შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემი


9-09-2015, 17:25
ავტორი tekusia
ნანახია 1 507

ფანჯრებ დაკეტილ ოთახში საწოლზე პირქვე დამხობილი გდია და საზიზგარ გულისამრევ შეგრძნბებთან ბრძოლისგან ძალაგამოცლილს თავბრუსხვევა არ ანებებს თავს.ნეტავ გუშინ მერამდენედ თქვა ,რომ ყველაფერი დაასრულა,არადა თავადაც იცის ვერასოდეს ვერაფერს დაასრულებს რადგან უკანდასახევ გზას ყოველთვის იტოვებს.თავადაც არ იცის რატომ ვერ უშვებს ამ ადამიანს ,როცა არ უნდა მასთან.ყოველი ასეთი "რადიკალური" გადაწყვეილების მიღების შემდეგ,როცა ზუსტად იცის ,რომ სამუდამოდ უნდა დაშორდეს ტელეფონზე მოსულ შეტყობინებას საღამოს მცალია და გამოგივლი გულის ფანცქალით წერს კარგი სიხარულოს.ახლაც მანქანის ფანჯრიდან იყურება და ხვდება,რომ
ამ ქალაქვს სიბანძის ფერი აქვს და აშმორებული სულების სუნი.ამიტომაც არ უყვარს გარეთ გასვლა,თუმცა უწევს ხოლმე, დღესაც მორიგი პაემანი აქვს და ისევ შეხვდა ერთ რიტმში უაზროდ მოძრავ გახრწნილი ხორცის მასას მის ზევით ,რომ წევს და ხვნეშის მანქანის უკანა სავარძელზე. 5წუთის შემდეგ სიგარეტს უკიდებს და ისეთი მზერით იყურება თითქოს სექსში მასზე მაგარი ექსპერტი არ არსებობს და ქალს ზღაპრულ სიამოვნებას ანიჭებს,არადა ზუსტად ამ ქალს თავში მხოლოდ ერთი ფიქრი უტრიალებს საერთოდ რატომ აქვს სექსი,როცა ოდნავადაც არ ანიჭებს სიამოვნებას,რატომ ერევა გული ყოველი ასეთი აქტის შემდეგ საკუთარ თავზე და ცრემლებს მხოლოდ ჯერ კიდევ შემორჩენილი თავმოყვარეობის ნაფლეთების გამო იკავებს. ოდესღაც არადა ნამდვილად უყვარდა ეს ნარცისი,რომელმაც x5ის ყიდვის შემდეგ ფერი იცვალა ან ვინ იცის იქნებ ყოველთვისაცა ასეთი იყო ?...ამ ქალაქში უყვართ სიტყვა ნახმარი ,რადგან ყიდულობენ ნახმარ მანქანას,ტანსაცმელს და ქალებს.ამ ბიჭსაც ნახმარი მანქანა ყავს ახალი ჩამოყვანილი,რომლითაც გოგოებთან იწონებს თავს და მეორადებში ნაყიდი ლევისის ორიგინალი ჯინსი აცვია და ახლა ქალებიც ერთ-ერთ ასეთ ნახმარ საქონელად გადაიქცა მისთვის,მითუმეტეს ის ვინც ახლა გვერდით უწევს ,მერე რა ,რომ პირველი მამაკაცი იყო ამ სულელი ბავშვისთვის.1საათში სახლთან მიყავს,ისიც კარს აღებს და გადადის მის გულუბრყვილო ბავშირ ღიმილს საპასუხოდ მანქანის ფანჯრიდან სათვალის ზემოდან დამცინავი ღიმილით უმზერს ეს მამაკაცად წოდებული ხორცის ნაჭერი,ვისაც მისთვის ყველაზე ძვირფასი მიუძღვნა .სადარბაზოში შედის და აი აქ კი ცრემლებს ნამდვილად ვერ იკავებს ,რადგან ზუსტად იცის მას არ უყვარს და ისიც კარგად იცის მალე მიაგდებენ ისევე ,როგორც მისი დაქალები მიაგდეს ასეთი ურთიერთობის შემდეგ 1 თვეში.კარგად იცის ,რომ სინანული გვიანია და წართმელ თავმოყვარეობას ვერავინ დაუბრუნებს,ახლა იცის ისეთივე ბინძური ხორცის მასაა,როგორც დანარჩენები ამ ქალაქში.ღმერთო,როგორ სძულდა ყველაფერი მის გარშემო ,მაგრამ უყვარდა ის ღამე რადგან ის უკანასკნელი იყო ამ ქააქში ,ამ ხალხთან ,ამ ცხოვრებაში...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent