შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოლოდინი


15-11-2015, 00:30
ავტორი sopo_sopuna
ნანახია 1 760

ეს არის ჩემი პირველი სიახლე, ამ საიტზე. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, ჩემი ჩანახატიც ამეტვირთა და ვფიქრობ პირველისთვის მთლად კატასტროფული ნაწერი არ უნდა მქონდეს :დ
ეს თქვენ განსაჯეთ და რაც მთავარია ჯანსაღი კრიტიკა აარ დაიშუროთ.
მადლობა, წინასწარ.

დიდხანს მელოდა თურმე. არ დაურეკავს.. უბრალოდ იდგა სადარბაზოსთან კედელს მიყრდნობილი და სიგარეტს ეწეოდა.საშუალო სიგრძის თმები ჩამოშლოდა,რომელიც სახეს უფარავდა. შიგადაშიგ თუ ამოიხედავდა და გამვლელებს აკვირდებოდა.
მანქანა გავაჩერე თუ არა დავინახე ნაცნობი სხეული, სწრაფი ნაბიჯით გავემართე მისკენ და მივუახლოვდი თუ არა, ვკითხე.
- რატომ არ დამირეკე?
- არ მინდოდა შემეწუხებინე.
- კი მაგრამ , ახლა უფრო შევწუხდი როცა გავიგე რომ სიცივეში მელოდი. - ხმა არ გაუცია, კიბეებზე ამომყვა და მელოდებოდა როდის გავაღებდი კარს. ეტყობოდა რომ რაღაც მოხდა,მაგრამ ხმას არ იღებდა. არც მე მიკითხავს რამე. ზედმეტი კითხვებით თავის მობეზრება არ მინდოდა. ესეც მასთან ურთიერთობაში ვისწავლე. სანამ თვითონ არ მეტყოდა,მანამდე ჩემს გამომცდელ მზერას და ათას კითხვას, პასუხს არ გასცემდა.
სახლში შესვლისთანავე ვუთხარი: ტანსაცმელს გამოვიცვლი და გამოვალ მეთქი. ხელით კი მისაღებისკენ მივუთითე. გულს მიკლავდა მისი ასეთ მდგომარეობაში ნახვა. აღარ ვიცოდი რა მეფიქრა. ჩვენ ხომ სულ რაღაც 2 თვის წინ დავშორდით ერთმანეთს და მას შემდეგ მისგან არაფერი მსმენია. ახლა კი, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჩემს სახლში იყო. გამოვიცვალე თუ არა მისაღებში გავედი, მაგრამ იქ არ დამხვდა. გარედან შემოსულმა მანქანების ხმამ კი მამცნო რომ აივანზე გასულიყო.
დერეფანს გავუყევი და მალევე დავინახე. მოაჯირს ცალი ხელით ეყრნობოდა, მეორეში კი სიგარეტი ეჭირა. მოშორებით დავდექი და მისი ყურება დავიწყე. არვიცოდი რა გამეკეთებინა, ვერ მოვიფიქრე მივსულიყავი და ჩავხუტებოდი თუ დავლოდებოდი თვითონ რას იზამდა. ერთადერთი რაც მაწყნარებდა ის იყო რომ მშვიდად სუნთქავდა. არვიცი რამდენი დრო გავიდა. 1 წუთი, საათი, თუ დღე მაგრამ უკვე ჩამობნელებული იყო.სახლს მხოლოდ ქუჩიდან შემოსული ლამპიონების შუქი თუ ანათებდა. მე კი ისევ იქ ვიდექი.ფეხები უკვე სიცივისგან აღარ მემორჩილებოდნენ და სადაც იყო ჩავიკეცებოდი,მაგრამ ადგილიდან არ ვიძვროდი. აივნის კარი ისევ ღია იყო, იქიდან შემოსული შემოდგომის სუსხი კი ყველაფერს ერთანად ყინავდა.

ის
არვიცოდი რა გამეკეთებინა. მასთან ყოფნა მინდოდა. ვერ გავრკვეულიყავი ჩემს ფიქრებში. ისედაც ყოველ წამს ჩემზე ფიქრობდა და ნერვიულობდა და ახლა ასე დაუკითხავად დავადექი თავზე,მაგრამ არ შემეძლო. არ შემეძლო, არ მენახა. მისი სუნთქვის მოსმენა მინდოდა. მისი სურნელის კიდევ ერთხელ შესუნთქვა და გათავისება.ისე თითქოს მხოლოდ ჩემი იყო და არავის მივცემდი მასთან მიკარების საშუალებას. საკმაოდ დიდხანს ვიდექი ალბათ აივანზე და სიცივისგან უკვე ვეღარაფერს ვგრძნობდი. მერე მისი ჩამწყდარი, ნამტირალევი ხმა გავიგე და საშინლად ვინანე რომ მოვედი.
- შემოდი სახლში რა. გაცივდები.
სწრაფად მოვტრიალდი.ოთახში შევედი და ხელებით ვიპოვე მისი გათოშილი სხეული. გულში ჩავიკარი.. ოოჰ, როგორ მომნატრებოდა ეს სურნელი. ხელები ძლიერად შემოვხვიე წელზე და მის თმებში ჩავრგე თავი.

მე
დიდი ხნის ლოდინის და ფიქრის შემდეგ, უკვე ვეღარც ვნევიულობდი. უბრალოდ ვფიქრობდი, რომ აი, ახლა შემოვა და მეტყვის რა მოხდა.ის კი ადგილიდან არ იძვროდა.
ბოლოს უკვე როცა იმედი გადამეწურა, დავინახე როგორ შეირხა მისი სხეული აივანზე და ოთახისკენ მოტრიალდა.ნელა გამოაიარა მანძილი ჩემამდე, წინ დამიდგა.პაუზის შემდეგ კი მხოლოდ 1 სიტყვა მითხრა
- მაპატიე - და ძლიერად ჩამეხუტა. როგორც კი მისი სითბო ვიგრძენი, ერთანად დავმშვიდდი. აღარ მადარდებდა მანამდე მომხდარი. მე ის მიყვარდა ისეთი როგორიც იყო და ამას არაფერი შეცვლიდა.

სინამდვილეში არც არაფერი მომხდარა. არც ის შემოსულა აივნიდან, და არც გოგონას დაუძახია მისთვის: ,,შემოდი რა, გაცივდები''. ორივე ისევ ისე. უცვლელად იდგა. აღარც მოძრაობდნენ. თითქოს სუნთქვაც კი შეკავებული ჰქონდათ. ვერცერთს გადაეწყვიტა პირველი ნაბიჯის გადადგმა. საკმარისად არ უყვარდათ ერთმანეთი? - არა! იმაზე მეტად უყვარდათ ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ.- უბრალოდ ვერცერთი პატიობდა საკუთარ თავს მომხდარს.



№1  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ხოო როგორც ვხვდები ამბავი შენზეა,ყველაზე მეტად რაც გინდოდა მომხდარიყო ის დაწერე და ეს კარგია.კიდევ იოცნებე მე მომწონს[hide][/hide]

 


№2  offline მოდერი წითური გოგონა

რაღაცნირდ კარგი იყო!
და თან განსხვავებულიც!
შენს შემდეგ ნაწარმოებს დაველოდები დიდი სიამოვნებით!
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№3 სტუმარი კინდერის გოგონა

ლორელაი
ხოო როგორც ვხვდები ამბავი შენზეა,ყველაზე მეტად რაც გინდოდა მომხდარიყო ის დაწერე და ეს კარგია.კიდევ იოცნებე მე მომწონს[hide][/hide]

უღრმესი მადლობა. ვეცდები არასდროს შევწყვიტო ოცნება love

 


№4  offline წევრი sopo_sopuna

ლორელაი
ხოო როგორც ვხვდები ამბავი შენზეა,ყველაზე მეტად რაც გინდოდა მომხდარიყო ის დაწერე და ეს კარგია.კიდევ იოცნებე მე მომწონს[hide][/hide]

ის ზედაც ჩემი კომენტარია. მთლად ვერ დავუმუღამე ჯერ ამ საიტს wink

წითური გოგონა
რაღაცნირდ კარგი იყო!
და თან განსხვავებულიც!
შენს შემდეგ ნაწარმოებს დაველოდები დიდი სიამოვნებით!


ვეცდები დიდხანს არ გალოდინო. მიხარია რომ მოგეწონა ^^
მადლობა დიდი love

 


საინტერესო იყო, და თან სასიამოვნო წასაკითხიც. love

 


№6  offline წევრი sopo_sopuna

Психопотическая Девочка
საინტერესო იყო, და თან სასიამოვნო წასაკითხიც. love

რა კარგი გრძნობაა, ასეთ თბილ სიტყვებს რომ ისმენ ^_^ love winked

 


№7  offline წევრი kakulia

მომეწონა,კარგი იყო. heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent