შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მისია


12-09-2015, 00:00
ავტორი სანდრა
ნანახია 1 851

ერთი, ორი, სამი... – ღრმად ვსუნთქავ.
ერთი, ორი, სამი... – სუნთქვას ვაყოლებ ფეხს.
სამი, ოთხი, ხუთი... – თვალებს ვატრიალებ.
ერთი, ორი, სამი... – იგივე მეორდება.
ბოლოს, მოდის.
სახეზე ეტყობა კარგი ამბები ვერაა.
ამაში გამიმართლა – ადამიანების გაშიფრვა შემიძლია.
უკვე ვიცი ჩემი გარდაუვალი დიაგნოზი და სულ არ მეშინია... უკვე გავაცნობიერე, ყველაფერს აქვს ბოლო.
მეგობრები მეუბნებიან, რომ ვეცოდები, მაგრამ მე ისინი უფრო მეცოდებიან. ყველაფერი ხომ კარგი, მაგრამ მე ჩემს მისიას აღვასრულებ და ისე წავალ, ისინი კი... ღმერთმა იცის!
–მამაო ჩვენო... – ჩურჩულებს ჩემ გვერდზე მდგომი ქალი, რომელსაც სახე ხელებში ჩაუმალავს.
უნებურად მეპობა სახე ღიმილით. მინდა ვილოცო და არ გამომდის.
ჩემ წინ ახმახი კაცი უკმაყოფილო და ცოტა გაოცებული სახით დგება. ალბათ, აინტერესებს რა მაღიმებს.
დასკვნა არსებობს – ერთ კვირაზე ნაკლები დრო მრჩება.
–ვწუხვარ, – ამატებს ექიმი დიაგნოზს.
ღიმილი სიცილში გადამდის და სიცილი სატანურ ხარხარში.
ვერ გეტყვით ჩემს თავს ვერ ვცნობ–მეთქი, მაგრამ ვერც იმით განუგეშებთ, რომ ვცნობ.
მამაკაცი მაშტერდება. ტუჩებს ინსტიქტურად აშორებს ერთმანეთს და პირს ოდნავ შეხსნილს ტოვებს.
ვსერიოზულდები და მონოტორულად ვუმეორებ: – არა, მე თქვენ მეცოდებით!
და მერე ვხარხარებ იქამდე, სანამ ნემსიან ქალს არ ვხედავ, ჩემკენ მომავალს.
დანებების ნიშნად ცარიელ ხელებს ზემოთ ვწევ და უკან–უკან მივდივარ, გასასვლელისკენ.
***
მანქანა ახლოს არის საავადმყოფოსთან გაჩერებული. შავ–სათვალიანი, ცოტა იდუმალი და საშიში მამაკაცი მელოდება. მე არც მისი იდუმალება მაშინებს და არც ბოროტი მზერა, რომელსაც უკუნითად ბნელი სათვალიდანაც კი შევიგრძნობ.
უკან ვჯდები და თეთრ კოსტუმში გამოწკეპილ ქალს ვუღიმი.
–ერთ კვირაზე ნაკლები გვაქვს... – მხრების ჩეჩვით ვამბობ და ღიმილს არ ვაშორებ.
–ცდები, ერთი სრული დღეც აღარ გაქვს! დღეს, საღამოს.
საათისკენ გამირბის თვალები. ანუ, დაახლოებით ოთხი საათი მაქვს.
***
მანქანიდან უსიტყვოდ გადავდივარ, როცა ჩერდება.
ზრახვებს იმასთან დაკავშირებით, რომ მეგობრებსა და ახლობლებს უნდა დავემშვიდობო, მომენტალურად ვშლი გონებიდან და ნაქირავებ მოტელში შევდივარ. აქ მაქვს დატოვებული ყველაფერი, რაც მისიის აღსრულებაში მიიღებს მონაწილეობას.
კიდევ ერთხელ ვამოწმებ, რომ მზადაა მუშაობისთვის. მაჯის წამზომს მოვმართავ და რუკას დავყურებ.
–ორი ქუჩის გადაკვეთა, შვიდი საათი... – ვიმეორებ ჩემთვის.
მგონი ყველაფერთან ერთად პარანოიკი გავხდი.
–ერთი, ორი, სამი... – ვიმეორებ ისევ და ტელევიზორს სამართავი პულტით ვათამაშებ.
***
დრო სწრაფად გარბის ან უბრალოდ მე მეჩვენება ასე.
უკვე ექვსია. მე შვიდზე უნდა ვიყო იქ.
ვდგები, ქურთუკს ვიცვამ და გავდივარ.
