მოლოდინი
ზამთრის ცივი დილა. 7-8 რვა წლის გოგო მეორე სართულზე, თავის ოთახში, ფანჯარასთან ზის. ხელები ფანჯრის რაფაზე შემოუწყვია და სოფლის დაცარიელებულ ქუჩას სევდიანი თვალებით გასცქერის.ცოტა ხნის შემდეგ, თავი მაღლა ასწია, ფანჯრის მინდა დააორთქლა და თითით კაცი დახატა. კაცს ხელში იარაღი მიუხატა და ქვევით დაწერა --"მამა". უცებ, ეზოში შემოსული კაცი შეამჩნია, რომელიც სახლის კარებისკენ მორბოდა. კაცს პატარა ჩანთით თავი დაეფარა, რომ არ დასველებულიყო. სახე არ უჩანდა. კარს მოადგა და ზარი დარეკა. გოგონას თვალები გაუფართოვდა, ოთახიდან გავარდა, კიბეები ჩაირბინა და კარისგან ოდნავ მოშორებით გაჩერდა. დედამისი სამზარეულოდან გამოვიდა, მაღალი, ლამაზი ქალია. მის სახეზე სევდა და მწუხარება იკითხება. გოგო კარს თვალს არ აშორებს. დედამ კარი გააღო, ზღურბლს იქით უცნობი დგას. - გამარჯობათ, ნაფეტვარიძე მარიამი თქვენ ბრძანდებით? (უცნობი) - დიახ, მე ვარ. (მარიამი) - თქვენს სახელზე წერიალია. (უცნობი) უცნობმა წერილი მარიამ გადასცა, ჩანთა თავზე დაიფარა, და ისევ სირბილით წავიდა მეზობელი სახლებისკენ. ქალი სამზარეულოსკენ გაბრუნდა. გზაში სწრაფად და ნერვიულად ხსნის კონვერტს. მაგიდას მიუჯდა და კითხვა დაიწყო. კითხვა დაამთავრა, თავი აწია, სახეზე ისევ უწინდელი ნაღველი მოეფინა, თითქოს იმედი გაუცრუვდაო. გოგო დედის კალთას დაეყრდნო. - დედა, ვისგან არის? (გოგო) - ბებიასგან...მოგიკითხა (მარიამი) ბავშვმა ისევ მოიწყინდა და თავის ოთახში აბრუნდა. ისევ ჩამოჯდა ფანჯარასთან და მინაზე დახატულ ჯარისკაცს დაუწყო ცქერა. მოულოდნელად სოფლის მდუმარება მანქანის ხმამ დაარღვია. სამხედროების მანქანამ გზაზე ჩაიარა, სახლს შემოუარა და უკან ეზოში გაჩერდა. გახარებული გოგო სკამიდან წამოხტა და ოთახიდან გავარდა. კიბეები ჩაირბინა, ეზოში გასასვლელი კარისკენ გაიქცა, კარი გააღო და გაჩერდა. - მამა! (გოგო) მანქანიდან ოთხი ჭუჭყისგან გაშავებული, დაღლილი ჯარისკაცი გადმოვიდა. ისინი ეზოში გამართულ წყლის ონკანისკენ გაემართნენ. - მამა! (გოგო) ჯარისკაცები გოგოს ყურადღებას არ აქცევენ, მხოლოდ ერთმა გამოხედა ზანტად, რომელიც მათარას ავსებს წყლით და ისევ განაგრძო თავის საქმე. სამზარეულოდან მარიამი გამოვიდა, გოგონას მხარზე ხელი მოხვია: - შინ შემოდი...მხოლოდ წყალი უნდათ. გოგო ისევ ზევით, ოთახსი ადის და მინაზე დახატულ ჯარისკაც უყურებს. გუგულიანმა საათმა თორმეტჯერ ჩამოკრა, ამას მოჰყვა ტელეფონი ზარი და ამ ორს, კარის ზარიც დაემატა. - ლიზიკო კარი გააღე, ტელეფონზე ვლაპარაკობ! (მარიამი) გოგომ კიბეები ჩაირბინა, მივიდა კართან, გააღო და ოთახში დაღლილი ჯარისკაცი შემოლასლასდა. ჭუჭყიანი, ალაგ-ალაგ შემოხეული ტანსაცმელი აცვია. ჯარისკაცი პატარა გოგოს შეხედავ დამწუხრებული სახით, მერე ჯარისკაცის ქუდს გაუწვდის. ლიზიკო ნელა, შიშით გამოართმევს. ამ დროს ოთახში მარიამი შედის. - გურამ! და ჯარისკაც გადაეხვევა, - ლიზიკო, ადი შენს ოთახში! (მარიამი) გოგონა კიბისკენ გაიქცევა. ასვლისას შეჩერდება, უკან მოიხედავს და დაინახავს როგორ გააქნია ჯარისკაცმა უარყოფის ნიშნად თავი და როგორ ამოიკვნესა დედამ. მარი ხელებს სახეზე აიფარებს და მუხლებზე დაეცემა. ჯარისკაცი შეწუხებული ახედავს გოგოს. შეშინებული ლიზიკო ქუდს ჩაიხუტებს გულში და ატირებული თავის ოთახშ შევარდება. იქვე კარებთან გაჩერდება და ფანჯრის მინას შეხედავს. მინაზე ნახატი გამქრალიყო... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.