უჰაერობა
ღამის 3 საათია ირგვლივ უკუნითი სიბნელეა თითქოს დედამიწა ისვენებს ყოველდღიური აურზაურისაგან და ისიც ჩემნაირად უძილობისაგან გამოფიტული თავის სათქმელს უკუნითი სიბნელით გამოხატავს მე კი აივანზე ვზივარ და ფიქრებით დაღლილი ვფიქრობ ყველაფერზე რისი გაფიქრებაც შესაძლებელია. ვფიქრობ იმ უჰაერობაზე რასაც მე ყოველდღიურად განვიცდი ეს არ არის ხორციელი უჰაერობა ეს არის გაცილებით მძაფრი და საშინლად დამღლელი სულიერი ტანჯვა ჰაერის უკმარისობა. ისეთ შეგრძნება მაქვს თითქოს ცარიელ ზარხუფში ვარ მოქცეული სადაც ჟანგბადი არ არის განმარტოებული უაზროდ დავბორიალობ და უშედეგო ბორიალის შემდეგ თავბრუ მეხვევა და ვეცემი მაგრამ,ჩემი ჟინი არ მაძლევს დამარცხების საშუალებს და ისევ ძლივს ძლივობით ვდგები ფეხზე მერე ისევ ისე უაზროდ ვიწყებ ბორიალს და ძალა გამოცლილი ვვარდები მაგრამ რაღაც ძალა ფეხზე კვლავ მაყენებს ესე უაზროდ და უშინაარსოდ გრძელდება ყოველთვის. ნეტავ როდის დავაღწევ ამ საშინელებას თავს? ნეტავ როდის დაესმევა ერთხელ და სამუდამოდ ამ საშინელებას წერტილი? ნეტავ სადამდე ვერ შევისუნთქავ ნამდვილ ჟანგბადს აი ისეთ ჟანგბას თავისუფლებას და ბედნიერებას რომ გახსენებს? ეს კითხვები შინაგანად მღრღნიდა მაგრამ პასუხი არ არსებობდა. არ არსებობდა ისეთი პასუხი რომელიც ჩემს დასმულ კითხვებს სრულად დააკმაყოფილებდა. ახლა წამოწვიმა და წვიმის მელანქოლიურ სურნელზე ის ბიჭი გამახსენდა ვისზედაც მთელი დღე განუწყვეტლივ ვფიქრობ ხოლმე გახსენების თანავე ვეცადე თავიდან ამომეგდო მაგრამ უშედეგოდ ცდუნებამ ჩამითრია და წარმოვიდგინე მხოლოდ მე და ის მარტოდმარტო ერთ პატარა სახლში ამდაგვარი ფიქრები ხშირად მსტუმრობდნენ განსაკუთრებით მარტოობის დროს, მაგრამ ასეთი ფიქრების მოახლოების დროს ვცდილობ რომ ამ უაზრო და უშედეგო ფიქრისგან შორს დავდგე რადგან ასეთ ფიქრებს ჩემთვის ტანჯვის მეტი არაფერი მოაქვსთ.დავიღალე, დავიღალე ცალმხრივი და უშედეგოდო სიყვარულით, დავიღალე ყოვლდე უაზრო ხალხის სახეების ყურებით, დავიღალე მიზნისმიუღწევლობით, დავიღალე სხვებით და ჩემი თავით, დავიღალე ზედმეტი დაძაბულობით ,ამოუნთხეველი თავისუფლებით დავიღალე მოკლედ დავიღალე ყველაფრით რითი დაღლაც შესაძლებელია ჩემი სხეულის ყველა ნაწილი ახალგაზრდული დაუოკებელი და მოზღვავებული თავისუფლებითაა სავსე დაგუბებული მაგრამ, თავისუფლება ისევ ჩემს სხეულში რჩება თითქოს რცხვენია გამოჩენის და ურჩევნია შებოჭილი იყოს სადაც არის ვიდრე გამოჩნდეს და შერცხვეს ან შეიძლება არ შერცხვეს უბრალოდ შეეშინდეს უადგილო გამოჩენის არვიცი ღამეა მე კი ვფიქრობ სიკვდილზე იქნებ ეს იყოს ყოველგვარი ტანჯვის დასასრული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.