შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გასული წამი (1)


9-04-2015, 22:58
ავტორი Americangirl
ნანახია 2 125

როგორ დაიწყო ყველაფერი? მოდი სულ სულ თავიდან დავიწყოთ. საღამო ხანი იქნებოდა ქართულიდან სახლში რომ ვბრუნდებოდი. ზამთარი იყო...ძალიან ციოდა... გრძელი, ქერა თმა გაშლილი მქონდა. ქარი თმას მირევდა და ჩემი დალალები სახეზე ნაზად მეფინებოდა. დაღლილი ვიყავი. სიცივისგან პატარა ცხვირი გამწითლებოდა, ლურჯ ზღვისფერ თვალებზე კი ცრემლი მომრეოდა. ფიქრებში ვიყავი გართული, როცა ჩხუბის ხმა შემომესმა,რომელიც ჩემი სადარბაზოდან გამოდიოდა. ადვილი მისახვედრი იყო რომ იქ ბიჭები იქნებოდნენ ამიტომ საშინლად არ მინდოდა იქ შესვლა. სხვა გზა არ მქონდა. სახლში უნდა ავსულიყავი. ცხვირი ჩემ სქელ შარფში ჩავყე, თავზე კაპიშონი წამოვიფარე და სადარბაზოში შევედი. ჩემი იქ შესვლა და ბიჭების გაჩუმებაც ერთი იყო. სწრაფად ჩავუარე მათ და კიიბეებზე ავედი. სიცილი დაიწყეს...არ ვიცი რაზე...ალბათ ჩემზე...კიბეებზე ავდიოდი, როცა უკნიდან ვიღაცის ნაბიჯების ხმა გავიგონე. სწრაფად დავიწყე კიიბებზე ასვლა, მაგრამ მაშნვე შევჩერდი.
-გეშინია? მკითხა ვიღაცამ, რომელიც ჩემს უკან იდგა. უცბად შევტრიალდი და ჩემს წინ ვხედავ ბიჭს,რომელმაც წამებში დაიკავა ადგილი ჩემს გულში. აი ზუსტად ისეთი ბიჭი იყო მე რომ ვხატავდი ხოლმე ჩემს ოცნებებში. შავი მოკლე თმებით და ამავე ფერის თვალებით. ამ ზამთარში თეთრი საროჩკა ეცვა, ჯინსის შარვალი და კედები. შევცბი... არაფერი მიპასუხია. თვალებში ვუყურებდი...ისიც...სახეზე ცინიკური ღიმილი ეკრა. ალბათ რა სასაცილო და უსუსური ვიყავი მისთვის. ძალიან მეშნოდა,მაგრამ ვცდილობდი არ შემემჩნია.
-კანკალებ...მითხრა ბოხი ხმით.
-სულაც არა. ვუთხარი ვითომ დავდაჯერებული ხმით. სინამდვილეში სიცივისგან, შიშისგან და დაბნეულობისგან სულ ვცახცახებდი.
-ასე ძალიან გეშინია ჩემი? მკითხა და შეამცირა არსებული მანძილი ჩვენს შორის. ჩემზე ორი თავით მაღალი იქნებოდა. მაღლა ავხედე, რაღაცის თქმას ვაპირებდი, როცა ბიჭებმა დაუძახეს და უთხრეს შეეშვი ცოდოაო. მივხვდი ჩემი მისამართით იყო მათი სიტყვები. გავბრაზდი,მაგრამ არ შევიმჩნიე. არაფრის თქმის საშუალება არ მივეცი სწრაფად დავახწიე მისგან თავი და სახლში შევედი. ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა. იმის მერე ჩემი თვალები სულ მას დაეძებდნენ. ბოლოს იმედიც აღარ მქონდა რომ ოდესმე კიდევ შეხვდებოდი.
სკოლის ეზოში სკამზე ვიჯექი ჩემ დაქალ ნატაშკასთან ერთად. მასზე ვფიქრობდი და ამავე დროს ჩემ თავზე ვბრაზდებოდი, რომ ვერ ვივიწყებდი ბიჭს,რომლის სახელიც კი არ ვიცოდი. რომელსაც წამებში მივეცი იმის უფლება რომ შემოსულიყო ჩემს გულში და დაეკავა ადგილი. ველოდი... თურმე შეიძლება ყველაზე მეტად სწორედ მაშინ ელოდო ვინმეს, როცა ზუსტად იცი რო არ მოვა. ნატაშკამ გამომაფხიზლა ფიქრებიდან. მკითხრა რა გჭირსო. ნამდვილად არ მქონდა თავი არაფრის. ისე ავდექი და წავედი სახლისკენ ნატაშკასთვის არ მიპასუხია...
იმის მერე იყო ნატაშკას გაბრაზება...მერე მისი შემორიგება და... და ის რასაც ყველაზე ნაკლებად ველოდი.

მოგესალმებით ყველას... წინა 2 ისტორია არ დავასრულე იმიტომ რომ არ მიიპყრო თქვენი ყურადღება. იმედია მოგეწონებათ ეს ისტორია და ძალიან გთხოვთ თქვენი აზრი კომენტარებში დააფიქსირეთ.



№1  offline წევრი lonelygirl123

გელოდები არ მიღალატო აუცილებლად გააგრძელეე პირველი თავია ჯერ მესამე მეოთხე თვზე უკვე დაგიწერენ ძალიან კარგია გული არ გაიტეხოო და აუცილებლად გააგრძელეე ვიგაც ყოველთვის კითულობს

 


№2 სტუმარი Ana

Magaria:-*კომენტარი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent