შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩა-ნაჯღაბნი (მას)


17-10-2015, 14:27
ავტორი Anna)))
ნანახია 1 720

16.10.15
და მაშინ როდესაც არაფრისმომცემ ყველაფერს დასასრული დაერქმევა ,მე მოვალ შენთან და შენს ტკივილებს ჩემს სიცოცხლის წუთებში გადავცვლი.დაგითვლი ჭაღარებს და შენს სახეზე გაჩენილ ნაოჭებს გადავცვლი თითოეულ ბედნიერ დღეში , რომლებიც ღრმად იქნებიან დალექილი ჩემს დაჟანგულ მეხსიერებაში.მაშინ როდესაც ყველაფერს გაუჩნდება თავისი ლოგიკური ახსნა და უფრო ლოგიკური დასასრული,მე შენს დაშაშრულ ხელებს თბილ ხელისგულებში მოვიქცევ და გეტყვი რომ ყველაფერი , რასაც დასასრული გააჩნია არ უნდა იწყებოდეს.შენი სიყვარულით გაფერადებულ თითოეულ დღეს _ტკივილის მომტან ბედნიერებას - სიცოცხლის ბოლო დღემდე მივიტან და გეტყვი რომ ყველა უსასრულობას გაჩნია ათვლის და საბოლოო წერტილი გარდა ჩემი გლობალური სიყვარულისა, რომელსაც წლებია გულის თითოეული ნაწილაკით ვატარებ და წამით არ ვაძლევ განელების საშუალებას.ჩემი ბედნიერება ყოველთვის შენი ღიმილების რაოდენობით განისაზღვრებოდა და შენი თითოეული თბილი სიტყვა ყოველთვის მაძლევდა სტიმულს იმისა , რომ ყველაფრის მიუხედავად მე უნდა გამნეგრძო სიცოცხლე ,რადგან არაფრისფერ ქალაქში მაინც თითოეულ ნაბიჯზე იმალება ბედნიერება ,მთავარია მთელი არსებით ირწმუნო მისი არსებობისა.
ჩემს არაფრისმეტყველ თვალებშიც შენი სახელი იკითხებოდა მუდამ.
სიყვარული არ არის მხოლოდ ''მიყვარხარ''და ''უშენოდ მოვკვდები'',სიყვარული არის როდესაც უჟანგბადო , უსიცოცხლო ქალაქში მისი სახელის გახსენებაც კი მთელს არსებას სიცოცხლით გივსებს.ჩემი სიყვარული არ ეტევა გარკვეულ წლებსა და მხოლოდ სამ სიტყვაში, ის იმდენად დიდია , რომც არ გიყვარდე მაინც გვეყოფა ორივეს სიცოცხლის ბოლო დღემდე და არამხოლოდ , მაშინ როდესაც შევცურავთ უსასრულობაში ჩემი სიყვარული მოგცემს საშუალებას რომ გასცდე კოსმოსს. ზოგადად სიყვარულსა და ბედნიერებას არ უნდა გააჩნდეს საზღვრები , არ უნდა ეტეოდეს ჩარჩოებში, ის უნდა სცდებოდეს ყველა ჰორიზონტს, სიცოცხლე ისედაც ასეთი მოკლეა , არ უნდა ჩამარხო შენში შენი გრძნობები , არ უნდა ჩაიკლა სიყვარული მხოლოდ იმის გამო რომ იცი პასუხად მხოლოდ სიცივეს მიიღებ . ყველაფერი რასაც გააჩნია საზღვრები ან იძულებითია ანდა ანგარებით შექმნილი, ის სიყვარული კი რა სიყვარულია , ანგარება რომ უდევს საფუძვლად. სიყვარული სიგარეტს ჰგავს ნელ-ნელა გკლავს ბედნიერებით, მაგრამ სიგარეტივით არ უნდა იწვებოდეს და მითუმეტეს არ უნდა ქრებოდეს.
მერე რა რომ უშენობას წლებია ვითმენ და ხელზე თითები აღარ მყოფნის იმ თვეების დასათვლელად რომლებიც უშენოდ თვალებდასიაბულმა გავატარე მე მაინც მაშინ როდესაც არაფრისმომცემ ყველაფერს დასასრული დაერქმევა ,მე მოვალ შენთან და შენს ტკივილებს ჩემს სიცოცხლის წუთებში გადავცვლი.
ა.ზეიკიძე



№1  offline წევრი Anna)))

eremar
ეჰ............ sad sad love love

♥♥♥♥♥:*
--------------------
ა.ზეიკიძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent