შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეტლი


12-11-2015, 20:20
ავტორი Soow
ნანახია 1 998

"მამიკოს ბიჭო","ქარაფშუტა","ფულის გარდა არაფერი გაინტერესებს"
ასეთ გამონათქვამებს ძალიან ხშირად ვისმენდი ზოგი ადამიანისგან,ზოგიც კი უბრალოდ აღფრთოვანებული იყო ჩემით ან ჩემი ფულით.
ყოველ ღამე ძვირფასი მანქანით ,ყველაზე პრესტიჟულ კლუბში მივდიოდი და დილას მინიმუმ ორ ლამაზმანთან ერთად ვიღვიძებდი.
ძალიან ადვილი და დაუფიქრებელი ცხოვრება მქონდა,მერის შვილს აბა სხვანაირად როგორ.მაგრამ ახლა როდესაც 22 წლის ამ ეტლზე ვარ მიჟაჭვული ის ყველაფერი არაფრად მიმაჩნია.არც ის ლამაზმანებია ჩემს გვერდში რომლებიც კუდში დამზდევდნენ და მევედრებოდნენ რომ შევხვედრილიყავი და არც ის "ძმები" რომლებსაც მარტო ფულის გამო ვჭირდებოდი.
ახლა ვზივარ ჩემს "ფეშენებელ" სახლში და ყველაფერი მეზიზღება.მაზიზღება ის ნახატი რომელიც ვიღაც ძალიან ცნობილ მხატვარს ეკუთვნის,მეზიზღება საგანგებოდ ჩემთვის გაკეთებული ასასვლელები,მეზიზღება ეს ეტლიც ,ეს ქალიც რომელიც ყოველ ორ წამში მამოწმებს ეტლიდან ხომ არ გადმოვვარდი,მეზიზღება თვითონ ზიზღიც და ჩემი თავიც.
მამას ჩემთვის რათქმაუნდა არ სცალია მის საქმეს აკეთებს ყველაზე პრესტიჟული ექიმები დამიყენა ექთნებად.დედამ ჩემი ფეხზე დადგომის ყველანაირი შანსი ამოწურა,თუმცა მე მაინც არ მაძლევს დანებების საშუალებას.მე კი იმედი მაშინ დავკარგე როდესაც ეს ეტლი მომიტანეს.ჩემი დები და ძმა კი ყოველ ნახევარ საათში მახსენებენ რა ბედნიერი ვიყავი და ახლა რა უბედური ვარ.
ალბათ ბევრი ადამინი ჩემს ადგილას არ დანებდებოდა ცხოვრებით დატკბებოდა მაგრამ მე ასე თავ უსარგებლოდ და უსუსურად ვგრძნობდი ვერ ვიტანდი როდესაც ხალხი თანამიგრძნობდა "უი საწყალი" ამ სიტყვებზე კი ვცოფდებოდი მაგრამ წელს ქვემოთ მგრძნობელობა დაკარგული მქონდა იმ უბედური დღის შემდეგ.
ერთხელ როდესაც ღამის სამ საათზე აგარაკზე ავდიოდი დიდი სიჩქარით მიმავალს ვიღაც ქალი გადმომიხტა არ ვიცი რა უნდოდა თუ უბრალოდ სრულ ჭკუაზე არ იყო,მანქანა მკვეთრად გადავუხვიე და ხევში გადავეჩეხე.ორი კვირა კომაში,შემდეგი ხუთი დღე პალატაში მერე სახლში მქონდა გამოწერილი წოლითი რეჟიმი,ავარიიდან ერთ თვეში ეტლი მომიტანეს და ახლა იგი ჩემს დამატებით ორგანოდ იქცა რომელიც მთელი გულით მძულს.
ორშაბათს როდესაც ყველა ჩემმა ოჯახის წევრმა ჩემი შემოწმებით გული მოიოხეს გადავწყვიტე რომ სახლიდან გავსულიყავი,ეს პირველი იქნებოდა როდესაც სახლს დავტოვებდი.
გამიმართლა და სახლიდან ისე გავგორდი რომ ვერავინ შემამჩნია,მერე სპეციალურად ჩემთვის დამზადებულ მანქანაში შევძელი გადაბობღება,ტანი შემოვატრიალე და ხელებით ეტლის დაკეცვა და მანქანაში შემოტენვა შევძელი.ამის გაკეთებაში კი ისე დავიღალე თითქოს მთელი ტაიმი მეთამაშოს ფეხბურთის ჩემპიონატზე.შემდეგ გზაზე გავედი ისეთი უცხო იყო კიდევ საჭესთან ჯდომა,ქუჩაში,ხალხში გასვლა.ყოველთვის როცა მოწყენილი ან დაღლილი ვიყავი ერთ კაფეში დავდიოდი და ახლაც იქ გადავწყვიტე მისვლა.თანაც აქ ჩემს "ძმებს"ვერ შევხვდებოდი თანაც ფული ისედაც არ მქონდა რამდენიდაც მათ "გულს მოვიგებდი".ისევ ძლივს წვალებით ჩამოვიღე ეტლი რომელიც შემს გვერდით სავარძელზე იყო და ძლივს გადავბობღდი ზედ.ამ დროს შევამჩნიე ხალხის მზერა და უნებლიე წამოძაილები და ვიფიქრე რომ ძალიან ცუდი იდეა იყო აქ წამოსვლა,მაგრამ რახან აქ ვიყავი გადავწყვიტე მაინც გამებედა.ნახევარი საათი ვეძებდი ისეთ ადგილს რომ ტრორუარზე სხვის დაუხმარებლად ავსულიყავი.როგორც იქნა შევაღწიე კაფეში,გამიკვირდა ჩემი ნაცნობი ოფიციანტი და დაწესებულების მფლობელი არსად სჩანდა,გადავწყვიტე ყველაზე მოშორებით მყოფ მაგიდასთან დავმჯდარიყავი და ოფიციანტს დავლოდებოდი.
-სემ?მომესმა ნაცნობი ხმა.
-ჰენრი,გამიხარდა შენი ნახვა!-მივმართე კაფის მეპატრონეს.
-როგორ ხარ?რამდენი ხანი აქ არ ყოფილხარ.
-როგორ ვარ და ... ცინიკურად ეტლზე მივანიშნე.
-ეგ არაფერი ახალგაზრდა ხარ გაივლი.
-ჰო-ვუშხარი მე მაგრამ შეგრძნება ისეთი მქონდა თითქოს მეთქვა რომ წყალი აღმართით ავა მეთქი.
-როგორ მიდის საქმეები? რას შეუკვეთავ? ეს გოგო სადღა წავიდა? მომიცადე ახლავესვე დავბრუნდები ახალ ოფიციანტს პრობლემები აქვს. წარმოგიდგენია პიტერმა მისი ქალიშვილი შემომტენა ოფიციანტათ.
-იმ პიტერმა მანქანების ქარხხანა რომ აქვს?
-ჰო,წარმოგიდგენია?
-რა გააკეთა ასეთი მაგ გოგომ?
-მე მგონია ვიღაც გალახა.
-ჯანდაბა!მერე შენთან ამუშავებ? ალბათ დიდი კუნთები აქვს და ფეხებზე თმები.-ამ დროს პერსონალის ოთახიდან ოფიციანტის ფორმაში ჩაცმული ულამაზესი გოგო გამოვიდა.ლამაზი გამოყვანილი ტანითა და გრძელი ფეხებით,გრძელი ჟღალი თმით ,წოთელი ტუჩებით და ზებუნებრივად ლამაზი ცისფერი თვალებით,აი ზუსტად ისეთი ყველა ბიჭი რომ ოცნებობს.
-გისმენ ჰენრი!წკრიალა ხმით უთხარა იმ ოცნებიდან გადმომხტარმა ოფიციანტმა.
-უკვე რამდენი ხანია მამაშენს ელაპარაკები,იცი აქ მე მიწევს კლიენტების მომსახურება.
-მაპატიე ჰენრი ,ისე არაფერი უჭირს ცოტას გაინძრევი და დასუსტდები კიდეც.
-საქმეს მიხედე! სემ შეკვეთა მიეცი.
-ჰმმ.... მე ავიღებ.....შევუკვეთავ...არ...იქნქბ... ა ?
-იქნებ ჩვენი საფირმო კერძი გასინჯოთ?
-იყოს და ერთი ლუდი მომიტანეთ თუ შეიძლება.-მე მაგარი იდიოტივით ვიქცეოდი მაგრამ მისმა მოქმედება მთლიანად გამაოცა.
-თქვენთვის ლუდი არ შეიძლება! ალბათ ძვლების ამღდგენ სტრუქტურას გიკეთებენ ამიტომ ალკოჰოლი არ შეიძლება.
-თქვენ საიდან იცით რას მიკეთებენ?
-ალბათ იმ ბიჭსაც იგივეს უკეთებენ ამან რომ დაასიკვდილა.იხუმრა ჰენრიმ.
-სწორედ მასეა! ბევრს ლაპარაკობდა და ბრძანებლობდა. სიცილით მიუგო "ოცნებამ"და მერე ორივენი ჩაბჟირდნენ სიცილისგან.საფირმო კერძი მალევე მომართვეს,მაგრამ სანამ ის დადიოდა აქეთ იქეთ კაფეში არაფერი არ მინდოდა მისი ყურების გარდა.
-ჰენრი რა ქვია ამ გოგოს? კითხე მე.
- არ გირჩევ სემი.შენ მეორედ დასიკვდილება არ გაწყობს.
-მე უბრალოდ სახელი გკითხე.
-დანი.
-მამამის აშკარად ბიჭი უნდოდა.ვთქვი მე.
-ნაწილობრივ გაუმართლა კიდეც.
-რას ამბობ? ანუ...?
-არა გოგოები არ მოსწონს უბრალოდ ეგრევე თავდასხმაზე გადადის რამე თუ არ მოეწონება.მაგრამ ძალიან კეთილი ადამიანია.მთელი კაფე გამიკოტრა, ხელფასი თითქმის აღარ რჩება ხანდახან ფულს ამატებს კიდევ! ხომ ხედავ ჩემი კაფე უსახლკაროებით გაივსო.-წუწუნებდა ჰენრი.
-რამდენი დრო გასულა ალბათ ჩემები ნერვიულობენ.დროა სახლში დავბრუნდე.
-მოიცა არ იციან რომ აქ ხარ?
-არა საერთოდ არ ვგონივარ გარეთ გამოსული.
-მანქანით ხარ?
-ჰო, რა მოხდა?
-ძალიან გთხოვ ეს სახლში წაათრიე ,ხომ გეუნები მთლიანად მე შემომტენა პიტერმა.
-პრობლემა არ არის.-მშვიდად ვთქვი,მაგრამ გული ამითთრთოლდა სიხარულისგან.
-დანი,გამოცვალე სახლში მიგიყვანენ მამაშენთან შეხვედრა დღეს ნამდვილად არ მინდა.
-ახლა ქუჩაშიც ვერ გავსულვარ თქვენი შიშით.ამოიოხრა დანიმ
ვეცადე გარეთ დანიზე ადრე გავსულიყავი რომ მანქანაში ჩავმჯდარიყავი და ჩემი წვალებისთვის არ ეყურებინა.მაგრამ არ გამომივიდა ,ყველაფერს შეესწრო ვოცნებობდი ორონც,დახმარება არ შემომთავაზოს მეთქი.
-რა ძლიერი ხელები გაქვს! ბოქსით იყავი დაკავებული?
-რეგბით.
-ვაუ!მე ფეხბუთს ვთამაშობდი მაგრამ ნაკრებიდან გამომაგდეს.
-რატომ?
-მწვრთნელი მეტენებოდა და მისი დაშოშმინება მომიწია.
ამ დროს პანიკური სიცილი ამივარდა.
-სჯობს შენ არავინ არ მოგეკაროს არა?
-გააჩნია!
-რას გააჩნია?
-ვინ მომეკარება.
-ჰმ გასაგებია.
-შენი ოცნება რაა? სრულიად მოულოდნელი კთხვა დამისვა.
-შენ თვითონაც ხვდები.და შენი?
-რავი მე 7 წლიდან ვწეს სურვილების სიას მაგრამ ჯერ არც ერთი არ ამიხდა.
-რა კარგი იმედი მომეცი,გაკვირვებული ვარ!
-არა ეგ მამაჩემის ბრალია თორე ლეკვს მე თვითონაც ვიყიდი სახლიდან გამომიგდებენ თირე.
-ლეკვია შენი ოცნება?
-კი,4 წლიდან ვეხვეწები ყველას მაგრამ რათ გინდა?
-ხო ძაღლები მართლაც ძალიან საყვარლები არიას.
-მარტო ძაღლები?
-რავიცი კატებიც და სხვა ცხოველებიც.
-და მე?
-მაგას კითხვა აღარ უნდა.გოგო რომელიც ოცნებობს ლეკვზე და არა მდიდარს საყვარელსა და პროფესიონალ მასაჟისტ შეყვარებულზე ის ზალიან საყვარელია.
-მოიცა შენ მასაჟისტი ხარ?
-საიდან მოიტანე?
-ა მაშინ მდიდარი ხარ.
-ვერ გავიგე რას გულისხმობ?
-რავიცი ისე ლაპარაკობ თითქოს ეგ ყველაფერი შენ გადაგხდა თავს.
-მე უფრო უსინდისოებიც შემხვედრია.
-ალბათ რთულია არა?
-ძალიან!
-ისევე როგორც ჩაკეტილში ჯდომა.
-გეთანხმები.
-იცი მხოლოდ გოგოები არ არიან ფულიანებს რომ ეტენებიან მაგალითად,მე 15 წლიდამ მომწონდა ერთი ბიჭი და იცი ახლა ვისი ქმარი გახდა?
-შენი საუკეთესო მეგიბარის?
-არა,ბებიაჩემის.
ახლა სიცილი ვერ შევიკავე.
-მაპატიე,ალბათ ძალიან გაგიჭირდა.
-არა უბრალოდ მივხვდი რომ თუ გინდა რომბედნიერად იცხოვრო ბებიაჩემს უნდა მიბაძო.
-ბებიაშენს დიდი სიამოვნებით გავიცნობდი.
-ო არა შენღა აკლიხარ.
-რატომ?
-დაიკიდე,აი ეს ჩემი სახლია აქ ჩამოვალ.
მაქანა გავაჩერე ერთმანც დავემშვიდობეთ და მე გზა გავაგრძელე.
ვიცი ამ შემთხვევმ რაღაც სასწაული არ გამიკეთა მაგრამ დამიბადა იმედი და სურვილი.რითაც ადამიანი მთებსაც გადადგამს.



№1  offline წევრი Soow

შეცდომებისთვის ბოდიშს გიხდით :) არ მინდოდა ტექნიკურია wink

 


№2 სტუმარი black

Au sakaipo iyo dzaaan..me shecdomebs ar vakvirdebi mitumetes isets romlis gadasworebasac shevdzleb..

:D;D;Paba he da warmatebebi;D

 


№3 სტუმარი nino

Meored vkitxulob shens istorias. Sxvatashoris gansxvavebulebs wer. Yochag gaagrdzele da gtxov es bichi fexze daayene. Ise sul ucxoelebze rato wer? Kargii xarr

 


№4  offline წევრი Soow

nino
Meored vkitxulob shens istorias. Sxvatashoris gansxvavebulebs wer. Yochag gaagrdzele da gtxov es bichi fexze daayene. Ise sul ucxoelebze rato wer? Kargii xarr

დიდი მადლობა აუცილებლად გავაგრძელებ მართალია ამის მერე რამდენიმე სულ სხვა ისტორიები დავწერე მაგრამ ლამაზ ფინალს მოვუძებნი.უცხოელებზე იმიტომ ვწერ რომ ჯერ ერთი იმიტომ რომ სახელები მომწონს და მეორეც იმიტომრომ ქართულ რეალობაში მასეთი არც გოგოები არსებობენ და არც ბიჭები .შეიძლება არიან ჰუმანური და ტოლერანტი ადამიანები მაგრამ მე ვერ ვხედავ მათ,ასე რომისტორიას რომ წერ რეალობას უნდა შეესაბამებოდეს,ქართველებზე რომ დამეწერა კატეგორიაში უნდა დამეწერა ფენტეზი :)რეალურად არ არიან ასეთი ადამიანები საქართველოში.ჩემი პერსონაჟები გახსნილები არიან მხიარულები შეიძლება ცოტა დეპრესიულები მაგრამ არა ისეთები გეებს რომ მოსაკლავად დაზდევენ და ორჯერ გათხოვილი ქალი ხელიდან წასული რომ არის და ასე შემდეგ არ მინდა ამ თემაზე აქ საუბარი.

სხვათაშორის ვცადე რომ ქართველების როკის ჯგუფი შემექმნა ისტორიაში მაგრამ ნაბოდვარი გამომივიდა. ჯინსები,როკი და ვარდისფერი ღრუბლები ასე ჰქვია

 


№5  offline წევრი kakulia

მომეწონა,კარგი იყო. heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent