შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე გიჟი ვარ!


5-10-2015, 19:21
ავტორი ^sociopath rabbit^
ნანახია 3 776

ფსიქიატრიული-ადგილი სადაც ერთი შეხედვით შეშლილი,მაგრამ სინამდვილეში ყველაზე ჭკვიანი ადამიანები ცხოვრობენ.მეც ამ ადგილის მცხოვრები ვარ...უკვე 2 წელია რაც აქ ვარ და უამრავი გენიოსი გავიცანი...თითოეულ ადამიანს თავისი სამყარო აქვს,რომელიც მისი ოცნებებისგან შედგება და ეს სამყარო მას რეალობისგან აშორებს...მხოლოდ ამის გამო მოვხვდი აქ...მათი აზრით მე შეშლილი,სულელი ვარ და არაფერი მესმის,მაგრამ ეს ასე არ არის...მე ვიცი რა არის თავისუფლება და ვარ ბედნიერი რადგან არ მაქვს ვალდებულებები...არ ვცხოვრობ ერთდეროვანი ცხოვრებით,არ ვამცირებ სხვას,არ მშურს,არ ვგრძნობ თავს მარტო,იმიტომ რომ მყავს ჩემ მიერ გამოგონილი მეგობრები...ისინი(ჩემი მეგობრები) არ არიან ადამიანები,მაგრამ იციან მათზე ბევრად მეტი....ისინი არ მღალატობენ,არ დამცინიან და ყოველთვის ჩემთან არიან...ჩვეულებრივ ადამიანებს არ ესმით ჩემი,იმიტომ რომ მათი გონება ზედმეტად სუსტია...ისინი თავს ჭკვიან,განვითარებულ ინდივიდებათ თვლიან,მაგრამ არაფერი იციან...ისინი ვერასდროს გაიგებენ რას ვფიქრობ,რას ვგრძნობ...იდიოტები!ბრიყვები! მიუხედავათ ამ ყველაფრისა არ მძულნან,მეცოდებიან!მათ უფერული,მომაბეზრებელი ცხოვრება,უფრო სწორად არსებობა აქვთ...ყოველ დღე დადიან სამსახურში,უფუჭდებათ ხასიათი და ცდილობენ სხვებიც მოშხამონ...ჩხუბობენ წვრილმანებზე,კარგავენ მათთვის ძვირფას ადამიანებს არაფრის გამო...კვდებიან ისე,თითქოს არც უცხოვრიათ,კვდებიან უბედურები,ყველაფრისგან დაღლილები...ზოგი მათგანი ვერ უძლებს ასეთ ცხოვრებას და თავს იკლავს,ამით გაურბის საკუთარ პრობლემებს,ამიტომ მეცოდებიან ისინი...მე გიჟი ვარ და ეს მიხარია,იმიტომ რომ არ ვარ მათნაირი!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent