შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა შენი არავის ესმის


11-09-2015, 18:53
ავტორი თეოთეო
ნანახია 3 712

ხანდახან მგონია რომ ჩემი არავის ესმის. გადიხარ გარეთ და ყველა მომღიმარი სახით გესალმება... ნაცნობები, მეგობრები, ახლობლები.... შენც იღიმი რომ არავის აგრძნობინო შენი ტკივილი, რომ არავინ მოგაბეზროს თავი უაზრო გამოკითხვებით: რა გჭირს? როგორ ხარ? რაშია საქმე? გეკითხებიან და ისეთი სევდიანი თვალებით შემოქცქერიან თითქოს თავის ხელებს აფათურებენ შენს სულში რომ როგორმე ამოგათრიონ ამ ჯურღმულებიდან... სასაცილოა :) სინამდვილეში ამ ცარიელი მზერის უკან მხოლოდ უბრალო ცნობისმოყვარეობა და თავაზიანობა დგას : " ისე ხომ ვერ ჩავუვლი გვერდით არაფერი რომ არ ვკითხო. ახლა ის მეტყვის რომ კარგადაა მე გავუღიმებ და წავალ. მეტი დარდი არ მაქვს ამას დავახარჯო ჩემი დრო." და რადმენია ასეთი ცრუ მეგობარი, ყალბი გულშემატკივარი ხროვად რომ შეიკრიბებიან და შენი პრობლემების განხილვით იოხრებენ გულს. :) დავიღალე!!!! ყვირილი მინდა მაგრამ არავის ესმის ჩემი, ტირილი მინდა, მაგრამ აცრემლებული თვალები კიდევ უფრო მეტ ცნობისმოყვარე მზერას იზიდავს. გაქცევა მინდა, მაგრამ არმინდა ყურადღების მიქცევა და მშობლების ანერვიულება. აღარ ვიცი რა ვქნა!! აღარ გამომდის ამხელა დარდის და ტკივილის ჩაბუდება გულში. გამოსავალი არსაიდან ჩანს, არავინ ჩანს ისეთი ვინც ზედმეტი კითხვების გარეშე მოვა შენთან ერთად ატირდება და გეტყვის: " ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, შენ არ ხარ ერთადერთI ასეთი. რაც არ უნდა იყოს მე შენს გვერდით ვარ." მაგრამ არა? სადაც არ უნდა მიაწყდე ყველგან ვაკუუმი გხვდება. ყველგან უდარდელი სახეები.... ყველგან ცნობისმოყვარე მზერა... ყველგან რუტინა და ყოველდღიურობით დაღლილი უინტერესო ადამიანები... დროა გააცნობიერო რომ სინამდვილეში უბრალო სათამაშო ხარ ვიღაცის კლანჭებში!!! ეს კლანჭები კი დაუნდობლად გსრესენ და გსრესენ :)))))))) გული უკვე შეეგუა ამდენ ტკიივილს :) ღიმილი სიყალბითაა სავსე, ცხოვრება კი ერთფეროვნებით.... არ ვიცი რამდენს გაუძლებს სული... ცოტაც და გაშორდება ამდენ ტანჯვას..



№1  offline წევრი marisa

და რატომ ემეგობრები მათ, ვინც ყალბი და ჭორიკანა გგონია, რომ რაღაცებს გივრცელებენ? იყვირე :) ვინმე გიშლის? იტირე.. მერე რა, დაგინახონ, ან შენც ყველად ნუ დაენახები ცრემლებით.. გაიქეცი, ოღონდ ცოტა ხნით და ჭკუით იყავი :)) რატომ უნდა მოვიდეს ვინმე შენთან იტიროს მაშინ, როცა შენ ეს გიტყდება? "ტირილი მინდა, მაგრამ აცრემლებული თვალები კიდევ უფრო მეტ ცნობისმოყვარე მზერას იზიდავს." რა ჯობია, უდარდელ სახეებს?! :)) და შენცვალე შენც ეგ შენი რუტინული ცხოვრება და იყავი მაგალითი სხვებისთვის. არ გეტყვი, რომ გიჟი ხარ, იმიტომ რომ ასე არ ვფიქრობ. ჩემთვის სოციოფათის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებ, რომელიც ჯერ ვერ ჩამოყალიბებულა. რა დროს შენი დეპრესიაზე ფიქრია? არ არსებობს ასაკი, როდესაც დეპრესიის დროა. გაერთე, რა.. არ გვინდა ეს მელანქოლია :) უამრავ ადამიანს სჭირდები ამ ქვეყანაზე..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent