დარჩი ჩემთან!
იანვრის ერთი ჩვეულებრივი დილა იდგა..თითქოს არაფრით გამორჩეული სხვებისგან..გარეთ საშინლად ციოდა,მე კი ვიწვოდი სიცხისგან..ალბათ იმიტომ,რომ ჩემში რაღაც გაურკვეველი ხდებოდა,რაღაც რაც არასდროს განმიცდია.. თითები თეთრ და შავ საღებავში მქონდა მოთხუპნილი..ვხატავდი,სულით და გულით,ადამიანს რომელიც ჩემგან ახლოს,თუმცა ამავდროულად ძალიან შორს იყო.. მტკიოდა ყოველი წუთი და ყოველი წამი! მე ვარ გოგო,რომელიც ყოველთვის შორიდან გიყურებდა აკვირდებოდა შენს ღიმილს,შენს გაბრაზებას,შენს თითოეულ გამოხედვას..ნეტავ გცოდნოდა მაშინ,როგორ მაკლდი და როგორ ვდარდობდი ყოველ ღამეს უშენობას! მაშინ ჯერ კიდევ იყო დრო,დრო,რომელიც ვერგამოვიყენე..შენ სხვა ბიჭი იყავი,ჩემგან სრულიად განსხვავებული..მე კი შენს თვალში ბავშვი ვიყავი,ბავშვი რომელიც ვერა და ვერ გაიზარდა.. რომ გცოდნოდა როგორ მტკიოდა შენი ყოველი ჩახუტება,ღიმილი,სხვისთვის რომ იყო განკუთვნილი..მაგრამ ამას ხომ დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს.. იმ დღესაც უშენობას განვიცდიდი.ჩაბნელებულ ფერეფანში მარტოდმარტო დავეხეტებოდი და ვუყურებდი კარებს,სადაც ერთ დროს შენი სილუეტი იდგა ხოლმე.. ალბათ მაშინაც ხალხი იყო დამნაშავე ამ ყველაფერში..ახლა კი სამუდამოდ წახვედი და მარტო დამტოვე ფიქრებთან! იატაკზე თამამად მოვკალათდი და თვალი მოვავლე არემარეს..მოგონებები ამოტივტივდა თავში,მაგრამ მხოლოდ რამდენიმეზე ფიქრი თუ შემეძლო. უეცრად შენი სურნელი მომელამუნა სახეზე.. „უკვე მოჩვენებებიც დამეწყო“-გავიფიქრე ჩემთვის და თავი დაბლა დავხარე.. ამ დროს შენი ხმა ექოდ გაისმა ოთახში.. და შემიძლია დავიფიცო რომ იმ წამს შენ დაგინახე! არ ვიცი ვინ იყო ეს, მაგრამ გეფიცები შენი ღიმილი ჰქონდა, შენნაირი გამოხედვა,შენი სურნელი და მრავლისმთქმელი თვალები,რომელიც ჩაბნელებულ ოთახში მზის შუქზე ბრწყინავდა.. ვერ გეტყვი იმ წამს რა ვიგრძენი..თითქოს უნდა გავფრენილიყავი სადღაც შორს, და ზემოთ ვარსკვლავები მომეწყვიტა შენთვის! სიტყვის თქმაც კი ვერ შევძელი,როგორც ყოველთვის..მომიახლოვდი,ნელ-ნელა უფრო მცირდებოდა ჩვენს შორის მანძილი.. შენი კანი ოქროსფრად აკიაფდა, და მეც შენს ღრმა ყავისფერ თვალებში ჩავიძირე.. და სწორედ იმ დროს,მე ჩემი ოცნება ავისრულე! თამამად მოგეკარი სხეულზე და ხელები მხრებზე შემოგხვიე.. მე შენ ჩაგეხუტე,ისე როგორც სიზმარში ვხედავდი ხოლმე ჩვენს თავებს ერთად.. მაგრამ ბედნიერება ხომ ხანმოკლეა,მითუმეტეს მათთვის ვისაც ეს არცერთხელ განუცდია.. როცა ვიგრძენი რომ შენი სხეული ჩემსას შორდებოდა, ნელა დავაშორე ხელები შენს მხრებს და ილუზიებით დატყვევებული რეალობაში დავბრუნდი.. რა იქნება ჩემთან დარჩე და არ მიმატოვო?არასდროს! რა იქნება,ისე მიღიმოდე როგორც მას უღიმი.. ისე მეხუტებოდე როგორც მას ეკვრი.. ისე გიყვარდე,როგორც ის გიყვარს და ვერასდროს შეძლებ მის დავიწყებას! დარჩი ჩემთან და სამუდამოდ მიეჯაჭვე ჩემს სულს.. ცარიელ ოთახში კარების ბრახუნის ხმა გაისმა.. -მარიამ,ასე ადრე აქ რამ მოგიყვანა?-გაკვირვებულმა მკითხა შუახნის ქალმა. ირგვლივ მიმოვიხედე და ყველაფერი გამქრალიყო...ისიც გაქრა,მისი ღიმილი თან წაიყო,და მისი სურნელიც. თუმცა სიყვარული დამიტოვა და მას ვერასდროს ვერსად წაიღებს.. თურმე ყველაფერი ფუჭი ყოფილა! რა იქნება ჩემთან დარჩე და ჩამეხუტო.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.