ტკბილი შემოდგომა
"გვიამბე მუზავ ..." _ცხრა ტრადიციული რიცვია მუზებისა: კლიო, ევტერპა, თალია, მელპომენა, ტერპსიქორია, ერატო, პოლიჰიმნია, ურანია, კალიოპა.. კოშკში ცხოვრობენ - დიახ იმ ჯადოსნურ კოშკში, რომელშიც არავინ არასდროს შესულა კალიოპეს გარდა, ეს სწორედ მან მომიწვია ამ ყველაფრისგან მოწყევტილ მხარეში და მომცა ნება, გადამებიჯებინა ოქროს გალავნისთვის .. ჰადესმა ბრძანა და სჯერათ მოკვდავთ, რომ არსებობს ღრუბლებს შორის ქალაქი, რომელსაც აკრავს ოქროს გალავანი და რომელშიც ცხრა მზის შვილი-მუზა ცხოვრობს , მათი ერთადერთი მასაზრდოებელი კი აედია .. უკვდავთ სჯერათ, რომ ორიონში არც ერთ მოკვდავს არ დაუდგამს ფეხი, მაგრამ კალიოპემ დააბრმავა ყველა და სწორედ დროის ერთ მონაკვეთში, მე მივიკვლევ გზას "ჰელიოსის კარიბჭისკენ" .... "ორიონი"დიახ ეს უჩინარი მხარეა .. "ჰელიოსის კარიბჭე" კი, მუზების კოში .. კალიოპე დედამიწაზე ჩამოვიდა, ჩემი ხურჯინი დაინახა თუ არა წინ წარმიდგა , უკუნითი ღამე იყო , მხოლოდ ამ დროს შემეძლო გამოსვლა , მხოლოდ ამ დროს ვერ მხედავდნენ, როგორ ვიღებდი ნაგვიდან სარჩოს . ლამაზი იყო. არა ლამაზი ეს სიტყვა ვერ გამოხატავს იმას, რაც ჩემმა მიმქრალმა თვალებმა დაინახა. ქალი იდგა ჩემი წინ. ქალი არა ქალღმერთი, ოქროსფერი დალალები წელამდე დაეყარა , წითელი ბაგეები ერთმანეთს გადაეჭდო და მიყურებდა, თვალები ეს იყო, როგორც წყალში მოტივტივე ოქროს მონეტები, რომლებიც იმედის ნაპერწკლებით კიაფობს ... დიდხანს იდგა ასე, მერე გაქრა ხელში ნობათი და ხურჯინში რაღაც საოცრად მსუბუქი დამიტოვა ,დავიხარე და ხურჯინის გახნა დავაპირე, ის კი, ოროსფერი ზარხუფით იყო დაკეტილი, ხელის გულს დავხედე წამიერად მასში ელექტრონებმა დამიარა. რუკა იყო, რაღაც საოცარი ორნამენტებით მოხაზული. და მე ორიონის მხარეში ვარ ოქროს ქალაქში , როგორც მას უწოდებენ, ქუჩაში მივდივარ და დროდადრო ხელს დავყურებ, რომელზეც ორნამენტები იცვლება , ყველაფერი საოცრად ლამაზია ყველაფერი ჯადოსნურია , მაგრამ მაწანწალასთვის რომელმაც ყველაფერი დაკარგა, სამყაროს შავ-თეთრი ფონი გადავლებია. ირგვლივ შემოდგომაა. წარმოიდგინეთ შემოდგომა ოქროს ქალაქში, ყველაფერი ოქროდფრად ლივლივებს და მაინც მე არშემიძლია აღვიქვა ის, ნელა ვუახლოვდები კარიბჭეს და წამიერად აღელვება მივლის კიდურებში და ვცდილობ ნაბიჯები მძლავრად დავადგა , მთელი გზა არასდროს მოვუსვენებივარ ფირქს რა დევს ხურჯინში, მაგრამ არცერთხელ მიცდია მისი გახნა .. შორიდან ვხედავ კოშკი დაკეტილია, ირგვლივ არავინ აღარ ჭაჭანებს, ყველა შემოდგომის ფოთლებით გადაპენტილ ხეივანში დავტოვე , ვუახლოვდები და წამიერად ყველაფერი წყდება ,კოშკის უზარმაზარი მნათობი კარი იხსნება და შიგ სიღმეში ოქროსფლად ალივლივებული კიბეები იკვეთება, ავდივარ ვგრძნობ, როგორ ეჯახება ჩემს გაცვეთილ სამოს ფუფუნება და ჯადოსნობა, მაგრამ მაინც ყველაფერი მუქ ფერებში კიაფობს ... უეცრად რაღაც საოცარი ხმაოვანება იჭრება ჩემში, ჯადოსნური მხოლოდ ეს შიძლება მიუსადაგო მას. კიბის საფეხურები ილევა და ერთიც ვივლებ გონებაში .... ირგვლივ არამიწიერი სამყარო ბობოქრობს 9 ქალღმერთი 9 მუზა გაბნეული უზარმაზარ დარბაზში ირგვლივ ყველაფერი ჯადოსნურია , მათი თვალები 9 გარდამავალ ტონალაობაში იკვეთბა და ინტერესით მიმზერს, მე ირგვლივ ვიხედები და ვხედავ მას რამაც ასე მომაჯადოვა, დარბაზის შუაგულში იისფერი ნიმფა ჩანგზე მელოდიას აქსოვს .... და წამიერად რაღაც იხსნება !!! ხურჯინს ვიხსნი და ის ღიაა ... ხელს ჩუმად ვაცურებ, 9 არამქვეყნიური ჯადოსნობა მე დამყურებს, მეღიმება ხელში რაღაც მესობა, მაგრამ არაფრად ვაგდებ , ხურჯის ვიღებ ისე რომ არააფერი ამომაქვს, არფასთან ნელი ნაბიჯებით მივდივარ , და ამჯერად ორივე ხელს ვაცურებ ხურჯინში. იქედან კი, 9 ულამაზესი ყვითელი ვარდია , ნამდვილად ყვითელია , ზემოთ ვიხედები და სამაყროც დარბაზიც ფერებში ინთქმება , ნელა ვუახლოვდები პირველ მუზას და ხელში ყვითელ ვარდს ვაძლევ ის იხრება რევერანს აკეთბს და ლოყაზე მკოცნის , 9 ვარდი და ცხრა ამბორი ფერებში ჩაკარგულ მხარეში ხმაური ჩამესმის, თუ ტკივილი თვალებს ვახელ და ბინძური დედამიწა შემომყურებს , მისი რიგითი მხლებელით .. პოლიციელია ხელით მაგდებს სასტუმროს ფოიედან და ხურჯინს მესვრის .... ხელი როცა უნდა გამიშვას, წამიერად მზერა უშეშდება ჩემს ხელის გულზე, მეც მის მზერას ვაყოლებ თვალს, იქ იეროგლიფებში ჩაკარგული საოცრად მომხიბლელი რუკა დამნათის ნელა ვიხედები ხურჯინისკენ ის კი, არაბუნებრივი ზომის მეჩვენება გულში რაღაც საოცნებო მოლოდინი ლივლივებს თუგინდ ოცნებით გაბერილი გუდა მქონდეს ოღონდ მქონდეს! ოღონდ მქონდეს ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.