მოტელი ჩემ სახლთან ახლოსაა, მაგრამ ჩემი სახლი ქვევითაა, დანიშნულების ადგილი კი ზევით.
აღმართზე, რომელიც უნდა გავიარო, ავდარშიც მივლია და დარშიც.
კარგად მყოფსაც გამივლია და ცუდად მყოფსაც.
დაღლილსაც და დასვენებულსაც.
მარტოც და ვინმესთან ერთადაც.
მხიარული ნოტითაც და სევდიანითაც.
ახლა რა ხდება? – ახლა არაფერს ვგრძნობ. არც დაღლას, არც სიცხეს, არც სიცივეს, არც სევდას, არც სიმარტოვეს... მოკლედ, სრულიად არაფერს.
უბრალოდ მივდივარ და ვხვდები: ჩემი მისია რამდენიმე წუთში აღსრულდება და მე ამ ყველაფერს ღიმილით შევეგებები.
ნისლი მიახლოვდება და მშთანთქავს... მთელ ჩემს არსებას შთაინთქავს, მალე...ძალიან მალე.
გზაჯვარედინზე ვდგები და წამებს ვითვლი.
–ერთი, ორი, სამი...
მანქანები აქეთ–იქიდან გაჰყვირიან.
***
ამბობენ, სიკვდილის წინ ადამიანს მთელი თავისი განვლილი ცხოვრება ამოუტივტივდება ხოლმე და წამიერად გაურბენს თვალწინო. არ დაუჯეროთ, სრული აბსურდია. ადამიანი, სიკვდილის წინ რასაც განიცდის არის მხოლოდ და მხოლოდ სრულფასოვნების შეგრძნება ან მე განვიცდი ამას...
–ხუთი, ოთხი, სამი... – უკან თვლით მივყვები და ჯიბეში სამართავ პულტს თითებით ვათამაშებ.
–სამი... ორი...
მანქანებს ადამიანები უერთდებიან და სინქრონში გაჰკივიან.
–ერთი...
მაპატიე ჩემო სიმსივნევ... მოუთმენლობა.
კარგად, უმისიო სამყაროვ!
***
გაზეთი: „ცხელი ამბები“.
სტატია: „ქალაქის შუა გულში მამაკაცმა თავი აიფეთქა“.
ავტორი: ნატალი გორგაძე.
ვინ ვართ? საიდან მოვდივართ? რა გვინდა? რისთვის მივილტვით? – არიან ადამიანები, რომელთა პასუხიც ძალიან ადეკვატურია ამ საკითხ(ებ)თან დაკავშირებით, ხოლო არიან ისეთი ადამიანებიც, რომელთაც არ იციან რისთვის მოევლინენ ქვეყნიერებას, რა უნდათ, რისთვის მიილტვიან... ზუსტად გაგცემდით პასუხს და გეტყოდით, რომ ის მამაკაცი უგზო–უკვლოდ დაკარგული ვარსკვლავი იყო მისთვის შეუფერებელ, უზარმაზარ გალაქტიკაში, მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა... გამოძიებამ წერილს მიაგნო. რაღაც მონაკვეთი უკვე იცით, დანარჩენიც მინდა გაგანდოთ...
„დღეს საავადმყოფოში ვიყავი. სიმსივნემ ჩემში სახლი რამდენიმე თვის უკან დაიდო, აგერ დღეს კი მაცნობეს, რომ მთლიანად გაბატონდა და ერთ კვირაზე ნაკლები დამრჩენია. ეს ისეც ვიცოდი... დიდი ვალი მქონდა ამ უმადურ სამყაროსთან!!! ჰო–და, დღეს გადავიხდი. და თუ თქვენ ამას კითხულობთ, ესეიგი გადამიხდია!
მარტოობა ჩემშია. უფრო სწორად რომ გითხრათ, მე ვარ მარტოობაში. როგორ? – ჩვეულებრივად. ის არ ბატონობს ჩემზე, მაგრამ არც მე შემიძლია მასზე გამეფება. მიყვარს – ვუყვარვარ. ეს ერთადერთი ორმხრივი, სრულფასოვანი სიყვარულია, რომელიც უფალს გაუმეტებია ჩემთვის. სხვა ყველაფერი ფარსია, უფასურია, დიდგული და პატარა–სული.
დღეს მე დავასრულებ! ამ ზღაპარს მოვუღებ ბოლოს და გავმეფდები.
თავისუფლების ურიტმო რიტმს დავეწევი და გავუთანაბრდები.
დღეს მე ავფეთქდები... ჩავიფერფლები და ჩემს ფერფლს ქარი მიმოფანტავს.
იქნებ სადმე, ვინმეს ტკბილ ბაგესაც მივეწებო... ვინ იცის?
ჩემი ზღაპარი იმდენად გრძელია და იმდენად შორს წაგვიყვანს, სჯობს არც დავიწყო. უფრო იმიტომ არ მინდა დაწყება, რომ დასასრულის მოწმენი გახდებით და ფასს დაკარგავს... ჩემი მოთხრობა არ დაიდგამს გვირგვინს საუკუნის შემდეგ... თუმცა ამაზე ოცნება გულში დიდი ხნის წინ მიმიკრავს...
ზღაპარს არ მოგიყვებით, რეალობა მიყვარს. ფერწასული, უგულებელყოფილი რეალობა, რომელშიც მე ვარ... რომელიც ჩემშია. აი, მეორე ორმხრივი სიყვარული!
მნიშვნელობა არ აქვს (უკვე აღარ), დედამიწა მტვრისა და აირებისგან წარმოიშვა თუ ღმერთმა შექმნა შვიდ დღეში, რადგან მალე გავიგებ პასუხს, აი თქვენ კი... თქვენ აქ ისხდებით და ჩემს წერილზე ოდნავ დაიძაბებით.
ჩემთვის მთავარია, რომ ერთი მთლიანობა ვართ. ჩვენ – ყველანი. დღეს მე დავიფერფლები? – რგოლს არც ერთი ელემენტი არ მოაკლდება, რადგან ეს ისედაც გარდაუვალი მოვლენა არის, მაგრამ დავფიქრდეთ!
მე ეს მაიძულეს, მარტივად რომ ვთქვათ, ისინი თუ არ მყოფდნენ იძულებულს, სიმსივნე მყოფდა და უფალი უწყის რა ტანჯვა დამღუპავდა... ეს კი ძალიან, ძალიან მატივად აღსრულდება... ღილაკზე თითის ერთი დაჭერით.
მომიტევეთ თუ ჩემი მსხვერპლი სხვასაც წაიყოლებს, ეს ჩვენი განგება ყოფილა!!!
უბრალოდ, დაიხსომეთ... მე კაცი ვარ... კაცი, რომელიც ყოველთვის ცოცხლობდა. კაცი, რომელიც აღმართს მიუყვებოდა მუდამ. კაცი, რომელსაც ნისლი შთანთქავდა, ბოლომდე იტაცებდა. კაცი, რომელმაც ეს იცოდა და მაინც... მაინც მოულოდნელი იყო, მისთვის, რომ საათებიღა ჰქონდა დარჩენილი. წამებად ქცეული საუკუნო საათები.
ეს ხომ თვითმკვლელობაა! მაგრამ ჩემი ვალია. ჩემი მისიაა. და სანამ განმიკითხავთ, დაფიქრდით – მე მისიის აღსრულებით დავიღუპე თავი, თქვენ კი ვინ იცის, რა სიკვდილი მოგკლავთ!
უბრალოდ, იცოდეთ... მისია შეასრულეთ!
აუყევით აღმართს დარშიც, ავდარშიც... წელში მოხრილიც, წელში გასწორებულიც... აუყევით მაინც თუ დაბრკოლებები შეგექმნებათ და არასდროს იფიქროთ, რომ წააგებთ! თქვენ ღირსეული სიკვდილი მოგკლავთ! თუ აუყვებით აღმართს...
ნისლი? ხალხი? – ისინი ყოველთვის და ყველგან იქნებიან , ბარიერების სახით აღგიდგებიან წინ, თუმცა არ გაჩერდეთ! თავს მოუწოდეთ, შეახსენეთ, რომ თქვენს საქმეს ასრულებთ და თუნდაც წახვიდეთ, იქ, შორს, სადაც არ ჩაგვეხედება, თქვენი სახელი უბრალო ქვაზე კი არ ამოიქარგება, ღირსეულთა ქვაზე დაიდგამს ადგილს.
მე? – მე არ ვიცი გამამართლებენ თუ უარყოფენ ჩემს სიმართლეს უზენაეს სასამართლოზე, იმას კი გეტყვით, რომ ჩემი სიტყვა იქნება: „მე არ შევუშინდი დაბრკოლებებს! მე ჩემი მისია აღვასრულე“.
მეტი? – მეტი თქვენც იცით და ჩემზე უკეთ.
მშვიდობით ფერწასულო კომპეტენტურობა’ვ!
მშვიდობით ნამდვილ სახე დაკარგულო რეალობა’ვ!
მშვიდობით მისია დავალებულო სამყაროვ!
მშვიდობით! მშვიდობით! მშვიდობით!“.



№1  offline წევრი lisebeth

9 ქულა მეტი რა გითხრა
არაჩვეულებრივია.
ერთი ქულა დაგაკელი იმისთვის რომ იყო გრამატიკული შეცდომები და ცოტა დიდი მომეჩვენა

 


№2  offline წევრი სანდრა

lisebeth
9 ქულა მეტი რა გითხრა
არაჩვეულებრივია.
ერთი ქულა დაგაკელი იმისთვის რომ იყო გრამატიკული შეცდომები და ცოტა დიდი მომეჩვენა

გრამატიკაში ბოლო დროს შევსუსტდი... ზაფხულის ამბებია :დ
დიდი მადლობა, მიხარია მოწონება რომ დაიმსახურა love
ვეცადე საკმარისი დამეწერა, ვფიქრობ არც ძალიან დიდია, არც ძალიან პატარა. 1001 სიტყვაა სულ.
გმადლობ, კიდევ ერთხელ love

 


№3  offline წევრი სანდრა

პანკი
10 ქულა და საერთოდ არ ვთვლი რომ ჩემი გადაწყვეტილება მცდარია.
გრამატიკის გამო რომ დაგაკლო ერთი ქულა lisebeth-მა, მე არ მიმაჩნია ეს სწორად, რადგან აქ მგონი არავინ წერს სრული სიზუსტით. ვიღაცას, რაღაც შეფერხება მაინც ექნება, რადგან გრამატიკა არაა ადვილი თემა.
მართლაც, რაც საკონკურსო ჩანახატები წავიკითხე, ყველასგან განსხვავებული იყო ეს 'მისია'. ვისურვებდი, მეორე ტურში შენ გადასულიყავი.
წარმატებები,
სიყვარულით პანკი.

უღრმესი მადლობა!!! ძალიან გამიხარდაა love

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

დიდი არაა,მაგრამ ცოტა გაწელილი მომეჩვენა.ალბათ უფრო მოკლედ აჯობებდა.პატარ-პატარა შეცდომები იყო,მაგრამ ეს ყველაზე უმნიშვნელოა.
სურათს კარგად ჩასწვდი და მაქსიმალურად მოიტანე ჩვენამდე.
საიტერესო და სასიამოვნო წასაკითხი იყო.
ჯერჯერობით,ყველაზე მეტად შენი მომეწონა.
წარმატებები.

 


№5  offline წევრი სანდრა

drunkinlove
დიდი არაა,მაგრამ ცოტა გაწელილი მომეჩვენა.ალბათ უფრო მოკლედ აჯობებდა.პატარ-პატარა შეცდომები იყო,მაგრამ ეს ყველაზე უმნიშვნელოა.
სურათს კარგად ჩასწვდი და მაქსიმალურად მოიტანე ჩვენამდე.
საიტერესო და სასიამოვნო წასაკითხი იყო.
ჯერჯერობით,ყველაზე მეტად შენი მომეწონა.
წარმატებები.

მე მიყვარს ყველაფრის დაწვრილებით გადმოცემა... ეს ყველაზე მწირი ინფორმაცია გადმოვეცი, ცოტა ბურუსუიც რომ ყოფილიყო... ვეცადე არ გამეწელა.
დიდი მადლობა, ძალიან, ძალიან მიხარია! love

 


№6  offline წევრი Ignifex

საშინლად მიყვარს ასეთ გემრიელ რაღაცებს რომ ვკითხულობ ხოლმე. ისე მომეწონა...მეც მიყვარს ყველაფრის დეტალებში გადმოცემა და მესმის შენი :D ნუ,ხასიათს გააჩნია,მაგრამ მაინც :D წარმატებებს გისურვებ!

 


№7  offline მოდერი ანკა

ვისურვებდი მოცულობით ცოტა პატარა ყოფილიყო, გარდა ამისა გრამატიკული შეცდომები გქონდა, თუმცა დიდად თვალშისაცემი არა...
საბოლოო ჯამში ჩანახატი მომეწონა და მისი კითხვით ვისიამოვნე

 


№8  offline წევრი სანდრა

Ignifex
საშინლად მიყვარს ასეთ გემრიელ რაღაცებს რომ ვკითხულობ ხოლმე. ისე მომეწონა...მეც მიყვარს ყველაფრის დეტალებში გადმოცემა და მესმის შენი :D ნუ,ხასიათს გააჩნია,მაგრამ მაინც :D წარმატებებს გისურვებ!

დიდი, დიდი მადლობები love

ანკა
ვისურვებდი მოცულობით ცოტა პატარა ყოფილიყო, გარდა ამისა გრამატიკული შეცდომები გქონდა, თუმცა დიდად თვალშისაცემი არა...
საბოლოო ჯამში ჩანახატი მომეწონა და მისი კითხვით ვისიამოვნე

ნაკლები არ გამოდიოდა, ნამდვილად.. მერე იქნებოდა მწირიემოციები. გრამატიკაში რაც ვარ - ეს ვარ.. დიდი მადლობა love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent