შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარიამს


8-09-2015, 16:55
ავტორი მირზა
ნანახია 1 989

არ ვეწევი მეთქი გითხარი და ბოლომდეც მივყევი ჩემს ნათქვამ სიტყვებს, მაგრამ ბოლო წუთებში გადავიფიქრე და როგორც მიხვდი - ისევ და ისევ შენს გამო. აივანზე გასულს, სიჩუმის ნიავმა რომ დაუბერა და ვენებგაყინულს, გული წარსულზე ფიქრმა რომ დამიმძიმა, აი სწორედ მაშინ ამოვაცურე ჯიბიდან, საგულდაგულოდ დამალული შავი ,,მარლბორო’’ (შენ რომ ეწეოდი, ზუსტად ისეთი) და მამაჩემის შარვლის ჯიბიდან მოპარული ასანთით, ცეცხლის სათავე შევახე მის ბოლოს. როგორ მეუბნებოდი? - გულში რომ გაუშვებ, დაგამშვიდებსო - ჰოდა, სწორედ ასეც მოხდა. ზუსტად ისე მოხდა, როგორც შენ აღმიწერე.. საოცარი რამე იყო. ხის ფიცრულიდან ჩამომდინარე წვეთივით, ჩაიარა ნიკოტინით გაჟღენთილმა ჰაერმა ჩემს გაცრეცილ ტანში და გაზაფხულის პირველი მერცხალივით დავქროდი ჩემი უნიჭო წარმოსახვით შექმნილ ცაში, სადაც არავინ იცოდა ფრენა ჩემს გარდა. მე და მთვარე ვართ ერთად მხოლოდ, ის ყოველთვის ისმენს ჩემს სულის ტკივილს.. ჩუმად დაწერილ ლექსებსაც ვუკითხავ ხოლმე, შენ რომ გიძღვნი (შენ კი არცერთი არ წაგიკითხავს) და ისიც სულგანაბული მისმენს. პირველისკენ, ან ორისკენ ყოველთვის წამოყოფდა თავს ჩემს აივანთან და ელოდებოდა ჩემს გამოჩენას, ეს ბოლო დღეები კი მანაც დამტოვა. წარმოგიდგენია, მისთვისაც კი მოსაწყენი აღმოჩნდა ჩემი მოსმენა. მთვარეც წავიდა.. ყველა მიდის. შენ დამრჩი მხოლოდ, ვისაც ჩემი მოსმენა შეუძლია. თუმცა არ მისმენ. არასდროს არ მისმენ. ყოველთვის მაჩუმებ და არ მაძლევ უფლებას ვილაპარაკო, არ მაძლევ უფლებას შენში შემოსვლის, არ მაძლევ უფლებას შეგეხო, მოგეხვიო, შენ, შენ საერთოდ არაფრის უფლებას არ მაძლევ გესმის?.. ფრთებს მჩუქნი ყოველღამე შენი ტკბილი სიტყვებით..ცოტა ხანში კი საკუთარ სიცოცხლეს მაფიცებ და მეუბნები არ იფრინოო.. იქნებ ერთხელ მაინც მომისმინო..მე თუ არა, მთვარეს მაინც მოუსმინე.. აივანზე რომ გამოდიხარ ჩემსავით და მთვარეს უყურებ, გრძნობ ხოლმე მისიდან წამოსულ არაამქვეყნიურ ბგერებს?..დიახ, სწორად გამოიცანი. მთვარე ფოსტალიონად ვაქციე, ეგ არაამქვეყნიური ბგერები კი, სიჩუმის მიუხედავად ყურებს რომ გიხვრეტენ, ჩემი ტკივილნარევი გრძნობებია, რომლებსაც შენ არცერთი წამით არ უსმენ!.... სიმშვიდე მინდაო მითხარი.. სხვისი ტკივილის ფასად მოპოვებული სიმშვიდე თუ შეგერგება, წაიღე, შენი იყოს. იარე მასთან ერთად მანამ, სანამ ბოლომდე არ შეისრუტავ ჩემგან ყველაფერს.. ჰო მიდი, მიდი მიდი იარე მაგ ,,სიმშვიდით’’ და შენი ყალბი გულქვობით, იარე რამდენსაც შეძლებ. თუ საიმოვნებას განიჭებს ჩემი განადგურება, მაგ ტემპით გააგრძელე მოძრაობა, ოღონდ ამჯერად, გთხოვ შეეცადე, რომ აღარაფერი აღარ დატოვო ჩემგან. ბულდოზერივით გადაურაე ჩემს წვალებით ნაშენებ გრძნობების ქოხს, მეც გადამიარე, ისე გადამიარე, რომ ჩემგან ერთი საცოდავი, აწყვეტილი ღილიც კი აღარ დარჩეს! (............პაუზა, მეორე ღერის ჯერია. მოვასწრებ კიდევ ერთს, სანამ ფხიზლად ვარ................). იცი სულ ადვილია შენს თვალებში ჩაძირვა. კოსმოსივით უსასრულო თვალები გაქვს, შინდისფერი გაჰკრავს შენს ტუჩებს.. ტუჩები ჰო.. რამდენი ხანი არ მომიტაცნია ჩასუნთქვა შენი ტუჩებიდან.. ბოლოს როდის იყო?.. ჰო, იქ .. ჩვენს საიდუმლო ადგილას, ქვის ნატეხზე რომ ჩამოვჯდებოდით, თვალებს რომ დავხუჭავდით და ერთმანეთის გულისცემას, საკუთარზე უკეთესად რომ ვგრძნობდით. შენ კი მთხოვ ამ ყველაფერს ფეხი გადავაბიჯო, სანაგვეზე მოვისროლო და ახალი ცხოვრება დავიწყო? .. ნუ მაცინებ. არ მესმის, როგორ უნდა შევძლო ეს. თუ იცი, გელოდები, აქ ვარ.. მასწავლე როგორ, მზად ვარ მოგისმინო.. თუმცა ეს რამდენჯერაც გკითხე, იმდენჯერ სიტყვას ბანზე მიგდებ, ვითომც არ მოგეყუროს. გელოდები.. მასწავლე როგორ გავთავისუფლდე ამ ყველაფრიდან, როგორ დავიბრუნო ძილი, როგორ დავიბრუნო ხალისი, ის ძველი დრო, შენს გამოჩენამდე რომ იყო..გელოდები და გისმენ. იცი თავს როდის დაგანებებ?.. დიდები რომ ვიქნებით უფრო და რომ გამომიცხადებ, ვთხოვდებიო. აი მაშინ დაგანებებ სწორედ თავს, იქამდე კი.. მერწმუნე.. არანაირი შანსი არ არსებობს, შენზე თავის დანებებისა.. ტყუილად ნუ ეცდები ჩემს გულის ტკენას, ჩემს გაკიცხვას და ჩემთან თამაშს, არაფერს არააქვს აზრი.. აზრი უკვე საერთოდ აღარაფერს აღარააქვს..
შენს ვნებიან მზერას რომ მესვროდი, მაშინვე ქრებოდა ჩემში ნამცეცი ყველა ძალისა და სულგანაბული, თვალთდაბნელებული მხოლოდ შენში ვხედავდი სინათლეს და შენსკენ მოვექანებოდი.. რომ გხედავ ერთი სული მაქვს როდის მომეცემა შანსი იმისა, რომ შევხო შენს თბილ ხელებს, ძლიერად მოვუჭირო, რომ არსად გამექცეს.. ერთი სული მაქვს როდის აღმოჩნდება შენი მხურვალე ტანი ჩემს ძლიერ მკლავებში, ერთი სული მაქვს როდის ჩავავლებ შენს ტუჩებს ჩემსას, რომ ერთ მთლიანობად ვიქცეთ ისევ და შემოდგომის ფოთლებივით ვიფარფატოთ ულევ ჰორიზონტზე..მე ყველა წამის მეათასედშიც ვხედავ გონებაში შენს თვალებს, შენს პატარა მოცახცახე ტუჩებს, ყველა მიხვრას თუ მოხვრას.. ათასობით კილომეტრშიც რომ იყო ჩემგან, მაინც ისე ახლოს მგონიხარ, თითქოს ჩემს გვერდით იდგე..შენი ტყვიასავით მწარე სიტყვების ატანაც მიწევს, გულს რომ დაუნდობლად მიხვრეტენ.. ჭკუიდან მშლის, ეს ყველაფერი და უძლურად მაქცევს.. შენს სილამაზეს კი სამყაროში არსებულ ყველა ლამაზ ქმნილებასთან ვაიგივებ..ამდენი რამის მერე, შენ გყოფნის გამბედაობა და ამბობ, რომ ჩვენში არსებულ გრძნობას, სიყვარული არ ჰქვიაო.. შენ, შენ არც კი იცი რა გინდა. შენ უბრალოდ, იმდენად ხარ ჩაკეტილი შენს რეალობასთან, რომ იმის მეათასედის შეგრძნებაც კი არ შეგიძლია, რაც მე. შენ იმდენად ღრმად ხარ შესული შენს ,,მაგიურ’’ სამყაროში, რომ სულ მთლად დაგავიწყდა საიდან მოდიხარ... დაგავიწყდა? შენც ხომ იყავი ბავშვი?!.. იმდენად უმადური ხარ, რომ ერთი საცოდავი ესემესის გამოგზავნაც კი გენანება ჩემთვის და ამის მერე, კიდევ მე მდებ ბრალს და ამბობ, რომ უარი უნდა ვთქვა შენზე..ჩემს გრძნობებზე და მოკლედ რომ ვთქვა ყველა გზაზე რომელიც შენთან მოდის?.. შენ ჩამითრიე ამ ტალახში. კეთილი ინებე და შენვე ამომიყვანე აქედან. თუ კი ოდნავ მაინც, ვნიშნავ რამეს შენთვის, უბრალოდ როცა მნახავ გამიღიმე. ისევ ისე გამიღიმე, როგორც ადრე, სულ პირველად, ის ღიმილი მაჩვენე, შენი თავი რომ შემაყვარა. მე მეტს, არაფერს არ გთხოვ. ვიცი, სიგარეტს მოუკიდებ მალე.. ასე ორ წუთში, სუფეხებზე დაიკიდებ ჩემს ყველა წერილს, ჩემს ყველა თბილ სიტყვას თუ მოგონებას..მაგრამ გპირდები.. მოვა დრო, როცა გამოხვალ ჩემსავით აივანზე.. დაჯდები შენთვის ,,მაგიურად’’.... და სიგარეტის ბოლში გახვეულს, ნიკოტინი კი არა, ისევ ჩემთან ყოფნის სურვილი დაგახრჩობს.. შეიძლება არ აღიარო, შეიძლება კი არა, შენ არასდროს აღიარებ დამარცხებას, მაგრამ იცოდე.. მე ვერაფერს გამომაპარებ. სიმშვიდესაც მალე მოიპოვებ გპირდები, სულ მალე.. ასე ნანატრ სიმშვიდეს.. დრო გავა.. დიდები რომ გავიზრდებით. მე მეტეორად მოვალ და დავეცემი შენი სახლის წინ. ავფეთქდები და ყველა ჩემი გრძნობა სააშკარაოზე გამოვა.. იგრძნოს ყველამ რასაც მე ვგრძნობდი და მერე ვნახოთ, ვინ როგორ და სად წავა..
P.S
შენს გალაკტიკაში ჩავრჩები მაინც. მიყვარხარ.
/ქადო/



№1  offline წევრი tekka

კარგი ხარ.
განა ის,რაც აქ "იბოდიალე"...
შენ ხარ კარგი.იმედია მიხვდება ისიც...

 


№2  offline წევრი eni

ძალიან კარგია <3

 


№3  offline წევრი მირზა

დიდი მადლობა : )

 


№4  offline წევრი სანდრა

ერთ-ერთი საუკეთესოა ამ საიტზე, რაც წამიკითხავს.

ბრავო! love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent