13 წლის ასაკში საკმაოდ თავისუფალი, ბიჭების მოყვარული და მიმნდობი გოგო ვიყავი...
ვიცი, გამკიცხავთ და ამის ღირსიც ვარ, მაგრამ, მაინც გადავწყვიტე, გულწრფელად მოგწეროთ ყველაფერი. ის, რაც მე შემემთხვა, ალბათ არავის დამართნია. 13 წლის ასაკში საკმაოდ თავისუფალი, ბიჭების მოყვარული და მიმნდობი გოგო ვიყავი. ჩემი მეგობრები ძირითადად ბიჭები იყვნენ, მერე ერთ-ერთს დავუახლოვდი. მაგრამ, ცოტა ხანში ეს ამბავი „გაბაზრდა“ და ძალიან ბევრმა ბიჭმა დაიწყო ჩემთან რეკვა. მეც უარს არ ვეუბნებოდი, ვხვდებოდი ხოლმე გასაცნობად. ერთ დილით კი ერთმა ბიჭმა – გიორგიმ დამირეკა. ისიც გავიცანი. თავიდან ძალიან კარგად ვიყავით, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ინტიმურ საკითხებზე დამიწყო ლაპარაკი. მე უარი ვუთხარი, მას კი ეს საუბარი ტელეფონით ჩაუწერია და მემუქრებოდა, თუ იმას არ გავაკეთებდი, რაც მას უნდოდა, მაშინ იმ ჩანაწერს ჩემი ოჯახის წევრებს მოასმენინებდა. მე ძალიან შემეშინდა და კინაღამ დავთანხმდი. მერე უცებ გამახსენდა, რომ მან ჩემი მისამართი არ იცოდა და ვერ მომაგნებდა, თუმცა მაინც მეშინოდა. ბოლოს მოვიფიქრე: ავდექი და ჩემი ტელეფონის ნომერი გამოვცვალე და დავისვენე კიდეც. ახლა ვეღარ დამირეკავს და მდიოს კუდში. მაკო, 15 წლის. წყარო: "თბილისელები" |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.