შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნისლში გახვეული კოშკი


16-09-2015, 18:13
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 2 252

კვლავ მარტო ვტოვებ ჩემს კვლას ჩემი სახლიდან აი, იმ კოშკამდე, ასე ძალიან რომ მხიბლავ. ვადგამ ნაბიჯებს და სიცოცხლის სიყვარულით კრემაციაზე ვფიქრობ.
მე ისევ ის ვარ, ვინც უწინ ვიყავი, უბრალოდ ცოტა ხნით შიზოფრენიამ უჩემოდ ისურვა გასეირნება. მე უწინდელივით მიყვარს გამაგიჟებელი მარტოობა. მე უწინდელივით მხიბლავს მწუხარე გრძნობა, რომლის ტანჯვა, აი, იმ კოშკისკენ მიმიძღვის. მე ისევ მიყვარს არ არსებული ქალი, რომელიც არასდროსაა ჩემთან... ალბათ ამიტომაც მიყვარს.
აღარ მჭირდება თქვენი მშვიდი ღელვა, მშვიდ, თეორიულ და პრაკტიკულ ღალატთან ერთად, რომელიც აღელვებულად ხდება.
მივილტვი კოშკისკენ, რადგან კვლავ უღირსობა სუფევს ამ სიბნელეში, რომლის გამონათებად შესაძლოა მეც ჩავთვლილიყავი ჩემი სიბნელით.
ეს ნისლიანი დღეა ეჭვმიტანილი მზესთან ერთად, დღეს გამოჩენა რომ არ ინება. მზე დაიმალა დედამიწის მეორე მხარეს, მაგრამ მის თბილ სხივებს ყინვაშიც შევიგრძნობ, ვით მის გამოწვეულ ფერთა სიმრავლეს. დღეს ნისლმა მიმამბო ჩემს მარტოობაზე და კვლავ გამოუსწორებელმა მწუხარებამ შემიპყრო, მე აქამდეც შეპყრობილი, რადგან მწუხარებაა ჩემი არსი, შავ ტრაგედიასთან ერთად. ჰოდა, ნისლი გამოჩნდა და მითხრა ბევრი რამე, სწორად ამიტომ მივილტვი კოშკისკენ. ახლა ჩემი სახლის და კოშკის შალედში ვარ. ჩემს ნაბიჯებს ვადევნებ თვალს. ჩემი მტვრიანი ფეხსაცმელები, დღეის უხილავ ცას მირჩევნია.
ჯერ ღმერთი მტოვებს, მერე კაცობრიობა, ახლა კი ცა და ნისლი მეხვევა მე შეშფოთებულს.
თქვენი სექსუალური ლტოლვა, რომელიც გღუპავთ, მე გულს მირევს. უსაქმური წყვილები რომ დაეხეტებით და თან ყოველ საპირისპირო სქეს თვალს ადევნებთ შეუმჩნევლად, შეუმჩნეველი ღელვით... ამით მე გულს მირევთ, ამით მე კოშკში მპატიჟებთ.
ღმერთმაც სულ ადრე მოინდომა ჩემი დატოვება და მიმაგდო ობლად.
ხალხნო, გეცლებით და გემალებით ყრუ ადგილებში, სადაც მშვიდობა ერწყმის ქაოსურ სივრცეს, მაგრამ იქაც თან მსდევს თქვენი სიყვარული ზიზღთან, მსუბუქი მონატრების თანმხლებით.
ასე დაღლილი შექსპირის ნაცვლად, მეც ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ, მაგრამ არ მინდა ჩემი სატრფოსგან ობლად რომ დავრჩე... თუმცა, ახლა მივდივარ ამ ცოდვათა ქვეყნიდან და ყველაფერს ვამბობ, რადგან სიცრუე, გახდა ერთგულების თვისება.
მიწის ქვეშეთიდან იწყება ფენები და ასე გრძელდება, უსასრულოდ. ქანები სიმყარეს კარგავს ერთ ფეროვან ცასთან ერთად. გრძელი ფესვები ხეთქავენ მიწებს. პლუტონი მოიწევს ჩვენსკენ. მზე მცხუნვარებას კარგავს და კოსმოსური მყინვარება ოზონს მიღმა ილტვის. ეს ყველაფერი ასე შეუმჩნევლად ხდება, მაგრამ გრძნობები არ მტოვებს... უსახელო გრძნობები, რომელთათვის პირველი ვარ. ამ ქაოსში მე მარტო ვარ და ამიტომ მქვია „ საბრალო ღმერთი“
ცოტა თუ დამრჩა კოშკამდე...
ნისლი არ იცვლის სიმუქეს. დღემ არ ინება დამშვიდობება... მისტიკა სუფევს... არ მეშინია. კოშკის სიბნელე მხოლოდ მაძრწუნებს, სხვა არაფერი.
ყალბი სიტყვებით მოტყუებული, მე გენია, ბევრჯერ გავბრიყვდი. ერთეულებს გამოვარჩევდი, ამაში შევცდი, მივენდე მათ, და აი, კოშკის ჭიშკარიც ნელა იღება. შევდივარ. მტვრით გაჟღენთილი სივრცე მომწონს. დანგრეულ კიბეებზე ფრთხილად ავდივარ.
არასდროს მიგვრძნია ის, რომ ვინმეა ჩემთან. თქვენ, ვერასდროს მიგებდით და არასდროს მტოვებდით, რადგან არც ყოფილხართ ჩემთან. რომ გცოდნოდათ, თუ რას განვიცდიდი გაღვიძებიდან შემდგომ წამებში, შემიბრალებდით. აი, ასეთი მწუხარებაა ჩემთან.
კოშკის თავზე ვარ და ხმელეთს ვერ ვხედავ ნისლის გამო. სევდით ვივსები... აბა, დროებით ხალხნო და გამარჯობა ღმერთო, თუ არა უსასრულობავ არარაობის ფერში.
ვხტები კოშკიდან. ვემზადები დანარცხებისთვის და ვუმზერ ჩემს მტვრიან ფეხსაცმელებს.



№1  offline წევრი Ignifex

რა კარგი იყო! მომეწონა ძალიან,რა გითხრა არ ვიცი :D წარმატებებს გისურვებ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent