ჭუჭყიანია ადამიანთა ენა.
ჭუჭყიანია ადამიანთა ენა. ამ ბოლო დროს ღმერთმა ერთი ნიჭი მარგუნა, აქამდე ვერც კი ვხდებოდი რას ფიქრობდნენ და ლაპარაკობდნენ ადამიანები ჩემს ზურგს უკან, ვხდეავდი მხოლოდ იმას თუ როგორ შემომციცინებდნენ ლამაზი ღიმილით ყველანი, მეც მეტი რა შემეძლო გარდა იმისა, რომ ყველასთვის იგივე მეპასუხა. ამას ვაკეთებდი ინსტიქტურად და გულწყფელად. ახლა კი აღარ ვიცი კარგია ეს თუ ცუდი. კარგია, რადგან ვხვდები ვინ რას წარმოადგენს სინამდვილეში, ვინ რა სიბინძურეს ხლართავს გონებაში და ვის როგორი ვგონივარ ჩემი არეული ხასიათის გამო. ასევე კარგია, რადგან მეცოდინება ვის შემიძლია გავუღიმო და ვის არა. ცუდია, რადგან, რომ არა ეს ყველაფერი აფერისტებს დღემდე გავუღიმებდი (ხო, ეს ერთის მხრივ ცუდიცაა, რადგან მეგონა ვიმსახურებდი და რადგან გული მერევა ახლა მათზე). საოცრებაა, ღმერთს ვსთხოვდი ძალა მოეცა ჩემთვის, რომ ყველა შეტაკებას ქვასავით ძლიერი დავდგომოდი და მან ეს ნიჭი მომცა. მოცემული მომენტიდან დრო როგორც კი გადის მთელი ჩემი ქვეცნობიერი და გული მკარნახობს რა მოხდა და როცა საბოლოოდ გაივლის დღე მთლიანად ამოხეთქავს ხოლმე მთელ ჭუჭყიან ენათა ბრძოლა ჩემს თავზე. თავს ისე ვგრძნობ თითქოს ამ ბრძოლის ველს მეც იქ ვიყავი და ვერაფერს ვერ ვამბობდი, ისე მესმის და ისე განვიცდი ყველაფერს როგორც გვერდზე მოსიარულე არაფერი, როცა კილომეტრებით დაშორებული ვარ ამ ბრძოლას. თავს ისე ვგრძნობ, როგორც მარიტა "ნატვრის ხეში", თითოეული გადაუმოწმებელი ტალახი მტკივა ჭუჭყიან ენათა ბრძოლის არედან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.