ზოგჯერ ოცნებების ახდენაც სახიფათოა
პაოლო კოელიო მეძავი ქალის პირით ამბობდა,მე ვარ პატივცემული და მოძულებულიო,მე ვარ მრუში და წმინდანიო,მე ვარ ცოლი და ქალწულიო,მე ვარ დედა და შვილიო,მე ბედნიერები ვარ ქორწინებაში და ვარ გათხოვილიო...ის ამას იმიტომ კი არ წერდა,რომ მეძავის პროფესია მოსწონდა,ან იმიტომ კი არა,რომ ბავშვობაში უნდოდა დაბრუნება..სიმართლე რომ ვთქვა ,ზუსტად არ ვიცი,მაგრამ ვიცი ერთი რამ-ჩემთვის ცხოვრების მიზანი მისი გამოცდა იყო,მინდოდა ვყოფილიყავი ბევრი და არა ერთი,მინდოდა ერთდროულად ყოფილიყავი მდიდარი და ღარიბი,თამამი და მოკრძალებული,წარმატებული და უიღბლო..დიახ,მინდოდა ეს ყველაფერი განმეცადა..მინდოდა განმეცადა,მაგრამ პრობლემა იმაში იყო,რომ ეს ყველაფერი ოცდამეერთე საუკუნეში შეუძლებლად მესახებოდა-ჩემ ხელთ ხომ მხოლოდ სამოცდაათიოდე წელი იყო... მეგონა ამას ვერასდროს მივაღწევდი,მეგონა ოცნების ასრულების გარეშე დამაყრიდნენ მიწას.სიმართლე რომ ვთქვა,თითქმის არ მქონდა ამის იმედი.უბრალოდ ვცხოვრობდი და მივაპობდი რუტინის ძლიერ ტალღებს.ვიყავი გათხოვილი ქალი,ვიყავი ორი შვილის დედა,ვიყავი პოლიციელი,ვცხოვრობდი დიდუბის ერთ-ერთ ულამაზო ქუჩაზე და ყოველ საღამოს შვილების დავალებებს ვასწორებდი...დიახ,ასე ვცხოვრობდი,როცა გაზეთში ამოვიკითხე სტატია,რომლის სათაურმაც მთელი არსებით შემაკრთო.დღევანდელი დღესავით მახსოვს როგორ ავღელდი..“მომავალში 1000 წელს ვიცხოვრებთ..“ მახსოვს ეიფორიაში ვიყავი.არ ვიცოდი ეს რამდენად შესაძლებელი იყო,მაგრამ მაინც დიდი იმედი მქონდა იმისა,რომ ეს ახდებოდა..შეუძლებელი არაფერია-მეთქი-ვუმეორებდი საკუთარ თავს და ხელებს ერთმანეთს ვუხახუნებდი.მახსოვს მაშინ შემოვიდა ჩემი მეუღლე და გაშტერდა,რა გჭირსო,მაგრამ მაშინ მე არაფერი მიპასუხია..ოცნებებში დავფრინავდი ოცდაათი წლის ქალი და რეალობას ახლოსაც არ ვიკარებდი. მეცინებოდა მეცნიერების ასეთ წინსვლაზე,მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა არ ჰქონდა-იმ დღის შემდეგ ეს ჩემი ცხოვრების მიზანი გახდა. *** რამდენიმე წლის მერე ასეც მოხდა.არ ვიცი როგორ მოხდა,მაგრამ ვამჩნევდი,რომ არ ვბერდებოდი.ვინმეს რომ მოეყოლა მსგავსი რამ,უბრალოდ გამეცინებოდა,მაგრამ..მაგრამ არ ვიცი..თავი თან ზღაპარში მეგონა და თან არა... მორჩა,პოლიციელი აღარ ვარ-მეთქი-შევხტი და ძალის მოზღვავება ისე ვიგრძენი,როგორც არასდროს,ჩემ ძარღვებში არნახული სისწრაფით მოძრაობდა სისხლი.ვიცოდი და მიხაროდა,რომ მთელი ცხოვრება არამზადათა დევნა აღარ მომიწევდა.მიხაროდა,რომ ყევლაფერს შევცვლიდი. *** მაგრამ გავიდა დრო და რაღაც შეიცვალა-მეს მეტი მოუნდა,სწორედ იმ მეს,რომელსაც ძველი სურვილები გაახსენდა.მისი შვილები უკვე დიდები დიდები იყვნენ,მის მეუღლეს ცხოვრებაზე ხელი აიღო.როგორც კელასბადაგში,ისე დაუწყია ცხოვრების უსასრულო ზღვაში ხრჩობა და ოჯახი მიუტოვებია,დარჩენია მე მარტო,მაგრამ მეს ხელი არ ჩაუქნევია. *** იცი,სანამდე მისულა მე? მე ჯერ ქალაქის მერი გამხდარა.პატივისცემა და პოპულარობა შეუთვისებია,მაგრამ მერე ესეც მობეზრებია.ყველას მაინც არ უყვარდა და უკმაყოფილოს ხელფასიც არ მოსწონდა,ის ხომ უკვე აღუვსებელი თასი იყო. ამის მერე რა გაუკეთებია? წასულა პარიზში,სიყვარულის ქალაქში უსიმპათიურეს ფრანგთან გაუბამს რომანი,მერე ისიც მობეზრებია,წასულა ამერიკაში..გაუცნია ვიღაც მსახიობი,მასზე გაგიჟებულა და ბარგიც შეუკრია... დადიოდა მე და დროსთან ერთად ყვეალფერს ახურდავებდა..სიყვარულს ერთი თვის,შემდეგ ერთი კვირისა და ბოლოს ერთი ღამის რომანებით ანაცვლებდა..მეგობრობას სოციალურ ქსელებშივე ასრულებდა... *** მართლაც,ვინ არის ვისი გულიც ერთხელ აღევსოს? დიახ,არავინ,არავინ..მაგრამ რა მოხდება,როცა ყველაფერი გაქვს,რაც გინდა..როცა ყველაფეს მიაღწიე,რაც გინდოდა..ამაზე მხოლოდ ფილოსოფიურად ვწუხდებით-ცხოვრებაში ხომ მსგავსი რაღაც წარმოუდგენელია. მაგრამ რა ქნას მემ,რომელსაც აღარაფერი დარჩა...მემ,რომელიც იყო დედა და იყო მრუში,იყო ცოლი და იყო ქალწული,იყო პოლიციელი და მერე კიდევ ათასი რამ..იყო ბიბლიოთეკარი და ყველა დროის ყველა წიგნს კითხულობდა...იყო მძღოლი და ფულიან კაცებს აბამდა..ცხოვრობდა თბილისში და პარიზშიც,ჰქონდა ბინა რამდენიმე ადგილას და თან არსად? დიახ,მან ოცნებები აისრულა და თანაც ყველა,მაგრამ რა? *** -რა გჭირდს?-პატარა ბავშვი მიადგა მეს,რომელიც ქუჩაში არსებულ სკამზე მიწოლილიყო და გულზე ბოთლი მიეკრა. -მომბეზრდა,აღარ მინდა!-წამოდგა და პატარის ცნობისმოყვარე თვალებისთვის არც კი შეუხედავს.სჯობს წავიდე და ისევ პოლიციელი ვიყოო,ისევ ვარეგულირო მოძრაობა და ისევ ვსდიო ქურდებსო,ერთი ადამიანის რუტინულ ყოფას დავუბრუნდეო-გაიფიქრა და სწრაფი ნაბიჯით ქუჩა გადაჭრა.. გადაჭრა,მაგრამ განა რამის შეცვლა შეეძლო? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.