შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უმიზეზოდ


27-10-2015, 03:51
ავტორი Archive
ნანახია 2 868

უმიზეზო ბედნიერებამ შემიპყრო.
შემოდგომის სურნელს ამოვავსებინე სულის ცარიელი უჯრედები და გამოგონილი იარები წითელი ფოთლებით გადავიხვიე.
რომ არ გავიღიმო გული გამისკდება ალბათ. ხოდა ვზივარ მატარებელში და სულელივით, მთელი სხეულით ვიღიმი, თითებიც კი მითრთის. მოშორებით მჯდომი ბიჭიც გაბადრული მიყურებს. ნეტავ ამასაც ჩემსავით „არაფერი“ უხარია?!
გარეთ კი ხეებს ვხედავ. ბევრ ხეს. მატარებლის ფანჯარაში ნელ-ნელა მოსრიალე წითელ, ყვითელ, ფორთოხლისფერ ხეებს. და მიხარია რომ ვხედავ.
დღეს აი იმ ფერადი ხის ქვეშ დავჯდები, ცოტას დავლევ და დაველოდები სანამ თავზე ჩამომეცლება ფოთლების გუნდი. მუსიკას არ მოვუსმენ. საკმარისი მუსიკა იქნება იქ, ხის ქვეშ... ვიჯდები და თმებში გაჭედილ წითელ ფოთოლს არ მოვიშორებ. ვიქნები იქ, ერთი ხის ქვეშ. ვის რას დავუშავებ?! წავალ და დავჯდები, სანამ...
სანამ შემოდგომის სურნელი ტკივილს არ გამოუდევნია უჯრედებიდან...
სანამ ფიქრის გარეშე ჩნდება შერძნებები...
სანამ ფოთლებში აშრიალებული ღმერთის ისევ მჯერა...
სანამ მიზეზის ძებნა არ დამიწყია...
სანამ იმ ბიჭის გაბადრულ სახეს ჭკუიდან არ შევუშლივარ...
სანამ ისევ მითრთის თითები...
სანამ დროს უფრო მეტი ფასი დაედება ვიდრე ფოთლებს...
სანამ...
... ... ... ...
........................
.................................. ... ...
გადამიარა.



№1  offline წევრი kakulia

მომეწონა,კარგი იყო. heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent