შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დილა. სახურავი. სიგარეტი.


4-11-2015, 19:28
ავტორი Skellington
ნანახია 2 404

ჩვენ სახლის სახურავზე ვისხედით და ვეწეოდით. დილის ხუთი საათი იყო. ის იყო, მზე მხოლოდ მაშინ იწყებდა ამოსვლას, თუმცა ჯერ არ ჩანდა, რადგანაც სიმაღლეზე ვიყავით. მაგრამ ნახევარი ცა უკვე მოწითალო-მოყვითალო-ნარინჯისფერი განათებით მოცულიყო, რაც ჩემში უხერხულ ღიმილს იწვევდა. მე და შენ, სიცოცხლეზე და სიკვდილზე ვსაუბრობდით. პერიოდულად ვიფარებდით, შემდეგ კი კვლავ ვიხდიდით მწვანე პლედს. ხანდახან სისულელეებს ვამბობდი. შენ კი მხოლოდ ირონიულად იღიმოდი და მზერით ცას აპობდი. თვალს ადევნებდი ფერმკრთალ თეთრ, ადგილ-ადგილ ნარინჯისფერ ღრუბლებს.
სამარისებური სიჩუმე იწვა. მხოლოდ შიგადაშიგ თუ გაივლიდა სადმე მანქანა და მტვერის გუნდას შეკრავდა. იშვიათი ჩიტები დილის მელოდიებს ჟღურტულებდნენ. ჩვენ სულელურად გვეღიმებოდა, როცა ჩვენს ახლოს ფრენდნენ. კვლავ ვქაჩავდით სიგარეტის ღერს, გადავდიოდით ერთი ღერიდან - მეორეზე და იმაზე ვფიქრობდით, რომ უფრო დიდი შუალედები გაგვეკეთებინა ღერიდან - ღერამდე. ჩვენ ვისხედით სახურავზე, ვუსმენდით ჩიტების გალობას, იშვიათად გავლილი მანქანების ხმას და ვეწეოდით სიგარეტს დილის ხუთ საათზე.
ამ დილის ხუთ საათზე ჩვენ, როგორც იქნა, ერთი მნიშვნელოვანი რამ გავიაზრეთ. სანამ აისი კაშკაშებს, სიგარეტი ჩუმად იწვის, ჩიტები გალობენ. ჩვენ ბედნიერები ვართ ჩვენი პატარა სამყაროს, ერთ ჩვეულებრივ სახურავზე. სუსტი ნიავი ჩვენს გრძელ თმას წეწავს. და ჩვენ გვეცინება. ჩუმად, არაბუნებრივად. მე თავს ვდებ შენს ძლიერ მხარზე და ვჩუმდები. ფიქრებს სადღაც შორს მივყავარ და განათებულ ცაზე მაიძულებენ ფრენას.
სიზმარი დასრულდა. მე ნელა ვდგები საწოლიდან, დიდი ძალისხმევით, ფეხის თრევით მივდივარ ფანჯრისაკენ, ვიღებ სიგარეტს და პირველ ნაფაზს ვურტყამ. დილის ხუთი საათი. ჩვენ სხვადასხვა ფანჯრებთან ვსხვედვართ. მაგრამ, ამჯერად, მარტო მე ვეწევი.



№1  offline წევრი კასი ○

რაღაც მელანქოლიურის და მხატვრულის შორის იყო.
უცნაური დასასრული ჰქონდა მაგრამ მე მომეწონა.
ცოტა გრამატიკული შეცდომები გაქვს.. თუმცა შეიძლება გამოსწორება.
რაც არ უნდა იყოს,,
ველოდები შენს სხვა ჩანახატებს ~

 


№2  offline წევრი Skellington

კასი ○
რაღაც მელანქოლიურის და მხატვრულის შორის იყო.
უცნაური დასასრული ჰქონდა მაგრამ მე მომეწონა.
ცოტა გრამატიკული შეცდომები გაქვს.. თუმცა შეიძლება გამოსწორება.
რაც არ უნდა იყოს,,
ველოდები შენს სხვა ჩანახატებს ~

ზუსტად მაგ პრობლემის გამოსწორებაზე ვმუშაობ ამჟამად. :3 ;დ
მადლობა. ♥

 


№3  offline წევრი kakulia

მომეწონა,კარგი იყო. heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent