"სიკვდილის " მოკაკუნება
წლის ყოველი დრო განსაკუთრებულია, მისივე შესაშური სილამაზით. ყოველ გაზაფხულს, ზაფხულს, შემოდგომასა თუ ზამთარს დიდი მოლოდინით ველით. ისევე როგორც ყოველი დღის მზის ამოსვლას,როგორც ახალი ცხოვრების საწყის ეტაპს. გაზაფხული დაბაებასთან ასოცირდება, ბუნების გაღვიძებას გვაუწყებს, ზამთარი კი მიძინებასთან არის დაკავშირებული.ორი ურთიერთ საპირისპირო მხარე. ვთვლი, რომ ზაფხული მოცემული რესურსების გამოყენების პერიოდია, სილაღისა და მწვერვალების დაპყრობის, შემოდგომა....შემოდგომა კი დასაფიქრებელია. ის მშვიდი და მრავალფეროვანია, ამ დროს ბუნების შემყურე ადამიანი ხვდება, თუ რა დიდი შემოქმედია ბუნება, რომ მის ძალებს ნამდვილად აღემატება. შემოდგომის მიწურულია, ფოთლებით ივსება ქუჩები, საღამოსწვიმა გვისვენებს ფანჯრის მინებს, თითქოს გვამცნობს, რომ ზამთარი გვიახლოვდება. მახლობელ უბნის ეზოში, შესაშური ხედია. იქ, სადაც ლამაზად მოპირკეთებული კვერია, ირგვლივ ხეებით არის გარშემორტყმული, მათი ფერთა გამმა... თვალს ვერ მოსწყვეტს ვერცერთი მხატვარი, ვერცერთი მწერალი თუ უბრალოდ სილამაზის მოტრფიალე ადამიანი. - დილა მშვიდობისა ქეით! -სიმშვიდე დაარღვია ეტლით მოსულმა მეზობელმა ძიძამ. - დილა მშვიდობისა ნანა. - რა სიმშვიდეა და რა სილამაზეა, ვიფიქრე გამოვიყვან მათეს გავასეირნებთქო, გრილა მაგრამ.. - კი, ლე მაგრამ რა ჯობია დილის მზესა და სუფთა ჟანგბადს?! მთავარია თბილად ეცვას. - რა თქმა უნდა. როგორ არის შენი საქმეები? - არაუშავს, ნელა-ნელა ყველაფერი წინ მიიწევს ღვთის წყალობით. - მიხარია. ვხედავ თმა შეგიჭრია, ქუდიც გაფარია, მაგრამ გიხდება, ნამდვილად გიხდება, მაგრამ არ დაგენანა ის დალალები?! - ხოო.. - ჩაიცინა ქეითმა- მადლობა კომპლიმენტისთვის. - მე დღემდე მენანება შეჭრა და თან ასე მოკლედ. - ზოგჯერ საჭიროა, ზოგჯერ სიხალე აუცილებელია. - ოფ, სიახლე, ასე იმდენი სიახლეა შემოტანილი ყველა, რომ გამოვცადო რომელი ნანა ვიქნები მერე?! - ნაწილობრივ გეთანხმები, მაგრამ მცირეოდენი სიახლე ხომ ხასიათზე დადებითად მოქმედებს?! როგორც ცხოვრების ახალი ეტაპი. - ეს საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ დაგეთანხმები.- თქვა და თავი შეაქცია. - კარგი კარგი, როგორც გინდა. ახლა კი წავედი , მერე გნახავ ნანა, მათე... გაკოცე. - აბა კარგად. ქეითი ნანასთან კარგად იყო, ასევე მათეს მშობლებთ ლიკა და თორნიკესთან. ლიკა და ქეითი ზაფხულობით ერთად ისვენებდნენ, ზღვაზე გაიცნეს ერთმანეთი, ლიკა, რომ გათოვდა ქეითის მეზობელ უბანში გადმოვია საცხოვრებლად. საკმაოდ ახლო და კარგი ურთიერთობა აქვთ.ლიკა უფროსია, მაგისტრატურაზე სწავლობს სამედიცინოში, ქეითი კი მეოთხე კურსზეა, უნივერსიტეტში. - ანი როგორ ხარ? - კარგად შენ? - არამიშავს, მოდიხარ აკაკის სემინარზე? - კი და მერე გავდივარ საქმემაქვს. - რა საქმე? ხდება რამე? - გოგო გოგოებმა ერთად გავიდეთო იაშვილში გავიღოთ სისხლიო და ბლა, ბლა, ბლაა.. - უი რა კარგია! ყოჩაღ - გინდა წამო შენც? ნუ , თუ სემინარი გაქვს... - სემინარი?! არა არ აქვს თავისუფალი ვარ, თან ლიკა ხომ იცი მანდ მუშაობს და თან ვნახავდი. - ძაან კარგი, აბა ერთ საათში გავდივართ ე.ი. - ხო, წამო , წამო ხომ იცი არ უყვარს აკაკის დაგვიანება. - აი რეგისტრატურა, მოდი და რიგ-რიგობით გავიაროთ. - კაი მიდით თქვენ, მე ბოლო ვიქნები, მანამდე ლიკას ვნახავ. - კარგი. - გამარჯობათ, ლიკა ხიზანიშვილი სად შეიძლება ვნახო? რომელ კაბინეტშია? - 308-ში მიბრძანდით. -მადლობა. -ლიკააა.. როგორ ხარ? - ქეით, კარგად შენ? რამენი ხანია არ მინახიხარ! - ხო, ასეთი დატვირთული გრაფიკი გაქვს.. მეც. - ხომშვიდობაა? რატო მოხვედი? - მშვიდობაა, გოგოებს გამოვყევი სისხლის ჩაბარებაზე და ბარემ ვნახავთქო. - უი რაკარგი გოგო ხარ შეენ! სიკეთეს აკეთებ და თანაც გამახარე. - აბა. შენს კაცუნას კი ვნახულობ ხშირად, ნანას გამოყავს ეზოში და.. - ხოო?! კარგია, იმ დღეს მითხრა ვნახეო, სტილი შეიცვალაო.. - თმებიშევიჭერი გოგო... - სხვათა შორის ძაან გიხდება - შენ ხომ კარგად ხარ? - ამ გადატვირთული გრაფიკის შემყურე კიდე კარგადვარ. - უი, მირეკავს, კაი წავედი ჩემირიგიც მოსულა.. გკოცნი მერე გნახავ - კარგად. - ქეით არ გეშინია ნემსის? - სხვათა შორის არაა.. - საღოლ შენ რაა, მე კიდე ძაან განსაკუთრებით ვენაში. - არაა, მე თითში უფრო მეშინია ხოლმე, ვიდრე ვენაში. - აბა შეკარით მუშტი... ასე, ნუ გეშინია არ გატკენ.. ღიმილით თქვა ექიმმა. - შენ რა უშიშარი ხარ, ექიმო ამ გადასხმისმერე კიდევ როის არის შესაძლებელი? - კიდევ? ექვსი თვის მერე როცა გინდა,მთავარია იყო ჯანმრთელი. - აჰა, გასაგებია, მადლობა - აბა, გისურვებთ ჯანმრთელობას. - მადლობა. გოგოები გახარებულები დაბრუნდნენ სახლში, სიამაყით.ამაყობდნენ, რომ სიკეთე გააკეთეს, ვიღაცას სიცოცხლე შეუნარჩუნეს. ეს ნამდვილად საამაყო და კარგი საქმეა. თუმცა ისიც იცოდნენ სისხლი დიდხანს ვერ ძლებს, დიდხანს არ უნარჩუნდება სასიცოცხლოდაუცილებელი ელემენტები, ამიტომაც ეს პირველი დღე დააწესეს სისხლის გაღების დღედ. - დილა მშვიდობისა მათე, ნანა როგორ ხარ? - კარგად შენ? ემზადებისაახალწლოდ? - კი, ძალიან მიყვარს და ერთი სული მაქვსხოლმე როდიმოვა, რომ ჩემსსაყვარელ ადამიანებს მივულოცო, საჩუქრები ვაჩუქო და მათთან ერთად ვიბედნიერო. - ძალიან კარგია, რა ჯობია როცა რაღაცკარგის მოლოდინში ხარ, სიკეთის კეთებისა და სიხარულის მინიჭების. - ნამდვილად. - უი მართლა ლიკა გირეკავდა გუშინ, მაგრამ ვერ დაგიკავშირდა.. - ხო გამიფუჭდა ტელეფონი ვეღარ ვტენი. - გადმომირეკოსოთუ ნახავო. - გადავურეკავ, ჯერ საქმეებიმაქვს და დავრეკავ. საახალწლო სამზადისში ჩართული ოჯახი! აი ეს არის ახალი წლის მოლოდინი. დედა სამზარეულოში ტრიალებს, მამა გოჭის შეწვას ელოდება რომ სახლში მოიტანოს და დაანაწევროს, მანამდე კი მაღაზიაში სურსათს ეზიდება... დილის 9 საათიდან თონესთან რიგს იკავებს. შვილები კი სუფრას აწყობენ, დედას ეხმარებიან, რთავენ ტელევიზორს და საათს დაჰყურებენ, არ გამორჩეთ წამი რათა პატრიარქის მოლოცვამოისმინონ, პრეზიდენტის და თავადაცმიულოცონ საჩუქრებით ერთმანეთს ახალი წლის შემობრძანება. აცილებენ ძველს და კარს უღებენ მეკვლეს, სთავაზობენ ტკბილეულს(გოზინაყს) სასმელს (ღვინოს, შამპანიურს), იმ იმედით, რომ მეკვლე კარგი ფეხით (კუჩხიბედინერი) შემოიტანს სიკეთესა და სიხარულს მათ ოჯახში. - გილოცავთ, გილოცავთ, მამა დედა... ეს თქვენ, ლუკა ეს შენ.. - ქეით, დიდიმადლობა შვილო.. აი შენ "თოვლის ბაბუსგან" - თქვა მამამ და სიცილით მიაწოდა საჩუქარი. ტელეფონის ზარები, არწყდება.. - გილოცავ ლიკა, იყავი ჯანმრთელი და ბედნიერი შენს ოჯახთან ერთად. - ქეით...- უცებ ლიკას ტირილის ხმა მოესმა. - ლიკა? -მეც გილოცავ... ახალ წელს ღმერთმა მრავალს დაგასწროს, ძალიან მიყვარხარ. - მეეც მიყვრხარ. ნანამ მითხრა ვერ დაგიკავშირდაო, მეც გამომრჩა, ვერც გავიხსენე, რისი თქმაგინდოდა? - ..... მერე გტყვიჯობია! - არა არაა.. ახლა ახალიწელია და მინდა ახალი ამბები გავიგო. - არა.. - ლიკა მითხარი,მიდი გისმენ. - შენ... შენს სისხლში... იმ დღეს , რომ.. ქეით დიდი ალბათობაა, რომ შენ ც ჰეპატიტი გქონდეს. -.................................................................... - ქეით..ალო.. მაპატიე ქეით... ალო... - ქეით შვილო რა მოხდა? ქეით.. - ალო, რომელი ხართ? - ლიკა ვარ მარინა დეიდა, სადაა ქეითი? - გული წაუვიდა, რა მოხდა? რამე უთხარი? რამოუვიდა? - ლუკა სასწრაფო გამოიძახე! - მარინა დეიდა... - ლიკა სასწრაფოს ვიძახებთ მერე დაგირეკავ. -ამ ახალ წელს, ასეთ ბედნიერს რა დაემართა? მარინა ისევ უჭმელობის ბრალი ხომ არაა? - არა, არა! დღეს ჭამა საჭმელი, არ ვიცი სოსო არ ვიცი.. - ქეითის მშობლები ხართ? - დიახ ექიმო... როგორაა ჩემი გოგო? შეგვიძლია წავიყვანოთ უკვე? - კი შეიძლება, მაგრა რამოდენიმე ანალიზს გავუკეთებთ და შემდეგ. -ანალიზი? რისი?...ექიმო.. - გაგებინებთ. ესეც ახალი წელი საავადმყოფოში... ჯანდაბა! -ქალბატონო მარინა,მოვედი.. როგორ არის? - ლიკა... არვიცი ანალიზების მერე გეტყვითო. - სისხლის საერთო ანალიზების პასუხები მივიღეთ. - გვითხარით რა ხდება ექიმო.. - ქეითს ცე ჰეპატიტიტის საშიშროებაა, დამატებით უნდა გაუკეთოთ ანალიცი ინფექციურში ც ჰეპატიტზე აქვე გავუკეთებდით,მაგრამ აქ არ კეთდება. - ეგ როგორ? როგორ შეიძლება.. - , სამწუაროდ ამ ვირუსულ ინფექციას არ გააჩნია სიმპტომები, მხოლოდ უმნიშვნელო, სისუსტე, უმადობა, ძილის დარღვევა.... და სხვა რასაც არც თუ ისეთ საშიშად აღვიქვავთ. - ინკურნება? - შესაძლებელია,კი მთავარია გავარკვიოთ აქვს თუ არა, შემდგომ კი მივყვებით არსებულ მდგომარეობას. - ღმერთო! ხვალვე გავუკეთებთ ანალიზს. გოგონა მალევე გამოწერეს. მშობლები ადგილს ვერ პოულობდნენ, არ იცოდნენ თუ რა ექნათ. სახლში მისულმა ქეითმა კი გადაჩხრიკა მთელი ინტერნეტ სივრცე ამ ვირუსულ ინფექციის შესახებ. ეცნობოდა არსებულ სიტუაციას, ცდილობდა რეალურად შეეხედა სიტუაციისათვის და დეპრესიას არ დაებინდამისი გონება. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, შინაგანმა სისუსტემ სძლია.. მან თავისი თავი გარიყულად მიიჩნია, ცრემლი ცრემლზე მოსდიოდა, მასთან ერთად ბუნებაც ტიროდა. - დედა.. რატომ? - ქეით ჩვენ დავძლევთ ყველაფერს ერთად! ჯერ ანალიზის პასუხი გავიგოთ, დღეს წავიდეთ და მალევე გვეტყვიან. - ექიმმა მითხრა შესაძლოა მანიკურ-პედიკურის დროს გადაგედოო, ან ნემსით, ან გადასხმისას ან .. ან არ ვიცი.. ეს ხომ კატასტროფაა - დამშვიდდი ჩემო გოგო, ნუ ინევიულებ, ყველაფერი კარგად იქნება! ვირუსი,ვირუსი, ც ჰეპატიტი.. ღმერთო ნუ თუ მართალია ეს ყველაფერი? მეშინია, მეშინია თუ ეს ასეა, მეშინია რომ მომიძულებენ ჩემთვის საყვარელი ადამიანები, შევეცოდები, სისასტიკეა ყოველგვარი შებრალება, ამ დროს თავი ხომ არარაობად მიგაჩნია, უსუსურ არსებად, როდესაც ყველაფერი შეგეძლო.. და ახლა უბრალოდ ვერ შეძლებ ან შეძლებ, მაგრამ მდგომარეობის გამო არც გაგაკეთებინებენ რადგან ებრალები.მართალია თანადგომა საჭიროა მაგრამ .. როცა აცნობიერებ რატომ?! იმიტომ რომ შენ განსხვავდები, შენ უვარგისი ხარ.. ეს ყველაზე მკვლელი შეგრძნებაა შეგრძნებათა შორის. ღმერთო.. მე მივიღებ ამას,როგორც სულის განწმენდის საშუალებას.. არავინაა ამ ქვეყნად უცოდველი, დაე ვაგო პასუხი შენს წინაშე, მაგრამ.. ვაი თუ უარესად დავიდო ცოდვა და საკუთარი სიცოცხლე საფრთხის წინაშე ჩავაგდო?! მე მჯერა, რომ ახლაც არ მიმატოვებ, დამიფარავ. სრულიად განდობ ჩემს თავს.. - ეზოში ხესთან, ღმერთთან მოსაუბრე ქეითი იდგა, მისი მონლოგი არავის არ გეგო რადგან წვიმის თქეში ახშობდა სმენას. პასუხის მოლოდინში გოგონა გახდა, 2-3 დღეში ნახევარი სიცოცხლე დაკარგა, ღამეებს ტირილში ატარებდა. შიშობდა არავისთვის საფრთხე არ წარმოექმნა, არ დაზიანებოდა არაფერი. ის შეიცვალაისევ შეიცვალა, ძნელია როდესაც გეუბნებიან, რომ შესაძლოა დროზე ადრე წახვიდე იმ ქვეყნად, როცა შენ საშიში და ვირუსის გადამტანი ხარ, ხარ თუმცა სავარაუდოდ. მიუხედავად ამ ვარაუისა შენ იღებ ამას და დეპრესიაში ვარდები. გგონია თუ ეჭვი შეეპარათ, ეს ტყუილი არ იქნება, რადგან ვის რად უნდა მორალური ზიანისმიყენება ?! ეს ხომ კანონითაც ისჯება. გავიდა ორი დღე, ქეითმა ამჯობინა პირველს გაეგო ამყველაფრის შესახებ, დარეკა ლაბორატორიაში - ც ჰეპატიტის პასუხი მაინტერესებს თუ შეიძლება - გვარი? - მუშკუდიანი - მუშკუდიანის პასუხს კითხულობენ ც ჰეპატიტზე... გადაძახა ექთანმა სხვა ექთნებს. - ............... - უარყოფითია! - ბატონო? ანუ? არაფერია? - არაფერია, უარყოფითია, წაიღეთ მერე თქვენი პასუხი. - დიდი ადლობა... ცრემლები წასკდა, ის ჯანმრთელი იყო! თითქოს ახალი შანსი, ახალი სიცოცხლე, უფლის ხელით მისცემოდა. - დედა, მამა, ლუკააა... - გავარდა სამზარეულოში სადაც ოჯახი საუზმობდა. - რა იყო შვილო? ცუდად ხომ არ ხარ? - საყვარელო ხომ კარგად ხარ ? - მე პასუხები მივიღე, ახლა გადავრეკე დამითხრეს უარყოფითიაო, ჯანმრთელი ვარ მაა ჯანმრთელი. - გმადლობ უფალო.. - სიხარულის ცრემლებით ტიროდა მამაც და დედაც ჩაეხუტნენ თავიანთ ქალიშვილს და ეფერებონენ გოგონას რომელსაც სიკვდილი აღარ ემუქრებოდა. გავიდა კვირები, საავადმყოფოში სადაც ასეთი მცდარი დასკვნა გამოუტანეს ქეითს , გარკვეული თანხის კონპენსაცია გადაიხადეს, მორალური ზიანის მიყენებისათვის. ქეითისმეგობარი ლიკა წამოვიდა სამსახურიდან და სხვა სამსახურის ძებნა დაიწყო, რადგან არ სურდა ისევ უსამართლობის მომსწერ გამხდაროყო. ექითმა უნივერსიტეტიც დაამთავრა და მაგისტრატურაში ჩააბარა. ჩვეული ცხოვრების რიტმსმიჰყვა:ტკბებოდა ბუნებით, ერთობოდა მეგობრებთან ერთად, ჰყავდა თაყვანისმცემლები. ლიკასთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია, დააფასა მისი სამსახურიდან წამოსვლა და ახალის ძიება. ცხოვრებაში რაღაც ახალი ყოველთვის უნდა მოხდეს, ყოველთვის თუ არა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, კარგი იქნება ეს თუ ცუდი... ეს ცხოვრებაა და უნდა გვახსოვდეს რომ იმ ცუდსაც უკეთესი მოსდევს, ის რასაც ხელახლდ დაბადებას უწოდებენ. ყველაზე მთავარი ისევ და ისევ ჯანმრთელობაა, სხვა დანარჩენი კი მეორე და მესამე ხარისხოვანი. როცა მზგავსი დრო დგება, ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც ასეთი საშიშროების წინაშე დგება, ის იწყებს რაღაცეების გადაფასებას. მისთვის უმნიშვნელოა სხვა მატერიალური მოთხოვნილებები, მთავარია სიცოცხლე, რომელის უფალმა უბოძა და სიყვარული, რომლის ნიჭით არის დაჯილდოვებული. რასაც უნდა გაუფრთხილდეს და შეინარჩუნოს ეს ორი რამ უძვირფასესია, ვერცერთს ვერ იყიდი! თუ არ მოუფრთხილდი ხელი დან გამოგეცლება და უკან ვეღარასდროს დაიბრუნებ ისეთს როგორიც იყო თავდაპირველად. გავუფრთხილდეთ და გვიყვარდეს ერთმანეთი! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.