გრძნობების ზღვარი
რამდენი რამეა სათქმელი,ვინ მოთვლის. მაგრამ ჯიუტად ჩუმად ყოფნას ვარჩევ. ახლა ისე მჭირდები როგორც არასდროს. ვწევარ და თავი შენს მუხლებზე მიდევს,შენ კი ჩემს თმაში ხლართავ თითებს. და მახსენდება კადრი ჩვენი წარსულიდან- შენს მკერდზე თავმიყრდნობილი,შენსავე მუხლებზე ვზივარ და ვუსმენ. რიტმულ გულისცემას "სტინგის" ნელი მუსიკა ერევა და მეტირება. გრძნობების ზღვარზე ვართ.ნელა ვდგები შენი კალთიდან და ფანჯარასთან ვდგები,შენგან ზურგით. არ მინდა შენიშნო რომ ვტირი. -არ მოგეხვევი-მესმის შენი ღიმილიანი ხმა და მეღიმება. 1,2,3,4-ვითვლი ჩუმად. "5"-ის წარმოთქმისას შენს სუნთქვას ვგრძნობ კისერზე.ცალი ხელით ტანზე მიკრობ,მეორეს ყელზე მიცურებ.ეკალს მაყრის. კანით ვგრძნობ შენს ღიმილს,გიხარია ჩემი რეაქცია და მე უფრო მეტად მინდება ტირილი. შენკენ მაბრუნებ,თვალებში მიყურებ. ცხელი სუნთქვა ტუჩებზე მეფრქვევა და მაკანკალებს. თვალებს ვხუჭავ. სახისკენ იხრები და მკოცნი,თავიდან ნაზად,შემდეგ მომთხოვნად და ვნებიანად,ისე რომ ტუჩებს ვეღარ ვგრძნობ.მშორდები, სიცივეს ვგრძნობ, ვხვდები რომ წახვედი და თვალების გახელა არ მინდა. მეღიმება-ბოლო კოცნა მაინც დამიტოვე (მაინც პირველია). ვერ მაპატიე რომ შემიყვარდი,ან იქნებ შენ თავს ვერ აპატიე რომ მეგობარი შეგიყვარდა. კადრი ქრება და უკვე გარკვევით ვხედავ შენს სახეს, მიყურებ და თითქოს ტვინის უკიდურეს უჯრედებში შეღწევას ცდილობ. თუმცა არიცი რომ უკვე იქ ხარ.ყველგან,ყველა უჯრედში. ნელა ვდგები და ფანჯარასთან მივდივარ.-არ მოგეხვევი-მესმის შენი ღიმილიანი ხმა. 1,2,3,4 -ვითვლი ჩუმად. "5"-ის წარმოთქმისას შენ სუნთქვას ვგრძნობ კისერზე.მაკანკალებს,შენ გეღიმება. ამჯერად უკვე აღარ მაქვს ტირილის სურვილი. შენსკენ ვბრუნდები და გკოცნი,ჯერ ნაზად,შემდეგ მომთხოვნად და ვნებიანად. გშორდები,მოკანკალე სუნთქვას ვუშვებ და ვიცინი. ჩვენ ორივემ ვაპატიეთ საკუთარ თავს...
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.