შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერა


12-09-2015, 14:47
ავტორი ხარხელი
ნანახია 2 737

ამბობენ,ადამიანი როცა იბადება,მისი მომავალი უკვე დაწერილიაო.ვინ იცის,იქნებ მართალიცაა,მაგრამ უფლის ნებას წინ ვერავინ აღუდგება. მე შევხვდი ბედისწერას,ის დაღლილი,ნელი ნაბიჯებით მიიწევდა ქუჩის ბოლოსკენ,იქ სამშობიარო სახლია,ორიოდე წუთის წინ იქ პატარა გოგონა დაიბადა,ბედისწერა მიდის მასთან და სხვა ათასობით მისნაირ პატარასთან,რათა აჩუქოს მათი წილი ბედნიერება თუ წუხილი. ვინ იცის,რა ელოდებათ ამ პატარა გოგონას მომავალში,არავინ.ინტერესით აღსავსე მივყვები ბედისწერას ნაბიჯ-ნაბიჯ,რა დააქვს მისი მძიმე ზურგჩანთით,რომელსაც ხვნეშით მიათრევს.წუთით ისვენებს,ისიც დაიღალა,ამდენი ადამიანის მომავლის ცოდნამ ისიც დაღალა...................................................................მივაღწიეთ,როგორც იქნა დანიშნულების ადგილს,ბედისწერა კიბეებს აუყვა და ჩვილთა ოთახში შეაბიჯა.ჩვენს გარშემო უამრავი პატარა არსებაა,ბედისწერა მათთვის მომავლის დასაწერად მოვიდა. პირველ პატარას ჩახედა და ღრმად ამოიოხრა,ამ გოგონას შვიდი წლის ასაკში ლეიკემიის დიაგნოზს დაუსვამდნენ. შემდეგ საყვარელი,ფუმფულა ბიჭუნას საწოლს მიუახლოვდა და კიდევ ერთხელ ამოიკვნესა,მის მომავალში ნარკოტიკები და სისხლი დაინახა.ნელნელა ჩამოუარა ყველა ბავშვის საწოლს,ზოგს სიკეთე მოუტანა,ზოგს ტკივილი.მერე ოთახიდან გავიდა და ისევ დაუყვა ქუჩას,ისევ მიათრევდა თავის მძიმე ზურგჩანთას და დროდადრო ოხრავდა.ქუჩას გასცდა და თვალს მოეფარა... მიდიოდა ბედისწერა და სევდიანი თვალებიდან ტკივილიანი ცრემლებს აფრქვევდა,მოულოდნელად შეჩერდა,სახე შეჭმუხნა,რაღაც გადაწყვეტილება მიიღო და მისი სამეფოსკენ გაემართა.შეკრიბა ყველა გრძნობა:სიყვარული,სიძულვილი,ტკივილი,სიხარული,სევდა,ბედნიერება,სიკეთე და ბოროტება. შემაღლებულ ადგილას შედგა და გამოუცხადა მათ თავისი ჩანაფიქრი,ადამიანის ბედს წინასწარ აღარ დავწერთ,ის მისი ცხოვრებით დაიმსახურებს საკადრის გრძნობას და ჩვენ მათ დამსახურების მიხედვით მივცემთ ახალ შანსს,მათი ცხოვრება აღარ იქნება წინასწარ განსაზღვრული,ისინი თვითონ დაწერენ საკუთარ ბედს.გრძნობებმა მოუწონეს ბედისწერას ჩანაფიქრი.მას შემდეგ ასეა,ადამიანები თვითონ წერენ საკუთარი ცხოვრების სცენარს და ბედისწერა მათ ამის მიხედვით ასაჩუქრებს შესაფერისი გრძნობით,იქნება ეს სიყვარული თუ ტანჯვა,ადამიანი თვითონ ირჩევს ცხოვრების წესით.ბედისწერა ისევ დადის ქუჩებში,ხანდახან თუ კარგ ხასიათზეა,ზოგიერთს საჩუქრად იღბალს უტოვებს.მისი ზურგჩანთა აღარ არის მძიმე,იქ ახლა მხოლოდ გრძნობები არიან ჩამწყვდეულნი და ბედისწერა მათ მაშინ უშვებს,როცა ადამიანი სასოწარკვეთაში ვარდება.გახსოვდეთ ადამიანებო,ბედისწერა ჩვენ ვქმნით ჩვენი ცხოვრებით,თუ რაიმე უბედურება გვემართება,ეს ჩვენი წარსული ცუდი საქციელის გამოძახილია.მთავარია უფლის გვჯეროდეს,წინ ისე ვიაროთ,სხვას არაფერი დავუშავოთ და ბედისწერა ერთ დღეს ჩვენს კარზეც მოაკაკუნებს.



№1  offline მოდერი ანკა

ძალიან მომეწონა! გამიხარდა, რომ რაღაც პოზიტიური და დადებითი დაინახე ამ სურათში... ასევე საინტერესო იყო... ჩემი აზრით კარგი ჩანახატია, თუმცა გრამატიკული შეცდომები გქონდა...

 


№2  offline წევრი ფორთოხალი

იმდენად ბევრი შეცდომა იყო, რომ აღქმა გამიჭირდა ბოლომდე. არა, გავიგე, რისი თქმაც გინდოდა, მაგრამ... საჭირო ადგილას აბზაცები რომ გამოგეყო, მძიმეები და ბრჭყალები გამოგეყენებინა, ოდნავ მეტად რომ გაგემართა, ძალიან მომეწონებოდა.

 


№3  offline ადმინი უნდა ვწერო

საინტერესო და განსხვავებული იყო,მაგრამ ძალიან ბევრი გრამატიკული ხარვეზი გქონდა.იმდენად ბევრი,რომ ნორმალურად ვერ გავიგე.

 


№4  offline წევრი Ignifex

კარგი იყო,წარმატებები!<3 შეცდომებიც იყო,მაგრამ აზრი მომეწონა <3

 


№5  offline წევრი lisebeth

გრამატიკულად გაუმართავია .
ისეთი ნაწერია ნივთები ,რომ მოაგროვო და ერთად ჩაყარო ყუთში უმისამართოდ .
ალბათ 7 ქულა 10 _იდან

 


№6  offline წევრი ხარხელი

დიდი მადლობა შენიშვნებისთვის,მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებ და გამოვასწორებ,ვეცდები მაინც.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent