შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მსურს ჩემში მუდამ წმინდა დარჩე


30-10-2015, 18:25
ავტორი smiley
ნანახია 2 063

მიშლი,დიახ შენ მე ნერვებს მიშლი,აი ასე,უბრალოდ შენ მე ნერვებს მიშლი და მას ჩემს შეშლილ თვალებში აბუდებ...არ ვიცი რატომ,ალბათ არც შენ იცი,რადგან ეს ალბათ იმ დიდი სიყვარულის ბრალია,რომელიც შენს დაუკითხავად შევთხზე და ღრმად ჩავიბეჭდე გულსა და გონებაში,შემდეგ კი ასევე დაუკითხავად მიმოიფანტა სულის კუნჭულებში.ეხლა კი ყოველ შენს დანახვაზე,იმის გაფიქრებაზე რომ ტყუილად დაგკარგე,მიმოფანტული სიყვარულის ნაწილები ერთად იკვრიან და ძლიერად ჰკრავენ ნერვის დაფდაფებს,ფეთქდებიან და უზარმაზარ ტალღად ქცეულნი,რომელშიც წარსულში განცდილი იმედგაცრუება,უაზრო ოცნებები,იმედები,ულევი სიყვარული და სხვა განცდილი შეგრძნებებიც იყრის თავს,არაამქვეყნიური სისწრაფითა და ძალით მოექანებიან ზემოთ, მოკუმული ბაგეებისკენ,რომლებსაც ძალიან უნდათ პირის მობჩენა და ბოლო ხმაზე ყვირილი,მაგრამ არ იღება რადგან არ ძალუძს.მაშინ კი სხვა გზა აღარ რჩება და ისევ სიმწრისაგან ფართოდ დაჭყეტილ თვალებში გუბდებიან იმის იმედად რომ შენ მას მათში ამოიკითხავ...გიყურებ,დაჟინებით გიცქერ და მდუმარე,ცოცხალი განცდებით სავსე სამარედ ქცეული გევედრები,რომ ამოიკითხო ისინი,წამით მაინც დაინახო ეს დიდი გრძნობა რომელიც გამაჩნდა.და გამაჩნია ახლაც კი ?! არ ვიცი არა არ ვიცი... უბრალოდ ის მაინც მინდა ვიცოდე,რომ შენ ეს ყველაფერი ჩემს სიცოცხლე ჩამქრალ თვალებში დაინახე და მოგინდა რომ წამით,წამით მაინც გეთანაგრძნო აი იმ ბრმა წამებისთვის...ჰაჰჰაჰ გეთანაგრძნო...დიახ დიახ სწორედ რომ აი ასე-გეთანაგრძნო...ღმერთო ჩემო როგორი უსუსური ვარ ამ წამიერი ცხოვრებისთვის და ამ დროს ვის ვატყუებ ?! რა თქმა უნდა საკუთარ თავს და არავის სხვას !!!არავის სხვას...არავის სხვას...! აი თურმე რა,აი თურმე რატომ არა,რატომ თქვი ჩემზე უარი,მე ხომ ასეთი უსუსური,მატყუარა,ჩამქრალი ვარსკვლავი ვარ,რომელიც მზის სხივს ისხერტლს და ჰგონია რომ ანათებს.ეხლა კი რაც ყველაზე ნაკლებად მსურს ის არის,რომ ჩემში მუდამ ისეთივე წმინდა დარჩე,როგორიც მუდამ იყავი,არ მინდა ვიფიქრო რომ შენში შევცდი და ვცდებოდი მთელი ამ ხნის განმავლობაში...და თუ ოდესმე ჩემს თვალებში ჩამდგარი ტკივილის ამოკითხვას შეძლებ,ეს იმედგაცრუება არ იყოს,შენით იმედგაცრუება,რადგან ეს სიკვდილის ტოლფასი იქნება ჩემთვის,ბოლო ამოკვნესა,ჩემი გედის სიმღერა,რომლის შემდეგაც უსასრულო სივრცეში ჩავეშვები,დაბლა წყვდიადისკენ...



№1  offline წევრი kakulia

მომეწონა,კარგი იყო. heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent