შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ვერავინ განსაზღვრავს თქვენ გარდა, რა გსურთ!" - ერთად შევცვალოთ მსოფლიო!


13-04-2015, 21:14
ავტორი goga27
ნანახია 2 777

გაინტერესებთ, რა არის მთავარი მსოფლიოს შესაცვლელად? გაინტერესებთ, რამდენად თავისუფალი ხართ და ეკუთვნით საკუთარ თავს? დაგისვამთ საკუთარი თავისთვის ეს შეკითხვები: როგორ მიიღწევა თავისუფლება? როგორ ვიყოთ ძლიერები, მებრძოლები და წარმატებულები? ადამიანს უამრავი პრობლემის გადაჭრა და უამრავი წინაღობის გადალახვა უწევს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ჩვენს საუკუნეში ”აჩქარებულმა” დრომ, პრობლემებისა და წინააღმდეგობების რაოდენობაც გაზარდა თითქოს. თუ თავისუფალი ხართ, მაშინ გადაჭრით ყველა პრობლემას და გადალახავთ ყველა დაბრკოლებას. მაგრამ რას ნიშნავს თავისუფლება? ალბათ, ამასთან დაკავშირებით უამრავი მოსაზრება და, შესაბამისად, ამ მოსაზრების დამადასტურებელი არგუმენტი არსებობს. ზოგისთვის თავისუფლება ყველანაირი კონტექსტის გარღვევაა – იქნება ეს რელიგიური, პოლიტიკური, ფილოსოფიური თუ სხვა. ზოგისთვის კი თავისუფლება სწორედ გარკვეულ მისწრაფებებზე უარის თქმაში გამოიხატება.

ჩემთვის თავისუფლება მჭიდროდაა დაკავშირებული ბედისწერასთან, ამიტომ რამდენიმე წინადადებით გამოვხატავ ჩემს დამოკიდებულებას ბედისწერისა და ადმიანის კომუნიკაციის განსაზღვრებისთვის. ბედისწერასა და ადამიანებს შორის სამი სახის დამოკიდებულება არსებობს: პირველი – როდესაც ადამიანი ვერ აცნობიერებს თავის ბედისწერას, მეორე – როდესაც ადამიანი აცნობიერებს თავის ბედისწერას და მიყვაბა მას და მესამე -როდესაც ადამიანი აცნობიერებს თავის ბედისწერას და ეწინააღმდეგება მას. მე ნამდვილად ვისურვებდი მეორე ან მესამე კატეგორიის ადამიანებს შორის ყოფნას, რადგან მიმაჩნია, რომ ბედისწერის გაცნობიერება ნიშნავს ადამიანის არსის გარკვევას: ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ… და სწორედ აქ იკვეთება თავისუფლება – ორივე კატეგორიის ადამიანები თავისუფლები არიან, რადგან მათ შეუძლიათ აირჩიონ – მიყვნენ თუ შეეწინააღმდეგონ ბედისწერას. მაგრამ როდესაც თავისუფალი არჩევანი რაღაცის დამორჩილებისკენ გვიბიძგებს, აქ დაბალია თავისუფლების ხარისხი. დამორჩილება ადვილია, ბრძოლაა რთული. დაფიქრდით, რა არის თქვენი ბედისწერა? ხართ თუ არა ის, ვინც გინდათ, რომ იყოთ? მიდიხართ თუ არა იქით, საითაც გსურთ, რომ მიდიოდეთ? თუ კი, განაგრძეთ მაშინ, მაგრამ იქნებ არ ღირს ამ გზის გაგრძელება და იქნებ ამ გზას თქვენი სურვილის საწინააღმდეგოდ დაადექით? თუ ასეა, შეებრძოლეთ ბედისწერას, აირჩიეთ თქვენი გზა! სინამდვილეში ბედისწერა იმ შინაარსით, რითიც საზოგადოება იცნობს მას, არ არსებობს! ეს სიტყვა, უბრალოდ იმ კონტექსტების ერთობლიობას გამოხატავს, რომელშიც დაიბადეთ. მაგალითად დრო, პოლიტიკური გარემო, ოჯახური გარემო, რელიგია და ა.შ. ვერავინ განსაზღვრავს თქვენ გარდა, რა გსურთ!

რა თქმა უნდა, რთულია ფლობდეთ საკუთარ თავს, მიზნებს, სურვილებს ბოლომდე. მაგრამ როგორც კი სიტყვა რთულთან ერთ, ყოვლისშემძლე სიტყვას ვახსენებთ, მისი შინაარსი ძალას კარგავს: ცოდნა. ცოდნა კი განათლებაა. მერწმუნეთ, ყველაზე დიდი ბედნიერება ამ ცოდნის მიღებისკენ მიდრეკილებაა. ეძებეთ, იპოვეთ, გაეცანით, შეიყვარეთ. ჩვენ უკიდეგანო ინფორმაციის სამყაროში ვცხოვრობთ! აქ, ჩვენს გარემოში, შვენს სახელმწიფოში, თითქმის არავინ ზრუნავს თქვენზე, რომ მიიღოთ კარგი ცოდნა. ჩვენ კი განათლება გვჭირდება, ცოდნა გვჭირდება, თავისუფლება გვჭირდება! ადამიანის თავისუფლების ხარისხი კი მისი განათლებით განისაზღვრება. ადამიანებს ისეთივე სახელმწიფო აქვთ, როგორებიც თვითონ არიან. თუ თითოეული ჩვენგანი გააცნობიერებს, რომ ის არის თავისი ქვეყნის ერთ-ერთი სახე, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება საკუთარი თავის განვითარებას და ამით ის განავითარებს სახელმწიფოსაც. თუ უფრო გლობალური კუთხით შევხედავთ, ერუდირებული ადამიანი ავითარებს და ათავისუფლებს არა მხოლოდ საკუთარ ქვეყანას, არამედ მთელ მსოფლიოს. ადამიანებო, დავაკვირდეთ საკუთარ თავს, გავაცნობიეროთ ჩვენი ”ბედისწერა”, ვიყოთ თავისუფლები. ვიყოთ ინტელექტუალური თავხედები და შევცვალოთ მსოფლიო!

თამარ კორკოტაშვილი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent