შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვილი


14-09-2015, 15:08
ავტორი Ignifex
ნანახია 2 209

ანარეკლს ნიკაპზე დიდი,საზიზღარი ხალი აქვს,ბეწვებიანი. იქვე,ორიოდე სანტიმეტრის მოშორებით კი წვრილი,დაშაშრული ტუჩები და მათ ზემოთ შავი ბუსუსები,რომლებიც იმდენად მუქი და ხშირია,რომ შორიდანვე შენიშნავს ადამიანი. ცხვირი ფართოა და მიჭეჭყილი,თითქოს ვიღაცამ წიხლი ჩააზილა და გააბრტყელაო. მერე მარილიც მოაყარა–რამოდენიმე წვრილ-წვრილი ხალი,რომელიც ჭორფლს ჰგავს,მაგრამ არ არის. რაც მთავარია,ბეწვებისგან გაწმენდილია,რაც ისე გაუხარდა,რომ მადლობა ღმერთსო,ჩაიბუტბუტა. გარდა ამისა,გაყვითლებულ,დროსთან ბრძოლაგადატანილ სახეზე ღიმილი შეეპარა და ძველი მაღაზიის მტვრიან ვიტრინაში დაინახა,როგორ დაუქნიეს ხელი უპროპორციო,დაჭიანებულმა კბილებმა.
ბეწვები იქით იყოს და,აღარც კი ახსოვს,სამადლობელი სიტყვა ბოლოს როდის ამოფრინდა მისი აყროლებული პირიდან.
ამის გამო დაისაჯა,ვითომ?
თუ იმის,მშვენიერი ქმნილება საკურთხეველთან რომ მიატოვა?
მწვანე თვალები ჰქონდა მაშინ,ორმოციოდე წლის იყო და ასაკი საერთოდ არ ეტყობოდა.
დორიან გრეის ეძახდნენ და ვერ ხვდებოდა,რატომ.
ნაკითხი იყო,მაგრამ უაილდი არ უყვარდა და მის ნაწარმოებებს ზედაც არ უყურებდა.
მხოლოდ ერთი ოცნება ჰქონდა–დაწერილიყო მასზე წიგნი,რათა ფურცლებს შორის ეცხოვრა. რათა თითოეული ასოთი,სიტყვით და წინადადებით შეეგრძნოთ იგი და შეყვარებოდათ ისე,როგორც წიგნის პერსონაჟი.
მშვენიერ ქმნილებას კი ასე არ უყვარდა.
ღამ-ღამობით,თეთრ და გრილ ზეწარზე რომ მიესვენებოდა,სწორედ ეს ოცნება დარევდა ხოლმე ხელს. დახუჭავდა თვალებს და წარმოიდგენდა,ვითომ ვიღაც თითებს უსრიალებდა მხრებზე ისე,თითქოს ძველი,მრავალჭირნახული წიგნის ფურცელი ყოფილიყოს.
განა ბევრს ითხოვდა?
მერე რა,რომ არასწორ ცხოვრებას მიჰყო ხელი?
მერე რა,ჟღალთმიანი ქალი რომ სცემა,როცა ამ უკანასკნელმა აბორტის გაკეთებაზე სასტიკი უარი განუცხადა?!
არ უნდოდა,მამა გამხდარიყო.
არც სიყვარული უნდოდა ადამიანური.
მხოლოდ ის სურდა,რომ ქვეყანაზე იმ მომაჯადოებელ სურნელად მოვლენილიყო,მოძველებულ ქაღალდს რომ დაჰკრავს.
ახლა,როცა ანარეკლს შეჰყურებდა,უკვე ხვდებოდა,ავადმყოფი იყო,რადგან ღამღამობით ის შეშინებული,ცრემლიანი თვალები ელანდებოდა,ერთი შეხედვით ტოპაზიფერი რომ მოგეჩვენებოდა კაცს. თვალები,რომლებიც ევედრებოდნენ,ემუდარებოდნენ გადაერჩინა,დაეხსნა სასმლისაგან გაბრუებული მაწანწალას ბინძური ხელებიდან და სახლში წაეყვანა.
პირველად მაშინ იგრძნო თავი არაადამიანად,იმიტომ,რომ სიამოვნებდა,ვიღაცის ბედი მუჭში რომ ჰქონდა მოქცეული.
იმ საღამოს სახლში ისე დაბრუნდა,ლამაზი თვალებისაკენ აღარ გაუხედავს. არ გადაარჩინა.
ახლა უკვე იცოდა,რატომ დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით მისმა მშვენიერმა ქმნილებამ,რატომ შეიშალა ჭკუიდან ჟღალთმიანი და რატომ დაისაჯა თვითონ სიზმრებით,რომელთაც რამდენჯერმე კოშმარი უწოდა,მაგრამ ცდებოდა.
ცდებოდა იმიტომ,რომ თავად იყო კოშმარი,ოცნებად შენიღბული და უკვდავი,გამოუსწორებელი.
ამის გააზრება მაშინ დაიწყო,როდესაც ორმოცდაორი წლის იყო და საროსკიპოდან სახლში ბრუნდებოდა.
არ იცის,მოულოდნელი იყო ეს თუ დაგეგმილი,მაგრამ ფაქტია,რომ უცებ არსაიდან გამოჩნდა ფარებაციმციმებული მანქანა და მის თვალწინ ყველაფერი გაშავდა.
მერე თვალები გაახილა.
მიხვდა,ბედმა სახეში შეაფურთხა.
ისე შეაფურთხა,რომ ნიკაპზე დიდი,ბეწვებიანი ხალი გამოეზარდა.
სინამდვილეში,ხალი უკვე ადგილზე იყო,მისი სული ვიღაც შვილმკვდარი მამის სხეულს რომ დაეპატრონა. ცოლიც აღმოაჩნდა-წელში მოხრილი,ფრჩხილებჩაშავებული დედაკაცი,რომელსაც უყვარდა იგი,მიუხედავად მისი ჩაყვითლებული კბილების,უხეში თითების თუ დეფორმირებული ცხვირისა. შეცდომა იყო ამ დედაბერში თავისი ერთადერთი სიყვარულის,თავისი მშვენიერი ქმნილების დანახვა და ნატვრა იმისა,რომ ამ ქალბატონსაც თავი მოეკლა,მაგრამ შეცდომებისგან დაზღვეული იგი არასდროს ყოფილა.
მერე წამოვიდა: გრძელ,გახუნებულ პალტოს,ქუდსა და ზურგჩანთას დაავლო ხელი და მიატოვა ცოლი.
გზად აკვირდებოდა დილის გაზეთებს და ხვდებოდა,რომ ოცნება აიხდინა: მისი სახელი ყველამ იცოდა.
მერე შეჰყურებდა ხოლმე მტვრიან ვიტრინებზე თავის ანარეკლს,ან დაეხეტებოდა ქუჩებში თავზე ქუდჩამოფხატებული და თან დაატარებდა წარსულს ზურგჩანთით. ეგებებოდნენ გამხდარი,ნახევრადშიშველი ხეები,ცივი მზერით ასაჩუქრებდნენ ძველი ნაგებობები,რომელთაც გარს შემოჰხვეოდა მძიმე,ჩასუქებული ნისლი,გულისგამაწვრილებლად უყვიროდნენ მანქანები და ზედაც არ უყურებდენ კანშემოხვეული ძვლების,ხორცისა და სისხლისაგან ჩამოსხმული მარიონეტები.
მის ზურგჩანთაში ცრემლებად იღვრებოდა სიჩუმეშერეული წარსული.
____
არ ვიცი,ალბათ არ უნდა დამედო,მაგრამ ცდა ბედის მონახევრეაო,ამბობენ.



№1  offline წევრი Ignifex

eremar
dorian greis portreti gamasenda :( ramdenjer avige es wigni xelshi, magram verasdros wavikixe, ver shevdzeli :((

mdzime wasakitxia, magram martla kargad gaqvs daweri. warmatebas gisurveb:)


დორიანი ჩემი მომაჯადოებელი უფლისწულია :D არაუშავს რომ ვერ შეძელი,უაილდი ისე წერს,რაღაცნაირად...:D მიხარია თუ მასე ფიქრობ და ძალიან დიდი მადლობა <3 <3

 


№2  offline წევრი მოლურჯო

ძალიან მაგარია მართლა ძალიან მაგარია.!
უბრალოდ არ ვიცი ისეთი ემოციით ვკითხულობდი იმდენად მომეწონა რომ არ ვიცი რა დავწერო.
როგორ გადმოვცე რა ვიგრძენი როცა ვკითხულობდი არ ვიცი!
--------------------
მარიამი

 


№3  offline წევრი ბარბარე

ძალიან ძალიან მაგარია წარმატებები :*

 


№4  offline წევრი Ignifex

გიჟი - ♥♥♥
ძალიან მაგარია მართლა ძალიან მაგარია.!
უბრალოდ არ ვიცი ისეთი ემოციით ვკითხულობდი იმდენად მომეწონა რომ არ ვიცი რა დავწერო.
როგორ გადმოვცე რა ვიგრძენი როცა ვკითხულობდი არ ვიცი!

უღრმესი მადლობა! არც კი ვიცი მადლობა როგორ გითხრა,ძალიან გამახარე! <3 :D ❤❤❤
ბარბარე
ძალიან ძალიან მაგარია წარმატებები :*

ძალიან,ძალიან დიდი მადლობა! ძალიან გამახარეთ,ყურებამდე ვიღიმი :D <3 <3

 


№5 სტუმარი likusaaa

მშვენიერიაა, მაგრად გიწერიაა. მაგრამ რატომღაც ვფიქრობ ეს, სურათი ნეგატიურად არ უნდა დავინახოთ რადგნა, შეხედეთ ნისლებს შორის მოჩანს ეკლესია და ხეებზე შერჩენილი ბევრი იმედი .შენი ჩანახატი ერთ- ერთი საუკეთესოააა მაგრამ ვფიქრობ თუკი ეს, ადამიანი სწორ გზას დაუბრუნდებოდა ზუსტად აღწერდა, სურათს. ეს ჩემი სუბიექტური აზრიააა. რატომღაც ყველგან რაღაც მაკლდება და ალბათ ეს იმედია ბევრი იმედი. :-D წარმატებები. <3

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

რამდენიმე გრამატიკული შეცდომა იყო,მაგრამ უმნიშვნელო.
ჩანახატი მომეწოა.ვფიქრობ,შეძელი საკუთარი შთაბეჭდილების გადმოცემა.სასიამოვნო და ემოციური წასაკითხი გამოგივიდა.საინტერესო იყო სიუჟეტით და,ვფიქრობ,რომ ერთ-ერთი საუკეთესოა იმ საკონკურსოჩანახატთა შორის,რაც გამოქვეყნებულია.
წარმატებები.

 


№7  offline წევრი Ignifex

likusaaa
მშვენიერიაა, მაგრად გიწერიაა. მაგრამ რატომღაც ვფიქრობ ეს, სურათი ნეგატიურად არ უნდა დავინახოთ რადგნა, შეხედეთ ნისლებს შორის მოჩანს ეკლესია და ხეებზე შერჩენილი ბევრი იმედი .შენი ჩანახატი ერთ- ერთი საუკეთესოააა მაგრამ ვფიქრობ თუკი ეს, ადამიანი სწორ გზას დაუბრუნდებოდა ზუსტად აღწერდა, სურათს. ეს ჩემი სუბიექტური აზრიააა. რატომღაც ყველგან რაღაც მაკლდება და ალბათ ეს იმედია ბევრი იმედი. :-D წარმატებები. <3

უღრმესი მადლობა რომ მოგეწონა და კომენტარის გაკეთება არ დაგეზარა. love გეთანხმები,კარგი იქნებოდა,მაგრამ რატომღაც ვერ შევძელი. სანამ დავდებდი ცოტა შევყოვნდი,მინდოდა დადასრულს ვინმე გადაერჩინა ან აღმეწერა,რომ ნანობდა,მაგრამ მუზამ არაო. wink ამ ჩანახატის დასასრული მანამდე მქონდა მოფიქრებული,სანამ დასაწყისს დავწერდი და მერე შეცვლილი ვერსია რომ წარმოვიდგინე მეხამუშა რაღაცნაირად. wink ძალიან სასიხარულოა,შენ რომ პოზიტიურად ხედავ ამ სურათს,მე უბრალოდ ვერ შევძელი wink კიდევ ერთხელ გმადლობ! love

drunkinlove
რამდენიმე გრამატიკული შეცდომა იყო,მაგრამ უმნიშვნელო.
ჩანახატი მომეწოა.ვფიქრობ,შეძელი საკუთარი შთაბეჭდილების გადმოცემა.სასიამოვნო და ემოციური წასაკითხი გამოგივიდა.საინტერესო იყო სიუჟეტით და,ვფიქრობ,რომ ერთ-ერთი საუკეთესოა იმ საკონკურსოჩანახატთა შორის,რაც გამოქვეყნებულია.
წარმატებები.

უზარმაზარი და გასიებული მადლობა! wink საოცრად გახარებული ვარ love love
არ ველოდი ასეთ კომენტარებს wink love

 


№8  offline მოდერი ანკა

ჩემთვის პირადად მძიმე წასაკითხი იყო...
გქონდა ბევრი პუნქტუაციური შეცდომა...

 


№9  offline წევრი Ignifex

ანკა
ჩემთვის პირადად მძიმე წასაკითხი იყო...
გქონდა ბევრი პუნქტუაციური შეცდომა...

მესმის შენი,ყველა ინდივიდუალურია და ერთნაირად ვერ წაიკითხავს ყველაფერს :D დიდი მადლობა კომენტარის დაწერა რომ არ დაიზარე და შევეცდები გამოვასწორო შეცდომები <3 <3

 


№10  offline ახალბედა მწერალი ერკე

ძალიან მომეწონა. დამზაფრა მისმა ხატებამ, ისეთი როგორიც აღწერე, შემზარა და შემაზიზღა ის უსულ-გულო არსება, შიგნით რომ მალავს ლამაზს, გარედან კი მხოლოდ საშინელებას ხედავ, მაგრამ ყველას აქვს კარგი მხარე, სადღაც მივიწყებულ გულის პატარ კუთხეში.
გადასარევი იყო. რა მიზანსაც ემსახურებოდა შეასრულა ვფიქრობ. შთაბეჭდილების ქვეშ ვარ და ახლაც თვალწინ იმ ურჩხულის სახე მიდგას. კიდე ეგ მინდოდა ახლა ღამის სამ საათზე? ისედაც არ მაკლია ხოლმე კოშმარები :დდდდდდ
ამასაც ავიტან. კარგად წერ <3 განსაკუთრებით ემოციების გადმოტანის მასტერი ხარ ^_^ გასუქებული და გოზინაყით მოთხვრილი მადლობა არ მინდა, ბევრი ტკბილი მომივა :დდდდ <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№11  offline წევრი Ignifex

ErckeMydass25
ძალიან მომეწონა. დამზაფრა მისმა ხატებამ, ისეთი როგორიც აღწერე, შემზარა და შემაზიზღა ის უსულ-გულო არსება, შიგნით რომ მალავს ლამაზს, გარედან კი მხოლოდ საშინელებას ხედავ, მაგრამ ყველას აქვს კარგი მხარე, სადღაც მივიწყებულ გულის პატარ კუთხეში.
გადასარევი იყო. რა მიზანსაც ემსახურებოდა შეასრულა ვფიქრობ. შთაბეჭდილების ქვეშ ვარ და ახლაც თვალწინ იმ ურჩხულის სახე მიდგას. კიდე ეგ მინდოდა ახლა ღამის სამ საათზე? ისედაც არ მაკლია ხოლმე კოშმარები :დდდდდდ
ამასაც ავიტან. კარგად წერ <3 განსაკუთრებით ემოციების გადმოტანის მასტერი ხარ ^_^ გასუქებული და გოზინაყით მოთხვრილი მადლობა არ მინდა, ბევრი ტკბილი მომივა :დდდდ <3

შენ მე მკითხე,როგორ მძულს,მეზიზღება ეს ურჩხული :D მაგრამ მიყვარს ისეთ პიროვნებებზე წერა,რომელთაც ვერ ვიტან:D შენი არ ვიცი,მაგრამ მე პირადად გოზინაყი მაინცდამაინც არ მიყვარს,ამიტომ გოზინაყიან მადლობას არავის არ ვეტყვი!:DDD ბევრი ტკბილი ვნებს ჯანმრთელობას:D ძალიან გამიხარდა შენი სიტყვები,ყურებამდე გაღიმებული ვკითხულობდი. მაინც გეტყვი მადლობას,შენი საყვარელი საჭმლით მოთხვრილს :D გეთანხმები,ყველა პიროვნებაში იმალება ადამიანობა,თუნდაც იოტისოდენა. :D <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent