შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის ვინც არ უნდა შეყვარებოდა.


27-10-2015, 20:10
ავტორი Soow
ნანახია 2 050

16 წლის ვიყავი როდესაც რუსეთმა და საქართველომ კავშირი შეწყვიტა და თბილისში მოგვიწია დაბრუნება.რა გითხრათ პირველად საერთოდ არ მომწონდა მაგრამ ნელნელა შევეჩვიე მერე შემიყვარდა კიდეც.მაგრამ ამ ქალაქთან განუყოფელი ერთმა ადამინმა გამხადა.
მახსოვს 16 წლის ბიჭი ზალიან თბილად და მეგობრულად მიმიღეს უბანშიც და სკოლაშიც,მე არ მქონდა ოჯახური და პირადი პრობლემები,რაც ჩემი მეგობრობის უმრავლესობას აწუხებდა.შეიძლება ითქვას ქარაფშუტაც კი ვიყავი, ხომ იცით ვითომ "კაი ბიჭობას" რომ აწვებიან.
ჩემს გვერდით ბინაში მარჯანიშვილები ცხოვრობდნენ,მთელ უბანში ცნობადები იყვნენ. ოჯახის უფროსი დავითი მიჯაჭვული იყო სასმელთან ,დალევა რომელ კაცს არ უყვარს მაგრამ შენთვის შენს შვილებზე მეტ ძვირფასად რომ იქცევა ეგ უკვე პათოლოგიაა.არ ვიცი ასეთი რატომ გახდა,ჩვენმა უბნელმა ბიჭმა სანდრომ მიამბო ,რომ ცოლი ავარიაში დაეღუპა შვიდი წლის წინ .ალბათ ამიტომ დაიწყო სმა.აქედან გამომდინარე მისი ორი ქალიშვილი ბედის ანაბარა დარჩა,ყველა ჩემი მეზობელი უნდობლობით უყურებდნენ მათ.გულწრფელად ვერ ვხვდებოდი რატომ ჰქონდათ ასეთი დამოკიდებულემა მათთან.სანდროსთან ხშირად განვიხილავდი მარჯანიშვილებს,ერთხელაც გამომიტყდა რომ უფროსი ქალიშვილი რუსკა ბავშვობიდან მისი შეყვარებული იყო სანამ უეცრად 17 წლისა არ გაყვა ცოლად ოცდათხუტმეტი წლის ბიზნესმენ კაცს.იმის მერე არც დალაპარაკებია რადგან ეგონა რომ სიყვარულს ფული ამჯობინა.ორი წლის შემდეგ მამამისმა ნახევრად შიშველი დეკემბერში მოათრია სახლში.მიზეზები არავინ იცოდა მაგრამ ხალხი რას არ გამოიგონებს,ზოგმა ქმარმა საყვარელთან შეუსწროო,სახლშუ ფული მოიპარაო,სხვისგან იყო ორსულადო და რამდენიც გინდათ.
ამის გამო უმცროსი და ირინკაც იჩაგრებოდა ვერ ვხვდებოდი რა უნდოდათ მასთან მითუმეტეს რომ გავიგე რომ ცამეტი წლის იყო.მახსოვს ერთხელ ირინკა ჩვენთან მოვიპატიჟე სახლში,მის გამომეტყველებასა და მანერებზე ვერ იტყოდი რომ ცამეტის იყო.ძალიან თავშეკავებული თითქმის ხმას არ იღებდა და რაც არ უნდა გეთქვა მაინც თბილად გიყურებდა.ძალიან მეცოდებოდა ორივე მაგრამ განსაკუთრებით ირინკა.
ერთ დღესაც როდესაც სკოლიდან სახლში დავბრუნდი,გაოგნებული დედაჩემი დამხვდა.მომიყვა რომ ირინკა ვიღაც კაცებმა მანქანაში ჩატენეს და წაიყვანეს ,რუსკა მისაშველებლად მიდიოდა მთელ კორპუსში კიოდა.როცა ვკითხე რომ კი მაგრამ დათო სად იყო მეთქი დედაჩემისგან ისეთი გამომეტყველება შევამჩნიე რომ რომც არ ეთქვა მაინც მივხვდებოდი.განცვიფრებულმა ვიკითხე -ის რა საკუთარ შვილებს ყიდის?!"ასე გამოდის"მიპასუხა დედამ.ამ თელაზე მამაჩემიც და მისი ძმაკაცებიჩ დიდხანს ლაპარაკობდნენ,ერთხელ დავითს მთელ უბანთან ჩხუბი მოუვიდა,მე პირადად მინდოდა რომ კარგად მეცემა იმდენად ვერ ვიტანდი.დიდხანს ვფიქრობდი გოგოების ბედზე ან რას უზამდნენ რუსკას და ეს აზრები მზარავდა და ყველა მეზიზღებოდა,ჩემი თავიც კი ,რომ ვერც ერთმა მისი დაჩვა ვერ შევძელით.
ამ ამბიდან ორი წელი გავიდა,მე თვრამეტის ვიყავი გამოცდებისთვის ვემზადებოდი და მუდმივ მეცადინეობაში ვიყავი.ყოველ საღამოს ჩემი მეგობარი სალომე მაკითხავდა და ერთად ვაგრძელებდით მეცადინეობას.მინდოდა სწავლა უცხოეთში გამეგრძელებინა ასე რომ თავს არ ვზოგავდი და თან სპორტზე დავდიოდი,მოკლედ ძალიან გადატვირთული ვიყავი ნამდვილად არ მეცალა უბნის ჭორებისთვის.
მაგრამ ერთ საღამოს როდესაც სალომე ამოვიდა ჩემთან მითხრა რომ ჩვენს სადარბაზოში ნაცემი გოგო გულწასული ეგდო.მაშინვე გავიქეცი სანახავად აქ ხომ ყველას ვიცნობდი და ყველას ვეახლობლებოდი.ეს რუსკა იყო საშინლად ნაცემი იყო ,სიჩქარეში მეტი ვერაფერი მოვიფიქრე და სანდროს გადავძახე.სანდრო რომ მოვიდა მაშინ მივხვდი რატომ ლაპარაკობდა მასზე სულ თავჩაქინდრული,არ ვიცი სახე გადაეშალა,არ მეგონა რომ მასაც არ შეუწუხდებოდა გული .მაგრამ მერე გონს მოვედი რუსკას ხელში აყვანა დავაპირე რომ ჩემს ბინაში ამეყვანა მაგრამ სანდრომ დამასწრო,სალომე სასწრაფოს იძახებდა.როდესაც კარებში შევედით დედაჩემი ექიმი იყო და იმ წამსვე დაიწყო მისი მკურნალობა.სანდრო კი მთელი ამ ხნის განმალობაში ისე ნერვიულობდა რომ დამამშვიდებელი დავალევინეთ.
როდესაც რუსკა გონზე მოვიდა ყველას მადლობა გადაგვიხადა მაგრამ ისე ძვლებჩამტვრეულმა წასვლა დააპირა და დედაჩემი კინაღამ გააგიჟა. მერე კი გამოგვიტყდა რომ მამამისი თუ გაიგებდა რომ ჩვენთან იყო კიდევ წაიყვანდა.დედაჩემმა უთხრა რომ არავინ გაამხელდა ასე დალეწილს ვერსად გაგიშვებო.მეორე დღეს რუსკამ ,ირინკას ტელეფონის ნომერი მომცა და მთხოვა რომ დამერეკა და მასთან შეხვედრის უფლება დამერთო.ირინკაც მოვიდა ისეთი გაზრდილი იყო ამ ორ წელიწადში რომ ვერ ვიცანი პატარა მუცელიც ეტყობოდა.ვერ ვხვდებოდი ბედნიერი იყო თუ არა მაგრამ მაინც მიხაროდა რომ ცოცხალი იყო და მალე დადა გახდებოდა,რომ ამბობენ რომ ყველაზე ლამაზი ქალი ორსულიაო,ახლა მიხვდი რამდენად მართალი ყოფილა.დებმა ჩემს წინაშევე ჩააწყვეს რუსკას გაქცევის გეგმა.ამ დროს კარზე ზარი გაისმა და ოთახში სანდრო შემოვიდა გვთხოვა რომ ათი წუთი მარტო დაგვეტოვებია რუსკასთან.შემდეგ არაფრის მთქმელი გამომეტყველებით მის ბინაში გაიქცა.რუსკამ კი ირინკას სთხოვა რომ მის ბინაში შეპარულიყო და მისი ნივთები ჩაელაგებია.ირინკა მარტო ვერ გავუშვი და მეც ავყევი.მამამისმა მაინც შეგვამჩნია დაგვიწყო გამოკითხვები მაგრამ მან უთხრა რომ მისი თანსაცმელები მოენატრა და მათი წაღება სურდა.საკმაოდ უცნაური რეაქცია ჰქონდა ირინკას მუცლის დანახვაზეც რაღაც ცივი და ჩაფიქრებული იყო,რა უნდოდა გოგო მისით გააყოლა ვიღაცას რატომ ვერ წარმოედგინა რომ დაორსულდებოდა?
-როდესაც ირინკამ ნივთები ჩაალაგა მამამისს ზრდილობიანად გამოემშვიდობა,მიკვირდა საიდან ამდენი მოთმინება მამაჩემი ისეთი ჯიგარი კაცია მაგრამ მე უმადური სულ უკმაყოფილო ვარ ხოლმე რაღაცეებით,ეს გოგო კი მამამისსმა ფაქტიურად გაყიდა და კიდევ მამიკოო ეუნება.და თან ვერანაირ ირონიას ვერ შეამჩნევ მის ნათქვამში.მეორე დილას სანდრო და რუსკა თურქეთში გავაპარეთ სადაც ასე მოუმზადებლად შეიძლებოდა წასვლა თურქეთი იყო.ორი კვირის შემდეგ კი მამამისმა ირინკა აოიყვანა სახლში იგი გულამოსკვნილი ტიროდა,ამ დროს ვეღარ მოვითმინე და ჩავერიე ხელითაც კი შევეხე მამამისს,მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს.ირინკა შეშინებული იყო და არაფერს ამბობდა ნერვიულობისგან სპაზმები ქონდა მარტო იმას მევედრებოდა რომ არ წავსულიყავი მეც არ მივდიოდი სანამ პოლიცია ხელბორკილებს არ დამადებდა.ორმოცდა რვასაათის შემდეგ როდესაც პოლიციიდან გამომიშვეს,ეგრევე ირინკას ამბავი ვიკითხე და გავიგე რომ ქმარმა მიატოვა და მამამისთან ცხოვრობდა.ირინკას საერთოდ ვერ ვხედავდი გარეთ,ამიტომ მასთან ასვლა გადავწყვიტე როდესაც მამამისი მორიგი ბოთლისთვის ქვემოთ ჩავიდოდა.
-ირინკა,მისმინე შემიძლია გაგაპარო მითხარი კიდევრას გიპირებს ? შახლავესვე წამოდი რამეს მოვიფიქრებ.
-არა,არაფერს არ მიპირებს მაპატიე იმ დღისთვის მე კარგად ვარ და ჩემი პატარაც კარგად იქნება,მამაჩემს ნუღარ შეეკამათები.
სისხლი ტვინში მასხამდა კიდევ დაუშინებია იმ არაადამიანს ვფიქრობდი გულში.მაგრამ კიდევ ჩხუბის დაწყება არ მინდოდა ,მამაჩემი არ მაპატიებდა ამდენს.ზუსტად ოთხი თვე ვაკვირდებოდი დავითს და დროდადრო ,გამოგონილი მიზეზებით ირინკასაც ვაკითხავდი და ტკბილეული ამქონდა და არც ერთხელ არ გამომართვა სანამ არ ვუთხარი რომ ტკბილეული პატარა კაცს მივუტანე მას ვინ ეკითხებოდა.მერე ირინკას მშობიარობა დაეწყო,მისი კივილი მთელ კორპუსს ესმოდა,მაგრამ მამამისმა არც ექიმები შეუშვა სახლში და არც საავადმყოფოში გადააყვანინა მისი შვილი.ბოლოს ხელები დავუკავე და ირინკას მშობიარობა პირდაპირ სასწრაფო დახმარების მანქანაში მოუწია.საბედნიეროდ ორივე ჯანმრთელი და სახსალამათი დარჩა.ჩემი თქმით მართლაც პატარა კაცი დაიბადა.იქნებ მას მაინც დაეცვა დედამისი ფსიქოპატი ბაბუასგან.იმ დღეს პოლიციის გამოძახება მეორეჯერ მოგვიწია მაგრამ ვერაფერს ვერ გავხდით,მართალი მაინც დავითი იყო ,უკვე იმდენად მიშლიდნენ ნერვებს რომ ყველას დახოცვა მინდოდა.შემდეგ თითქოსდა დამშვიდდა დავითი,დედაჩემს ირინკა სულ გადმოყავდა ჩვენთან რომ ბავშვი და ის გაესინჯა,დედაჩემსაც ძალიან უყვარდა ირინკა ,საერთოდ ვის არ შეუყვარდებოდა,ისეთი ლამაზი და საყვარელი,ნაწამები ირინა?
ბავშვს ჩემს საპატივცემულოდ ალექსის არქმევდა,მაგრამ მე არ მივეცი უფლება და ბავშვისთვის სახელი რატი ვურჩიე,მანაც მომიწონა და პატარა რატი ჩვენი ოჯახის პატარა სიხარულად იქცა ისეთი საყვარელი იყო რომ ყველას ძალიან შეგვიყვარდა მამაჩემსაც კი.
ერთ დილას როდესაც უკვე უნივერსიტეტში ლექციაზე მაგვიანდებოდა დავინახე როგორ მიყავდა დავითს რატი უკან ირინკა მისდევდა და ევედრებოდა რომ ბავშვი მიშტვის დაეტოვებინა მამამის ზურგზე ურტყამდა კიდეც მაგრამ მამამისი შემოუტრიალდა და მუცელში ფეხი დაარტყა ,ეს ყველაფერი სანამ მე ქუჩას გადავირბენდი მანამდე მოხდა.ამ დროს ირინკას პირიდან სისხლის წასკდა და მეც დაბნეული იმასთან მივვარდი სანამ ის "საპყარი" ტაქსში არ ჩაჟდა სანამ ირინკა საავადმყოფოში მივიყვანე მანამდე ჩემ ძმაკაც ზურას ვუთხარი რომ იმ მანქანას გაყოლოდა,მერე მეც მივედი ბავშვი მანქანის "კაპოტზე"დაესვათ თვითონ კი დავითს აკავებდნენ.ზურამ მა დიტომ მითხრეს რომ პოლიცია მოდიოდა და ამჯერად ბავშვის გატაცებაზე ედებოდა ბრალი მას ჯიბეში საბუთიც კი აღმოუჩინეს რომ ბავშვი გაშვილებული ყავდა და მასში ორი ათას ლარ ითხოვდა.მინდოდა იქვე მომეკლა მე ვიღაც მეზობელს ისე მიყვარდა ის ბავშვი რომ შეუფასებელი იყო ჩემთვის ის კი ასს ბოთლ დასალევში ცვლიდა ისე მეზიზღებოდა რომ ეს ზიზღი ახლაც მაცახცახებს.
ახლა ირინკა ჩემი ცოლია ხოლო რატი კი ჩემი შვილი,შეიძლება ვინმემ გამკიცხოს ან იდიოტად ჩამთვალოს.მაგრამ იდიოტი მაშინ ვიქნებოდი ირინკა რომ ცოლად არ მომეყვანა,იმის მერე შეიცვალა ყველაფერი ! ირინკა ის ადამიანი იყო ვინც არ უნდა შემყვარებოდა მაგრამ შემიყვარდა და ამით ჩემი ცხოვრება სამოთხედ იქცა.რადგან მეშევძელი მისთვის ადამიანების რწმენა დამებრუნებინა ხოლო მან კი ყველაფერი შეძლო ჩემთვის.

P.S ეს ნამდვილი ამბავი იყო.ცოტა გავახატოვნე და სახელები შევცვალე მაგრამ მე ვამაყობ ამ ადამიანით მართალია რომ მეც მონაყოლიდან ვიცი ეს ამბავი. იმედია მოგეწონებათ,ყურადღების ღირსი ნამდვილად არის.



№1 სტუმარი Ana

♡♡♡♡ კარგია

 


№2  offline წევრი kakulia

მომეწონა,კარგი იყო. heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent