შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტოობის სევდა


13-09-2015, 13:15
ავტორი ბარბარე
ნანახია 2 970

დრო გადის კადრები კი რჩება.. ყველაფერი წვიმიან საღამოს დაიწყო.. გარეთ საშინლად ციოდა.. გაყინულ თითებს ცხელი ჩაიც აღარ შველოდა.. ვიდექი ფანჯარასთან და ვუყურებდი გრძელ შარფში და თბილ პიჯაკში გახვეული ხალხი როგორ მიაბიჯებდა წვიმიან ფილაქანზე.. წვეთები ხმაურიანად ეცემოდა ფანჯრის მინაზე.. გამაჟრიალა.. ძალიან მომინდა ფრთები მქონოდა და ამ სამყაროდან შორს გავფრენილიყავი.. წავსულიყავი იქ სადაც ბედნიერება იყო.. სადაც არავის აწუხებდა თუ რა გეცვა.. სადაც ერთმანეთის ჩახუტებით თბებოდნენ და მისალმებისას წრფელი ღიმილი დასთამაშებდათ სახეზე.. მე მე თითქოს ბავშობაში ჩარჩენილი ადამიანი ვერაფერს ვშველოდი ტკივილიან ხალხს.. ფიქრებში გართულმა ვერც კი გავიაზრე როგორ გავცდი ჩემს სახლს .. სიარულით დაღლილმა გადავწყვიტე იქვე ახლოს ხის სკამზე ჩამოჯდომა და მოსიარულე ხალხის ყურება.. რაღაც საოცრებანი ვართ ადამიანები.. ღიმილის უკან დიდ ტკივილს ვმალავთ ხოლმე.. სიცივის გამო ცხვირი სულ გამწითლებოდა.. სიტუაცია შეიცვალა ახლა გარეთ აქა იქ თუ იყვნენ ადამიანები.. ყურადღება სამმა ადამიანმა მიიპყრო.. დედა თავის პატარას ასეირნებდა და თან ხმამაღლა იავნანას უმღეროდა.. იქით კი ჭადრის გაშიშვლებულ ხესთან თეთრწვერა მოხუცი იჯდა მას პალტო ბოლომდე ჰქონდა შეკრული.. ზურგზე თავისი ჩანთა მოეგდო და თავზე თბილი ქუდი ეხურა.. მივედი და წინ დავუდექი .. ვუყურებდი სიბერისგან დანაოჭებულ სახეს.. მუშაობისგან დაკოჟრილ ხელებს და გადაღლილ თვალებს.. მას მუქი მწვანე თვალები ჰქონდა და სიცარიელეს მალავდა.. გამოლაპარაკება მინდოდა მასთან მაგრამ ვერ გავბედე.. მოხუცი სკამიდან ადგა და ეკლესიის გზისკენ წავიდა.. საიდანღაც მუსიკის ხმა ისმოდა.. უსინათლო ბიჭი ხევსურულ სატრფიალოს უკრავდა .. თეთრწვერა მოხუცმა ბიჭი წამოაყენა და გულში მაგრად ჩაიკრა.. დახრის დროს მას ჩანთა ქვაფენილზე დაუვარდა და შიგნით მყოფი ნივთები გარეთ გადმოიყარა.. როგორც აღმოჩნდა ჩანთაში უამრავი ხელით ნახატი ჩარჩოებიანი ფოტოები და ეკლესიის მონუმენტები იყო.. ჩანთიდან გადმოვარდნილი თეფში რომელზეც ეკლესია იყო მოხატული დაიფშვნა.. მოხუცი ჩაიმუხლა და ტირილი დაიწყო.. მაშინვე მივირბინე და წამოვაყენე.. როგორც მოგვიანებით გავიგე დამტვრეული თეფში თავისი შვილის მოხატული იყო. მას ოჯახი ავტოკატასროფით გარდაეცვალა,.  რამდენიმე დღის წინ მას სახლი დაეწვა და იქიდან მხოლოდ ეს ჩანთა გადარჩა .. იმის მერე მოხუცი ზურგით დაატარებს მას.. ახლა კი ოჯახის გარდაცვალებიდან მრავალი წლის შემდეგ პაპამ გადაწვყვიტა ეკლესიაში ეცხოვრა.. თუმცა შიგნით შესვლას ვერ ბედავდა.. მან მითხრა რომ უფალი ზემოდან უყურებდა მას.. და ამიტომ ცაში ახედვის ერიდებოდა.. პაპას ცრემლებთან ერთად ცა გაიხსნა და შეჩერებული წვიმაც წამოვიდა.. დამაფიქრა მოხუცის სიტყვებმა.. ვინ იცის რამდენ სევდას ინახავს ადამიანი... მოხუცი ანგელოზივით შემომრჩა გონებაში და მასზე ფიქრი საუკუნეების მერეც აღარ შემიწყვეტია.. წიგნიც კი დავწერე მასზე.. იმ დღის მერე პაპა ეკლესიაშიც აღარ მინახავს ბევრი ვეძებე თითქოს მიწამ ჩაყლაპაო როგორ ჩავეხუტებოდი მას ახლა... იქნებ ცოცხალი აღარცაა კიდეც .. მას ხომ ძალიან ენატრებოდა ოჯახი.. ვინ იცის შეიძლება უკგე ნახა ისინი და მათთან ერთად იქ იმ სამყაროში ძალიან ბედნიერია..ადამიანნო გიყვარდეთ ერთმანეთი..



№1  offline წევრი blue jeans

ძალიან მომეწონა.გრამატიკული შეცდომებს თვალი ვერ მოვკარი.განსაკუთრებით თეფშის გადმოვარდნის მომენტმა ამიჩუყა გული.წარმატებები

 


№2  offline წევრი ბარბარე

blue jeans
ძალიან მომეწონა.გრამატიკული შეცდომებს თვალი ვერ მოვკარი.განსაკუთრებით თეფშის გადმოვარდნის მომენტმა ამიჩუყა გული.წარმატებები



გამიხარდა თუ მოგეწონა .. მადლობს :*

 


№3  offline ადმინი უნდა ვწერო

რაღაც შეცდომები იყო,განსაკუთრებით,პუნქტუალური.
ასევე იყო განსხვავებული,ორიგინალური ჩანაფიქრით,მაგრამ უკმარისობის გრძნობა დამრჩა.მგონია,რომ ამდენი ფაქტით გადაიტვირთა და სჯობდა ემოციას შეეცვალა.საბოლოო ჯამში,ნორმალური იყო.
წარმატებები.

 


№4  offline მოდერი ანკა

ბევრი პუნტუაციური შეცდომა გქონდა, ასევე რამდენიმე სტილისტური
ნორმალური ჩანახატი იყო...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent