შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მახსოვს


21-10-2015, 17:51
ავტორი Archive
ნანახია 1 966

ღმერთო, როგორ უსაშველოდ მიყვარხარ...
..............................
პირველი მზერა მახსოვს... უცხო, ინტერესით და ცნობისმოყვარეობით სავსე. მზერა გავცვალეთ, თვალების სხივი. იმავე წამს ვიგრძენი სხვა რომ არ იქნებოდა ასეთი მზერა ჩემს ცხოვრებაში, მსგავსი შეიძლება, ასეთი აღარ. მე კი მინდოდა, სწორედ იმ თვალებიდან წამოსული, სწორედ ისეთი სავსე და ამავდროულად, მსუბუქი. მახსოვს...
პირველი ფრაზა მახსოვს... „თმაში მზე ჩაგეღვარათ“ - მომესმა. გავთბი. მზით და შენი ხმით გავთბი. მზე ჩემი თმებიდან მთელს სხეულში გადაიღვარა და ოქროსფერით ამავსო. მინდოდა კიდევ გეთქვა რამე, რამე უბრალო და გულწრფელი. მეც მეპასუხა მერე. მინდოდა და ამისრულდა. მახსოვს...
პირველი შეხება მახსოვს... შენი თბილი, თბილი ხელი ჩემს სახეზე. სულ რამდენიმე წამით. ჩემში ჩაღვრილი მზის წამონთება მახსოვს. შეფაკლული სახე და მზერით გაყიდული ყველა ჩემი გრძნობა, ჩემი ფორიაქი და მოუსვენრობა. შენი საპასუხო ღიმილიც, ისეთი თბილი. მახსოვს...
პირველი კოცნა მახსოვს... მხოლოდ ეს მახსოვს იმ წუთებიდან, მთელი დანარჩენი სამყარო კი დამავიწყდა. საოცარი აღმაფრენა და გული, რომელიც მთელს სხეულად იქცა. მახსოვს...
პირველი ღამე მახსოვს... უსიტყვო ნდობა და თავის დაკარგვა.მახსოვს როგორ იქცა ჩემში ჩაღვრილი მზე ლავად, ვულკანად. მახსოვს შინაგანი შფოთვა და კანკალი. თითოეული შეხება, ტკივილის თუ სიამოვნების წამი. ყველაზე კარგად მაინც შიშის გადალახვის შეგრძნება და უსაშველოდ დიდი, დიდი სიყვარული მახსოვს...
დღეები, საათები, წუთები, წამებიც კი მახსოვს. ისე ცხადად, ისე მძაფრად, ისე ნათლად, ისე სავსედ მახსოვს...
მახსოვს უკანასკნელი ღამე... ისეთი ნაზი, ისეთი მშვიდი, ისეთი სითბოთი სავსე. ყველა ჩუმად ნათქვამი სიტყვა, ყველა მონაფერები ადგილი სხეულზე. ზრუნვაც, სურვილიც, ვნებაც, მაგრამ ყველაზე კარგად მაინც ის საოცრად დიდი, უსასრულო, უზომო სიყვარული მახსოვს. ჩემიც და შენიც. მახსოვს...
მახსოვს უკანასკნელი კოცნა... უბრალოდ ტუჩების შეხება, დამშვიდობების შეხება. მახსოვს როგორ ვიგრძენი ბედნიერება, უბრალოდ ავივსე ამ განცდით. ალბათ დაინახე, ალბათ შემამჩნიე სულელურ ღიმილზე, გაბადრულ სახეზე. იმავე წამს იგივე ვიგრძენი შენგან, ისეთივე ყოვლისმომცველი სინათლე როგორითაც თავად ვიყავი სავსე. მახსოვს...
მახსოვს უკანასკნელი შეხება... თმაზე. მშვიდი, ისეთი მშვიდი, ისეთი ფაქიზი. ამ შეხების ტყვეობაში ყოფნა მახსოვს, ჩემში კვლავ წამონთებული მზე და სითბო. მახსოვს...
მახსოვს უკანასკნელი ფრაზა... ღიმილიანი სახით ნათქვამი „მზე ხარ“. შეგრძნება, რომ მართლა მზე ვიყავი, თავად ვიყავი წყარო სითბოსი, სინათლის, სიცოცხლის და იმედის. შეგრძნება რომ იმდენად დიდი ხანი ვიყავი მზით სავსე თავად ვიქეცი მზედ, ოქროსფერად, დიდ ფორთოხლისფერ ბურთად. მახსოვს...
მახსოვს უკანასკნელი მზერა... სავსე სიყვარულით და ნატვრით, სითბოთი და ღიმილით სავსე. მზერა გავცვალეთ, თვალების სხივი. საკუთარი სულის პატარა ნაწილი გავატანეთ ერთმანეთს. სულ მცირე ღელვაც და ფორიაქიც გავატანეთ. მახსოვს...
ყოველი წამი, წუთი, საათი, დღე მახსოვს. ისე ცხადად, ისე ნათლად, ისე მძაფრად, ისე სავსედ მახსოვს...
.................................
ღმერთო, როგორ უსაშველოდ მენატრები...



№1  offline წევრი mariako1997

vaimee rogor momewonaaa <3 gulshi chamwvdaa da chemi tavi vipovee :** ^_^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent