შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემოდგომის სიზმარი


16-11-2015, 16:48
ავტორი flightless bird
ნანახია 1 967

სულში სიცარიელეს ვგრძნობდი , უკვე დიდი ხანია ... არა გატყუებთ არც კი ვიცი რამდენი ხანის მანძილზე ვიყავი ამ მდგომარეობაში , დროის აღქმაც კი დაკარგული მქონდა, მტკიოდა... ვერ ვხვდებოდი ამის მიზეზს, მაგრამ ვიცოდი, რომ რაღაც ისეთ ხდებოდა რასაც მე ხელს ვერ შევუშლიდი , ეს რაღაც ძალიან ცივი და მტკივნეული იყო... ირგვლივ სულ სიბნელე გახლდათ, წინ მივიწევდი , მგონი რაღაც გვირაბში ვიყავი , რომელსაც ბოლო არ უჩანდა... მოულოდნელად შევჩერდი , არა! არ მინდოდა აქ გაჩერება, მინდოდა რაც შეიძლება მალე მოვშორებოდი აქაურობას, გულისცემა გამიასმაგდა, სუნთქვა გამიხშირდა, ირგვლივ ყველაფერი ქაოსმა მოიცვა... -მგონი პანიკის შემოტევა მაქვს , ვფიქრობდი ჩემთვის და ხმაურის ჩახშობას ვცდილობდი... ხმაურის , რომელსაც მთელი ჩემი გონება მოეცვა. თითქოს ვიღაც ჩურჩულებდა , არა გატყუებთ ერთი ადამიანის ხმა არ იყო... არ ვიცი როგორ აღვწერო ის დომხალი , რომელიც ჩემს გონებაში იდგამდა ფესვებს. ყურებზე ხელები ავიფარე და დაყვირება ვცადე, უცებ ხმაური შეწყდა, სუნთქვა და გულის ცემა კალაპოტს დაუბრუნდა, ის მტანჯველი სიბნელე , რომელიც სულ რაღაც ორი წუთის წინ თავის ცივ მარწუხებს პირდაპირ ყელში მიჭერდა სადღაც გაიფანტა...
კაშკაშა შუქმა თვალი მომჭრა , თავიდან მიჭირდა მასთან შეგუება , ირგვლივ ვერაფერს ვამჩნევდი, მაგრამ ნელ–ნელა ყველაფერი დალაგდა... ჩემს თვალწინ ერთი მეორეს მიყოლებით შეიქმნა მრავალი პეიზაჟი , ირგვლივ მიმოვიხედე , საკუთარი ეზო შევიცანი, გამიხარდა , მაშინვე სახლის კარს მივვარდი, ვეცადე გამეღო , თუმცა ამაოდ. რამოდენიმე წუთში თავისით გაიღო, ჩემი სახლიდან პატარა გოგონა გამოვიდა , სულ 7–8 წლისა თუ იქნებოდა , უკან ჩემი მუღლე მოჰყვებოდა.
–თეკლე დამელოდე...
თეკლე? თეკლე ხომ ჩემს პატარას ქვია, თავში ყველაფერი ამერია , გოგონას დავაკვირდი , ჩემი თვალები ჰქონდა, ნუთუ ამდენი დრო გავიდა?! სად ვიყავი? თავში ყველაფერი ამერია, მეუღლეს დავუძახე, მაგრამ თითქოს ვერ გაიგოო, მივუახლოვდი ხელი მკლავზე შევახე, თუმცა ვერ იგრძნო... დავუძახე, დავუყვირე, ვეჯაჯგურე, ერთხანს შეკრთა , მერე კი თეკლასკენ წავიდა...
–მამა რა ხდება? იკითხა პატარამ , როცა მისი ნაღვიანი თვალები შეამჩნია.
–არაფერი პატარავ, მეგონა ვიღაც მეძახდა.
–ვინ? კითხვით სავსე თვალები მიაპყრო გოგონამ.
–ვიღაც , წარსულიდან...
მისი სიტყვები ექოსავით ჩამესმა ყურში, წარსულიდან?! რატომ წარსული? ნუთუ მე მოვკვდი? განა ასეთია სიკვდილი?
_რატომ? როდის? როგორ? ეს კითხვები მოსვენებას არ მაძლევდა , უცებ ყველა გრძნობა წამომეშალა , ერთმანეთში აიზილა... ვუყურებდი მეუღლის თვალებს , ვუყურებდი და მათში საკუთარ ანარეკლს ვხედავდი... როგორ მინდოდა მოვხვეოდი , ხელახლა შემეგრძნო ის სითბო , რომელსაც მხოლოდ მის მკლავებში ვგრძნობდი... კარგა ხანს ვიდექი მის წინ , თითქოს რაღაცას გრძნობდაო , ადგილიდან არ დაძრულა, ერთი პატარა ნაბიჯი გადავდგი მისკენ , ხელი ლოყაზე ჩამოვუსვი , მერაღა შევამჩნიე თუ როგორი თეთრი იყო ჩემი კანი , ნეტავ რამეს თუ გრძნობდა? ხელი ზუსტად იმ ადგილას მოისვა სადაც ერთი წამის წინ მე ვეფერებოდი, ძალიან ნაღვლიანად გაღიმა და ნაბიჯი წინ გადმოდგა , ჩემი სხეული (ალბათ უფრო სული ) მისას შეერწყა , მტკიოდა , მაგრამ არ ვიცი რა , წამის მეასედში მას მოვშორდი, როგორც ჩანს ამ ,,შეჯახებამ" მასზეც ძალიან იმოქმედა , ხელები გულზე მიიბჯინა , თითქოს , საგულედან ამოვარდნისგან იცავდა . სახე წაშლილი ჰქონდა, ფერი აღარ ედო , ჩემი გოგონა მასთან მივიდა ასეთ დღეში , რომ ნახა ატირდა , ლურჯ თვალებზე წითელი ბზარები გაუჩნდა , მასთან ჩავიმუხლე, ვეძახდი , ვეფერებოდი... ის კი მამის გარდა არავიზე ფიქრობდა.
–არა პატარავ, ნუ ტირი... ძლივს მოითქვა სული.
–რა გჭირს? თვალები მოიფშვნიტა პატარამ.
–შენი დედიკო გამახსენდა... თეკლე მამას ჩაეხუტა, უეცრად ისე მომინდა მათთან ყოფნა ლამის გავგიჟდი , ნეტავ ,,სულებს" ტირილი თუ შეუძლიათ? როგორც ჩანს _არა! ეს კიდევ უფრო მაწამებდა , თავში ყველაფერი ამერია , განვლილი ცხოვრება ფილმის კადრებივით წარმომიდგა თვალწინ... თვალები დავხუჭე, ვეღარ ვუძლებდი ამდენს , ვყვიროდი , მაგრამ ხმა არ მქონდა , ვტიროდი , მაგრამ ცრემლები არ მომდიოდა... ვეხებოდი მათ , მაგრამ ვერ გრძნობდნენ.
თვალები გავახილე...
ოთახში ვიყავი , მაღლა თეთრი ჭერი მოჩანდა , ვიგრძენი თუ როგორ დამიბუჟდა სხეული , მარცხნივ გავიხედე , ჩემს პატარას საწოლში მშვიდად ეძინა , საწოლიდან წამოვდექი და ჩვილ ბავშვს შუბლზე ვაკოცე , ნუთუ ეს სიზმარი იყო? რა თქმა უნდა , მე ისევ საკუთარ სახლში ვიყავი , ჩემს ფანჯრებში შემოდგომა იდგა , საკეტი ოდნავ ღრჭიალებდა , გარეთ ძლიერი ქარი ქროდა, დამბურძგლა , გულში რაღაც გრძნობამ გამკენწლა ...
– ჰო , ეს მონატრება იყო , საწოლში დავბრუნდი , ჩემი ცხოვრების ერთად ერთ თანამგზავრს ჩავეხუტე და ვაკოცე...
–მიყვარხარ... ვუჩურჩულე ჩუმად...
–მეც. ასევე ძალიან ჩუმად თქვა და მისი თითები ჩემსაში გადახლართა...
ხშირად რა ცოტა გვყოფნის ბედნიერებისთვის , ეს სამი ბგერა და ჩემი შვილის ჩუმი სუნთქვა სრულიად საკმარისი იყო.
ჩემს ფანჯრებში ისევ შემოდგომა იდგა...
სულში კი სიმშვიდე სუფევდა.



№1  offline წევრი kakulia

მომეწონა,კარგი იყო. heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent