შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დროა!


14-10-2015, 00:51
ავტორი keke11
ნანახია 2 382

-დროა!-ისმის უფლის ხმა.
-რისი უფალო?-ვპასუხობ მე.
-ახალი სიცოცხლის დაბადების.
-მე რატომ მიღიმი უფალო?
-სწორედ შენ იბადები. ცოდვილ დედამიწაზე გგზავნი.
-რისთვის უფალო? იქ თუ ცოდვა სუფევს დავრჩები.
-არა! შენ დაგეხმარებიან. ეს ჩემი გამოცდაა.
-ვინ დამეხმარება?
-შენი ანგელოზი!
-და ვინ იქნება ის?
-შენ მას დედას დაუძახებ.
-ჯერ მზად არ ვარ, უფალო. აი, გულიც კი არ მიცემს.
-იმიტომ რომ ის შენს ანგელოზს აქვს. დაიბადები და შენი გულიც იფეთქებს მთელი გამოცდის დროს.
-დედას? მას აქვს გული?
-კი,სწორედ მას. იცოდე, კარგად დაიმახსოვრე. ის შენი ანგელოზია.
-მესმის უფალო.
-გისურვებ შენი სიწმინდე არ დაგეკარგოს.
-მადლობა ღმერთო.
სინათლე... მე ვტირი.... ვინაა ეს თეთრ ხალათში? სადღაც მიმარბენინებენ.
-დამშვიდდი. დედასთან მიგიყვანენ.
მიღიმის... გულში მიხუტებს... ტირის...
-უფალო, ჩემი ანგელოზი რატომ ტირის?
-უხარია, შენი დაბადება უხარია.
-უფალო, მას ბუნდოვნად ვხედავ. რატომ?
-მალე დაინახავ ნათლად, მაგრამ ვეღარ გაიგონებ ჩემს ხმას.
-რატომ უფალო? რომ მომინდება გელაპარაკო რა ვქნა?
-ასეა საჭირო. მელაპარაკე. მე გავიგონებ შენს ხმას.
-და პასუხები? პასუხები სად ვიპოვო?
-ლოცვებში. იქ იპოვი პასუხს.
-კარგი უფალო.
-ეცადე დიდი ცოდვებით არ დაბრუნდე. იცოდე, რომ კვლავ შევხვდებით და არ გაგიხდეს ბევრი სანანებელი.
-მაშინებ.
-სიმართლეს გეუბნები შვილო. არასოდეს დააყენო არც ერთი მოკვდავი დედაზე მაღლა. ის წმინდა უნდა იყოს სამუდამოდ შენთვის. დროებით შვილო.
-ნახვამდის უფალო.
მე გავიზარდე... მე შევცოდე... მე გავაკეთე სიკეთე... მე უნდა აღვესრულო... ისევ სინათლე...
-უფალო...
-შვილო, მალე იქნება განკითხვის დღე და მე მივიღებ გადდაწყვეტილებას.
ორმოცი დღის შემდეგ.
-ბევრი ცოდვაა შვილო.
-სიკეთე უფალო? რომელი უფრო ბევრია?
-თითქმის თანასწორია, მაგრამ შენ მოხვდები მიწისქვეშეთში და არ ამაღლდები.
-რატომ უფალო?
-შენ რომ იბადებოდი, მე ვთქვი: -დროებით შვილო. შენ:-ნახვამდის უფალო. აი, ამიტომ.
-უფალო.. მე.. თუმცა რა? მე უძლური ვარ შენ კი მართალი. მოხდეს ისე როგორც გენებოს შენ.
-ანგელოზებო... მიაცილეთ სამოთხემდე...
-უფალო.. მე ვერ გავიგე..
-შენ არ დაიწყე თავის მართლება. შენ თავმდაბალი ხარ. ანგელოზებო მიაცილეთ.
-მადლობა უფალო.
-შენ ჩემი შვილი ხარ და არასოდეს დაივიწყო ეს!



№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

ვაუუუ რა მაგარია love შენი ნიჭი კვლავ ძალაშია... <3 შემდეგი ისტორია გვნებავს recourse
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№2  offline წევრი keke11

ErckeMydass25
ვაუუუ რა მაგარია love შენი ნიჭი კვლავ ძალაშია... <3 შემდეგი ისტორია გვნებავს recourse

კვლავ დიდი მადლობა ^_^ აუცილებლად დავდებ <3 წერის მომენტშია ახლა ერთ-ორ თავს დავწერ და შემოგთავაზებთ <3

 


№3  offline წევრი nini31323

Ra magari iyo?! Saocreba. Pirvelad vkitxulob shen nashromebs da ukve dzaan momwons

 


№4 სტუმარი Nino

Magari leqsia dzaan momewona sagol????❤????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent