შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე რომ ხატვა შემეძლოს ...


6-10-2015, 17:31
ავტორი sofo-sandro
ნანახია 4 190

მე რომ ხატვა შემეძლოს დავხატავდი მზეს და აუცილებლად მეცოდინებოდა რომ ნებისმიერ დროს , ადგილსა და ამინდში ის გაგათბობდა . მე რომ ხატვა შემეძლოს მთიდან წამოსულ გრილ ნიავს დავხატავდი რომ შენამდე ბინდიანი მოგონებები მოეტანა . აღელვებულ ზღვას დავხატავდი რომ გეგრძნო სიმშვიდის გემო . ერთი ხელის მოსმით გავავლებდი დაუსრულებელ გრძელ ბილიკს და მის ბოლოს დიდ სიხარულს რომ გაგეგო მოთმინების ფასი . ეზოს კარს პატარა ზარს დავკიდებდი გაღებისას რომ ეწკრიალა რომ გცოდნოდა როგორია ლოდინი . კოცონს დავხატავდი , ღამით , ნაწვიმარზე რომ გცოდნოდა რამხელა მნიშვნელობა აქვს სითბოსა და სინათლეს შენთვის . ფურცელსა და კალამს – მელნის გარეშე , სიცარიელე რომ გეგრძნო . და ბოლოს , ნახატის უკან ჩემს გულს დავხატავდი რომ გენახა თუ როგორ ძგერდა როცა შენ გხედავდი ..



№1 სტუმარი bla

♥♥♥♥♥♥♥♥♥ ^_^

 


№2  offline წევრი maridb

ძალიან ძალიან მომეწონა <3 კარგი გოგო ხარ<3 ასე გააგრძელე წერა <3 მე შენი ერთგული მკითხველი ვიქნები.
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent