შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობების ტრაექტორია


1-10-2015, 22:33
ავტორი gvanc(a) 15
ნანახია 3 271

არასოდეს მესმოდა,რატომ გლეჯდნენ გვირილების ფურცლებს,ასე უმოწყალოდ.
შემდეგ დრო გავიდა,ქარი ამოვარდა და გრძნობები აიმღვრა. უკვე ნაცნობი გახდა რომ არამარტო გვირილების ფურცლები,ზოგჯერ გულიც კი იგლიჯებოდა პიროვნების სხეულიდან. ამ რეალობამ დამაკარგვინა ოცნების აღქმის უნარი და მაქცია რეალისტის მოსაბეზრებელ მონუმენტად.
ადრე ბევრ კითხვას ვსვამდი. ცრემლები მაშინებდა, ,,ასე როგორ ტირიანთქო“ ვბორგავდი.წლები გადიოდა და ამასაც ეძებნებოდა პასუხი. სულ როიალი მელანდება ხოლმე, გაჭირვების ჟამს. დიდებული რამაა, ხელოვნების მუზეუმს გავს,თითქოს მხოლოდ მათთვის არის შექმნილი. იგი სილამაზის უწყვედ ნაკადს გასცემს და ბგერების სახით უნიათოდ ზემოქმედებს ჩვენზე. ზემოქმედება-ყოველთვის იწვევს მიჩვევას, იგი გვაბრუებს, გვაჯადოვებს,ყოველივე სულიერს სპობს. საკმარისია, როიალმა ერთი კლავიში მაინც დაკარგოს და მისი ზემოქმედება,იმდენად მინიმალური ხდება, გადაგდების სურვილით ვიწვით.
და ამის შემდეგ, მე დარწმუნებულიც კი ვარ რომ ადამიანები გვანან-როიალებს.
შემდეგ ისევ ჩნდებოდა კითხვები, ეს იყო ფიქრის და ემოციის ზღვა, მე ვიყავი დეგუსტატორი ყოველივე ახლის, მე მათ გემოს ყველა შეგრძნების წერტილში ვგრძნობდი და მეგონა სამყარო არაფერი იყო გარდა ამის, მიკვირდა მწუხარების არსებობა დედამიწაზე. მიკვირდა ყოველივე, რასაც არ უხდებოდა ღიმილი.
,, ოპტიმისტი“... ეს არის ასოციაცია,რომელიც ექმნებოდა ყველას, ჩემი რამდენიმეწლიანი არსებობის მანძილზე. ეს გავდა უფრო თანაგრძნობით გადმოგდებულ შეფასებას,რომელიც აუცილებლად ელოდებოდა ,,პესიმიზმს“. წინასწარ შემატყობინეს,რომ მე მელოდებოდა ყოველივე ცუდი რაც აქამდე არ ყოფილა და მეც ველოდებოდი...

ალბათ ყველაზე მელანქოლიური რაც სამყაროს, ღმერთს (ანდაც რა მნიშვნელობა აქვს) შეუქმნია, არის სიყვარული.
ასევე დიდი შეცდომაა მისი არსებობა, რადგან მან წამართვა კითხვები. ის შეიქმნა ადამიანთა გამოსამწყვდევად.
თავიდან ეს იყო მსუბუქი მელოდია, ანდაც დავარქვათ ყველაზე ღია ფერი რაც კი არსებობს. მთავარია მისი ამორალური სიმარტივე და შეუქმნელი ზეგავლენა. ირგვლივ ვნების ცეცხლი დუღდა, რომელზეც ვარდების მთელი ზედახორა იყო დაყრილი. რამდენიმე ფრად აგიზგიზებული ცეცხლი,რომელიც ზოგჯერ ლურჯ და ზოგჯერ ყვითელი ვარდების ჩრდილს ირეკლავდა, სიმბოლო იყო -ტანჯვისა და ბედნიერების. ჩვენ ვცეკვავთ ამ კოცონის გარშემო, ჩვენ,როიალის მსგავსი ადამიანები და ყოველი წრის დარტყმის შემდეგ, თითო გრძნობას ვაგდებთ.
იმის მიუხედავად რომ უნამუსოდ ვთვლი, ყველა იმ შემქმნელს რომელმაც სიყვარულის აღმოჩენაში მიიღო მონაწილეობა, მგონია, უბედურია ყველა, ვისაც ერთი წრე მაინც არ დაურტყამს ამ კოცონისთვის და მისი მწველი, შესანიშნავი კოცნა არ უგრძვნია.
მართალია, ჩვენ ზოგჯერ ერთმანეთის გრძნობებს სუვენირად ვიტოვებთ,უბრალოდ ხანდახან სასიამოვნოა მათი ზედაპირიდან მტვერის გადმოწმენდა ანდაც რამდენიმე წამი იმაზე ფიქრი, როგორ და რანაირად გავჩნდით იმ პლანეტაზე,რომელიც ზიზღისა და სიბოროტის მიუხედავად მაინც სიყვარულით ყვავის.

სიტყვები იქ მთავრდება სადაც გრძნობები იწყება ხოლმე.
არ ვიცი რამდენნაირ გუაშშია ჩემი ფუნჯი ამოვლებული, არც ხატვის და არც ფერების მესმის რამე, უბრალოდ ვხვდები და ვხედავ-საოცრების არსებობას დედამიწაზე.
როგორც ჩემმა ადამიანმა მითხრა, ადამიანები კი არა, გუაშები ხატავენ ადამიანებს. ყოველი დასმული ხაზი თეთრ ფურცელზე, ჩვენი სულიერი სამყაროს ავტოპორტრეტია. სად იქმნება სასწაული თუ არა ამორეცხილ, თეთრ ზედაპირზე,თან დართული მელანქოლიური სურნელით...

ტკივილი იქმნება და კვდება, ჩვენ კი უნდა ვეძიოთ მისი ცეცხლში შეგდების გზები.
მიუხედავად ჩემს იგრგვლივ არსებული სიმარტოვის, ოდნავ მელოდიურად ცეკვავს სიცარიელე და ისმის მივიწყებული როიალის ხმა...
მე ვეძებ სიტყვებს, ხელშეუხებელს,აუნთებელს, თუმცა ვგრძნობ ეს ის მომენტია,როცა დასასრული ნიშნავს გაგრძელებას.
მე ვიზრუნებ იმაზე,არ დავკარგო არც ერთი კლავიში და არ გახდეს ყოველი ჩასუნთქვა, ბანალურად უინტერესო, რადგან მტკიცედ მწამს როიალის და ადამიანის უსაზღვრო მსგავსების და ასევე იმის,რომ რაც არ უნდა დავწერო, სასწაული და ყოველი გრძნობა,რომელზეც ამდენი ვილაპარაკე,ვერასოდეს იქნება ახსნილი,რადგან ისინი ფერებივით დომინანტები და კატასტროფულად ჯიუტები არიან...



№1 სტუმარი :))

რა მდიდარი ლექსიკა გაქვს...
რა თავისუფალი ფანტაზია...
როგორი კარგი ხარ!
ვჩუმდები...

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

საოცარიაა! მართლა როგორი კარგი ენით წერია, ვგრძნობ როგორი განათლებული და ღირსეული მეტოქე ხარ ყველასთვის, ვინც წინ დაგიდგება. ბრავო!!!
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent