შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მას..


6-10-2015, 21:22
ავტორი Anna)))
ნანახია 1 927

ცხოვრებაზე ხელი რომ ჩავიქნიე , სწორედ მაშინ მოხვედი , შემოდგომაშეპარული თვალის ფერით და ოქტომბრის მზეზე უფრო თბილი ღიმილით. მოხვედი , ჩემი აცრემლებული სახე ცხელ ხელისგულებში მოიქციე და ჩამისახე იმედი , იმედი იმისა რომ ერთ გაღიმებას , ერთ ჩახუტებას მთელი სამყაროს გადასხვაფერება შეუძლია , მოხვედი და ყინვისაგან აკანკალებულ ხელებში ჩამიყარე ყველა დაფშვნილი და ძლივსშეწებებული ოცნება , მიზნად დამასახვინე რომ შემძლებოდა ბედნიერება და სიყვარული . შენ სწორად მაშინ მოხვედი ღამით ტირილისგან თვალებდასიებულს დანის ალესვა რომ მინდოდა დაბურცულ ვენებზე , როდესაც ათას სამასი ცრემლი მქონდა გაჩხერილი ყელში და როდესაც მეათიათასე ნაბი*ვარმა უღმერთოდ გადამიარა ყველა გრძნობაზე , შენ არსაიდან მოხვედი და მაინც , შენი არსებობა ღმერთივით ვიწამე. პირველი თოვლივით გიხაროდა ჩემი ყოველი გაღიმება , ჩემი სუნთქვა დაგიდიოდა კანის თითოეულ უბანზე , ჩემი ნათითურები გეტყობოდა ნიკაპზე , ღაწვებზე , ხელებზე ... ჩვენი გულისცემა კილომეტრების მიუხედავად ერთად ქმნიდნენ არითმიას და ჩვენ ორი სიყვარულით პირამდე სავსე ადამიანი ვცდილობდით გაგვეფერადებინა ყოველდღიურობით გაბანალურებული რეალობა .მოდიოდი და არაფრის იმედად დარჩენილს მაძლევდი ყველაფერს რითიც მიადვილდებოდა სუნთქვა , შენ იყავი ერთი მრავალ სხვათა შორის ვისიც მწამდა და ვისიც მჯეროდა . შენი შემოდგომაშეპარული თვალები ჩემი სიყვარულით იყვნენ აღტკინებულნი , შენს თვალებში იძირებოდა მთელი ჩემი არსება და ჩემი სამყარო დასაბამიდან დასასრულამდე შენი არსებობით იყო შემოფარგლული . შენი გაღიმება იყო ჩემში ენდორფინის საკმაო ოდენობით მომატების პირველი კრიტერიუმი . შენი თითოეული შეხება მწყვეტდა გალაკტიკას და მაშინ როდესაც ჩემს ხელებს შენი თმის საოცარი სურნელი ჰქონდათ , მე ვხვდებოდი რომ აუცილებელი არ არის მაინც და მაინც ამფეტამინის ლომკა გქონდეს , ისედაც შეიძლება ნარკომანი იყო და ადამიანის გვერდით არყოფნით გამოწვეულმა ლომკამ თითოეული ნეირონი , როგორც ძონძზე ვითომ და დაკერებული ღილი ისე აგიწყვიტოს . შენ არსაიდან მოხვედი დროულად და არაფრიდან შექმენი ის ყველაფერი რაც ჩემს ცხოვრებას სძენდა სიცოცხლისათვის საჭირო ყოველგვარ ელფერს. ლექსების ვრცელი ესტაკადებით ამოკლებდი ჩვენს შორის არსებულ წყეულ კილომეტრებს და ჩვენ ვიყავით ორი , ორი შეშლილი მრავალ სხვათა შორის რომელთაც შეეძლოთ სიჩუმით ესაუბრათ და სუნთქვით მოფერებოდნენ ერთმანეთს . შენს თვალებში მნათობ ვარსკვლავებს მე ვიყენებდი ყველა გზამკვლევად , შენი ღიმილი მოღრუბლულ დღესაც დარად მიქცევდა და შენი არყოფნა ჩემს არყოფნას აძლევდა დასაბამსა და სტიმულს.
ცხოვრებაზე რომ ხელი ჩავიქნიე , ამის დედაც-მეთქი , სწორედ მაშინ მოხვედი და დღეს როდესაც ჩემს შენით ყოფნას სიყვარული ჰქვია სახელად , თამამად გეტყვი რომ მე შენ მიყვარხარ ! .
ანა ზეიკიძე
ცოტა გაუმართავია , ვიცი )




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent