ყველა თავისას მიიღებს
იმდენად ამაყი ვარ , თავადაც მიჭირს ამის წარმოდგენა .იმდენად ვაფასებ ჩემ თავს , რომ არავითარ შემთხვევაში არ შევაწუხებ ადამიანს , რომელიც თვითონ უნდა ცდილობდეს ჩემს „შეწუხებას“ . იმდენად ამპარტავანი ვარ , რომ არასდროს არ გავუყადრებ თავს ქუჩაში მოსიარულე „ქართველ ვაჯკაცებს“ , რომლებიც დახვეწილ , კარგად შემოსილ , მოვლილ ქალებს უხამს კომენტარს უკეთებენ „რა კაი სახმარია“ -ს სახით , იმდენად ჭკვიანი ვარ , რომ არასდროს მივცემ უფლებას დამიახლოვდეს ყალბი ადამიანი , იმდენად ფრთხილი ვარ , რომ არ დავუშვებ ვინმემ გაიგოს ჩემს შესახებ სიმართლე , არ მივცემ უფლებას ჩაიხედონ ჩემს სულში და თავიანთი ბინძური ფეხებით ისეირნონ ჩემს სამყაროში . არავის მოგცემთ უფლებას დამამციროთ , არავის არ დაგითმობთ ჩემს თავს . იმდენი ბოროტება მაინცაა ჩემში , რომ თქვენზე შური ვიძიო . ყველას , ყველას განანებთ იმისათვის , რომ დამკარგეთ , მაშინ როცა სხვები ოცნებობენ გავხადო ღირსი იმისა რაც თქვენ დაიმსახურეთ ჩემგან . იცით რა ? მე ამას მივაღწევ . ჩემთვის კი არა , თქვეთვის და იცით რატომ ? თქვენი იმედგაცრუებული სახის დანახვა ყველაზე მეტად დამამშვიდებს , თქვენი უშედეგო მცდელობა ჩემი გულის მოგებისა ნამდვილად მომგვრის კმაყოფილებას . ჩემს წინ მუხლებზე დამხობილებს ერთადერთი გრძნობთ გიპასუხებთ „სიბრალულით“. დიახ ! მე შემებრალებით იმის გამო , რომ იყავით სულელები და დაკარგეთ ერთადერთი შანსი . იცით ბოლოს რა იქნება ? მე გავიღიმებ და უბრალოდ ხელს დაგიქნევთ . ყველაფერი დამთავრდება ისე , როგორც მე შემეფერება .
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.