ღიმილიანი ჩანახატები
ძვირფასი წვიმა... ...თვალებს ვახელ, ხელი პირთან მიმაქვს, მძინარე თვალებს ფანჯრისკენ ვაცეცებ და რას ვხედავ, ჩემი წვიმა, ჩემი ძვირფასი, საყვარელი წვიმა მოსულა, მაგრამ, შემდეგ გამახსენდა, რომ სკოლაში ვიყავი წასასვლელი. იმედი მაინც მქონდა სიხარულის... გარეთ, რომ გავიდოდი და მიწაზე ფეხს დავადგამდი, დამეცემოდა შავ წამწამებზე ცივი წვიმის წვეთი. შაგვრემან სახეზე ბედნიერება, ღიმილი დამეტყობოდა. ადამიანებზე, მოციმციმე თვალებს, სიყვარულს დავინახავდი. ჩემი ლამაზი წვიმა, ძვირფასი, სილამაზის მომტანი. ,,ზოგიერთი ადამიანი გრძნობს წვიმას. სხვები კი უბრალოდ სველდებიან." (ბობ მარლი). გაზაფხულის პალიტრა ფანჯრის სარკმელთან ვდგავარ, ვიყურები და ვხედავ: არემარე ისე შეღებილა, როგორც პალიტრაში ფერები. მოლბერტის ფერებს ღიმილი შეჰპარვიათ. ბედნიერების ყვავილი გაიშალა, გაზაფხულის კვირტივით. მაღლა აიხედავ ყვითელ და ცისფერ კრიალა საღებავს დაინახავ. არემარეს უმშვენებენ ჭრელად მოხატული პეპლები. გაზაფხულის ხეებზე ნარინჯისფერი გულიანი ჩიტუნები, შემომსხდარან და ,,მუსიკის ჰანგებით" იმშვენებენ თავს. შხაპუნა წვიმა კი ბედნიერების წკაპაწკუპით, დედამიწის მწვანე მინდორზე ეშვება. ,,ბრძოლა წესების გარეშე" ფანჯრებიდან გამოსხივებული ფერები. ზოგი ყვითელია, ზოგიც ნაცრისფერი. ჩრდილს იკავებენ დარაბებთან, ფერად-ფერად შემოსილი მაისურიანები. იცინიან, ცეკვავენ... ზოგსაც კი აინტერესებს მის მოპირდაპირე ფანჯარაში რა ხდება. ის ფანჯარა არ მოეწონება და სხვა დარაბასთან გადაინაცვლებს. და გრძელდება ასე. ,,ბრძოლა წესების გარეშეა", უფროსწორად ჭორები წესების გარეშე. ჭორაობაში წესები ხომ არ არსებობს?! რათქმაუნდა არა, მაგრამ არავის აინტერესებს, რა ხდება მასთან, მის ფანჯარასთან. ------------------------------------------------------------ იმედია მოგეწონებათ. დაბეჭვდაში შეიძლება რაღაც შეცდომები იყოს და ბოდიშს გიხდით. ასევე მინდა ბოდიში მოგიხადოთ გვიან რომ ვამატებ ჩემ სიახლეს. მადლობა ყველას ვინც ჩემი წინა ისტორია წაიკითხა და მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის თქვენი თითოეული კომენტარი მნიშვნელოვანია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.