შენ გეკუთვნის...
მე არ ვაღმერთებ უბრალო მოკვდავს, შენში მე მხიბლავს თვით ღვთის იერი, კვლავ შენს სახელზე ავანთებ სანთელს, ღმერთს ვთხოვ რომ ვიყოთ სულ ბედნიერი! ვაღმერთებ მაგ შენს მომნუსხველ ღიმილს, მაბნევს ციმციმი შენი თვალების, ვერ ვძლებ უშენოდ უსიყვარულოდ, სულ მარტოდმარტო დავიარები! მე მიყვარს შენი ლაღი ბაასი, რა დამავიწყებს შენს ლამაზ მზერას, ვიცი რომ გესმის ჩემგან შორს წასულს, ალალი გულის ძალუმი ძგერა... მე შენ მიყვარხარ მთელი არსებით, არსება შენი თავს მირჩევნია, ეს შენ გეკუთვნის ყოველი ლექსი, რაც სიყვარულზე დამიწერია! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.