგონო,
ღმერთამდე მივიტანო
ჩემი დასახიჩრებული სურვილები,
ჩემი გაუკუღმართებული მე.

ვგრძნობ როგორ მეყინება ვენებში სისხლი,
ალბათ
რომ
გადავიჭრა,
ერთი წვეთიც არ წამსკდება ჩემს გემოზე.

ზოგჯერ თვითმკვლელობასავით მჭირდები,
ალბათ ამიტომ არა ხარ ჩემთან.

ჩემს სულში რომ ჩაეხედა
დედაჩემიც თავს მოიკლავდა.

მე ვიცი რატომ მოიჭრა ვან გოგმა ყური.

ადამიანის ხელის გულზე ვარსკვლავები არ ირეკლება.


რატომ ხდება ასე
ყელს გამოგჭრიან
და
სისხლი თვალებიდან მოგდის.

რატომ
ამოდიან,
ბაბუაწვერები
მხოლოდ
ერთი სულის შებერვისთვის მიწიდან,
რატომ
ყეფენ უპატრონო ძაღლები
მხოლოდ
პატრონის გასაგონ ენაზე,
რომელიც არ ჰყავთ.

ფეხი თუ გადაგიბრუნდა
მთლიანად წაყვები,
ვერავინ დაგიჭერს,
თუ ვინმეს მოებღაუჭე თან წაიყოლებ,
მყარად მკვდრები დგანან,
სწონასწორობა დაკარგული მკვდრები.

ჩვენ ჯერ კიდევ რაღაც გვაკავშირებს,
თუნდაც ის
საერთო რომ აღარაფერი დაგვრჩა.

შენ გეზარება ფრთების გაშლა,
თორემ ვინ იცის,
იქნებ გაფრინდე კიდეც.

აქ მალე სიმყრალე სიზმრებსაც მიაღწევს.

ადამიანის ხელის გულზე ვარსკვლავები არ ირეკლება.



დღესაც ვიფიქრე გზაში,
ასეთი კეთილი დღის შემდეგ,
რომ
თვითმკვლელობა შვებაა მაინც,
თუნდაც
წამის მეათასედით.

ადამიანის ხელის გულზე ვარსკვლავები არ ირეკლება.


თუ ვინმე გიყვარს
და
მიგატოვებს,
მართლა თუ გიყვარს,
ყოველი მისი გახსენება
მიტოვებას გავს,
განა ხელახლა,
ან
თავიდან,
ან
სხვა ასეთი,
არამედ
უფრო ხელმეორედ
და
მეათასედ
და
ბოლოს ხვდები
თუ
როგორ
გავს ეს ყველაფერი,
ნათითურების
და
თითების ურთიერთკავშირს,
ანუ გინდება,
რომ
ვიღაცამ ხელი მოგაჭრას,
რადგან
შენ თვითონ
გაკეთება ამის არ ძალგიძს,
რადგან
არ იცი,
როგორ
ხდება გადაყვარება,
ან თუ საერთოდ
ხდება რამე ამისი მსგავსი.

ადამიანის ხელის გულზე ვარსკვლავები არ ირეკლება.


მე თქვენ არ მოგყვებით,
მე ჩემთვის მივდივარ,
მარტო ვარ.
სულ მარტო.
ჩემი გზაც ერთია.
რომ მინდა იმაზე მაგარი გიჟი ვარ
და ვიწვავ სიგარეტს ფილტვებზე დენთიან.

უშაქრო ნაბიჯებს ხასიათს ვუხამებ,
ჩემს ყველა ოცნებას მივიყვან ბოლომდე.
არა მაქვს ამ თქვენი ცხოვრების მუღამი
და მინდა ჩიტივით უბრალოდ ვცოცხლობდე.

მჭირდება არავინ, მიმიღოს ისეთი
როგორიც ახლა ვარ, ან სინამდვილეში,
თუ ადრე ფრენისთვის ზეცისკენ ვიწევდი,
დღეს უკვე დავფრინავ თითების ჩრდილებში.

და მე ვარ ფანქარი, რომელსაც საშლელი
არ მოჰყვა, თუმცა წვერს ყოველდღე უთლიან,
სიკვდილს ხელს ვურტყამ და არავინ გვაშველებს,
ვუყურებ, ვიცინი, როგორ გაუწრთვნიათ.

ეს ჩემი ქუჩაა და ჩემი სალამი
ტროტუარს, ბორდიურს, უმხრებო ლამპიონს,
მტვერია ამ ჩემი ტკივილის მალამო
და ღამე შეშლილი სიზმრების ყლაპია .

და თვითმფრინავებმა ცა ისევ გახაზეს,
მიწას კი ყოველდღე ფეხები ჩხაპნიან,
დღეს წვიმის წვეთივით დამეცი სახეზე
თვალებში ჩახმედე და უკან გაფრინდი.

ადამიანის ხელის გულზე ვარსკვლავები არ ირეკლება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent